FB სტატუსი - სერგი კაპანაძე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
26-11-2014, 13:52 | მსოფლიო | ნანახია - 926

გუშინ ქალბატონი თინა ხიდაშელის მიერ რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით:

 

- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს გადაცემული აქვს რამდენიმე ტომი მასალა, მათ შორის, და პირველ რიგში რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის აქტებთან დაკავშირებით! ეს მასალები გაგზავნილია ოფიციალურად, ასევე გადაცემულია პირადი შეხვედრების დროს ბ-ნ ოკამპოსთან. ეს არის მარტივად გადასამოწმებელი. ამიტომ, გუშინ ამ თემაზე, სამწუხაროდ, ქალბატონი ხიდაშელი ცრუობდა;


- საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რომელიც სასამართლომ დასაშვებად არ ცნო, რადგან მოგვთხოვა, რომ CERD-ის კონვენციის ფარგლებში ჯერ მოლაპარაკებები გვეწარმოებინა. ამ თემაზე რუსეთთან ორჯერ გაიცვალა ნოტები 2011-2012 წლებში. დღეს რა მდგომარეობაა ამასთან დაკავშირებით, ძალიან მაინტერესებს. მოყვა ამ პროცესს გაგრძელება? თუ ჩვენ მართლმსაჯულების სასამართლოში დაბრუნება გვინდა ეთნიკური წმენდის თემით, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დიალოგი უნდა ვაწარმოოთ ჯერ და მერე დავბრუნდეთ. ისე, ვერ დავბრუნდებით. ვაკეთებთ რამეს დღეს? ჩემი ინფორმაციით, არა! 


- ამ რუსულ-აფხაზურ ხელშეკრულებაზე დასაპირისპირებლად შეგვეძლო გამოგვეყენებინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების დროს რუსეთთან დადებული საბაჟო მონიტორინგის ხელშეკრულება. სადაა აბა ეს ხელშეკრულება ამოქმედებული? როცა საერთაშორისო ინსტრუმენტებზე და ბერკეტებზე საუბრობენ, ავიწყდებათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ბერკეტი, რომელიც სრულიად არაფრიდან გავაჩინეთ რუსეთთან (დავები მსო-შ შიგნით), დღეს არ გამოგვიყენებია და არც ვაპირებთ, როგორც ჩანს!


- და ბოლოს: სანამ რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ვზრდით, ეს საუბრები უბრალოდ სასაცილოა. ბოლო ორ წელიწადში ექსპორტი რუსეთთან საერთო ექსპორტის 2%-დან 10%-მდე გაიზარდა. ამ სისწრაფით თუ გაგრძელდა, ორ წელიწადში იმდენად ვიქნებით რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებული, რომ სრულიად აზრი დაეკარგება რამე საგარეო პოლიტიკურ მცდელობებს, რადგან ყველაზე სერიოზული ბერკეტი - ხალხის კეთილდღეობა ექნება ხელში კრემლს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია