FB სტატუსი - ნიკა რურუა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-11-2014, 13:20 | მსოფლიო | ნანახია - 744

დღეს საქართველო რუსეთთან იმყოფება ომის, კერძოდ ომის ამ ახალი ნაირსახეობის, ე.წ. ჰიბრიდული, ანუ ეკონომიკური, დიპლომატიური, ფსიქოლოგიური, ინფორმაციული და პარამილიტარული ომის მდგომარეობაში.

 

ეს ყოველმა საქართველოს მოქალაქემ უნდა გაითავისოს, აქედან გამომდინარე ყველა აუცილებელი ფსიქოლოგიური თუ სხვაგვარი სიმხნევის მოკრების დახმარებით.

 

ამ სიმართლეს, ისევე როგორც ყველა დანარჩენ სიმართლეს, უმჯობესია შიშისა და პანიკის გარეშე თვალი გავუსწოროთ, რადგანას ეს წარმატების უმთავრესი წინაპირობაა.

წარმატება კი აუცილებლად მოვა, თუ ერთ რამეს შევძლებთ: კერძოდ, დამარცხებაზე უარის თქმას. ამაზე მტერს ხელი არ მიუწვდება.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია