FB სტატუსი - მამუკა კუდავა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-11-2014, 12:01 | მსოფლიო | ნანახია - 966

მეზღაპრე პაატა ზაქარეიშვილი - პუტინი-ხაჯიმბას ანექსიის შეთანხმება ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგია.

 

არ გაგიკვირდეთ, ის მართალია. „ჩვენ" ნიშნავს რუსეთს - ასე აქვს ნასწავლი ლენინის მშობლიურ ყაზანის უნივერსიტეტში მეცნიერული კომუნიზმის დაუფლებისას. ამიტომ ჯერ არა, მაგრამ ფიქრობს და აუცილებლად გვეტყვის ერთ მშვენიერ დღეს:

 

ცარისტული რუსეთის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევით ქართლ-კახეთის ანექსია ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგია.


ლენინ-სტალინ-ბოლშევიკების გადაწყვეტილებით წითელი არმიის შემოჭრა და საქართველოს ოკუპაცია ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგია.


საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს გადაწყვეტილებით 9 აპრილს გენერალ როდიონოვის მიერ მოწყობილი ჟლეტა ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგია.


რუსეთის ჯარის ჩარევით ქართველთა სამოქალაქო ომი ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგია.


ელცინ-გრაჩოვის გადაწყვეტილებით სოხუმის დაცემა ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგია.


პუტინის აგრესია და აფხაზეთ-ცხინვალის აღიარება ჩვენი წარმატებული პოლიტიკის შედეგია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია