დიუკ ელინგტონი - სვინგის მეფე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-07-2013, 19:15 | კულტურა | ნანახია - 2749

გიგი კუბლაშვილი

 

დიუკ ელინგტონი - სვინგის მეფედიუკ ელინგტონი (ნამდვილი სახელი ედვარდ კენედი) დაიბადა  1899 წლის 29 აპრილს ვაშინგტონში.განათლება მიიღო სახლში, დედა ასწავლიდა ფორტეპიანოზე დაკვრას. გამოამჟღავნა მიდრეკილება ფერწერისკენ, მუშაობდა პლაკატისტად, მაგრამ გატაცებული იყო რეგთაიმითა და საცეკვაო მუსიკით. ელინგტონის პირველი ორკესტრი შედგებოდა მისი უახლოესი მეგობრებისგან - დრამერი სონი გრირი, საქსოფონისტი ოტო ჰარდვიკი, მესაყვირე არტურ უეტსოლი. მათგან ლამაზი ტანსაცმლის სიყვარულის გამო მიიღო მეტსახელი Duke (ჰერცოგი). ნიუ-იორკში 1923 წელს დაარსდა ელინგტონის კვარტეტი The Washingtonians და რამდენიმე წარუმატებელი სეზონის შემდეგ, Kentucky Club-ში მუშაობის ჩათვლით, ჩამოყალიბდა ათკაციანი ორკესტრი, რომელმაც შეძლო დამკვიდრებულიყო პრესტიჟულ კლუბში Cotton Club. კლუბიდან რადიოთი ხდებოდა პროგრამების რეგულარული ტრანსლაცია და ამან მოუტანა ელინგტონს დიდი პოპულარობა. ორკესტრის პირველი კომპოზიციები დაკავშირებული იყო ხან "ჯუნგლების სტილთან” (East St.Louis Toodle-oo, Black Beauty, Black And Tan Funtasy, Ducky Wucky, Harlem Speacks), ხან "განწყობის სტილთან” (Mood Indigo, Solitude, Sophisticad Lady). ამ სტილების დამუშავება შეიძლებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ელინგტონი ბრწყინვალედ სარგებლობდა თავისი მუსიკოსების  - დრამერ ჩარლი ერვისის, ბაბერ მაილის, ტრიკი სემ ჰენტონისა და შემდგომ კუტ უილიამსის, ალტ-საქსოფონისტის ჰარი კარნის ინდივიდუალური შესაძლებლობებით. ორკესტრში შემსრულებლების მიერ შეტანილი ღვაწლის შედეგად ორკესტრმა შექმნა რამდენიმე სპეციფიკური ხმოვანება, ხოლო ელინგტონს უწოდეს ნამდვილი პირველი ჯაზ-კომპოზიტორი. ელინგტონს წარმატება მოუტანა გასტროლებმა ევროპასა და სამხრეთ ამერიკაში, 1934 წელს ბენდმა იმოგზაურა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 30-იანი წლების დასასრულს ორკესტრში იყო 15 მუსიკოსი: საქსოფონისტი ჯონი ჰოჯესი, ოტო ჰარდვიკი, ბარნი ბიგარდი, ჰარი კარნი, მესაყვირე კუტი უილიამსი, ფრენკ ჯენკინსი, დიუკ ელინგტონი - სვინგის მეფეარტურ უეტსოლი, ტრომბონისტი ტრიკი სემ ჰენტონი, ხუან ტიზოლი, ლორენს ბრაუნი. ელინგტონის რეპერტუარი ძირითადად შედგებოდა კომპოზიციებისგან, რომელთაგან ყველაზე ცნობილია It Don’t Mean A Thing, In A Sentimenyal Mood, Prelude To A Kiss, Jeep’s Blues, I LetA Song Go Out Off My Heart, All Too Soon, Conserto For Cootie, Cotton Tail, Warm Valley, I’m Beginning To SeeThe Light, Don’t Get Around Much Anymore. ორკესტრის წარმატებისთვის მისი მუსიკოსებიც განსაკუთრებულად მუშაობდნენ. ტრომბონისტმა ხუან ტიზოლმა შესთავაზა ისეთი თემები, როგორიც არის Caravan და Perdido, ხოლო პიანისტი, კომპოზიტორი და არანჟირებების ავტორი ბილი სტრეიჰორნი, როგორც ელინგტონი ამბობდა, მისი "მეორე მე” გახდა, რომელმაც შექმნა ბევრი არაჩვეულებრივი კომპოზიცია, მათ შორის Take ‘A’ Train.
ელინგტონის ორკესტრი ერთ-ერთი იმათგანი იყო, რომელიც არ დაიშალა ჯაზში ბიბოპისა და სხვა თანამედროვე სტილების შემოსვლის შემდეგაც. 50-60-იან წლებში ელინგტონს უნდოდა შეექმნა დიდი ფორმის ნაწარმოები, შექმნა რიგი ორკესტრის სიუიტებისა – Newport Jazz Festival Suite (1956), A Drum IS A Women (1956), Shakespeaream Suite (1957), Toot Suite (1958), Controversial Suite (1958), Jump For Joy (1959), Nutcracker Suite (1960), Per Gynt Suite (1962), Timon Of Athens Suite (1964), The Far East Suite (1965), New Orleans Suite (1971), დაწერა მუსიკა კინოფილმებისთვის “ასფალტის ჯუნგლები” (1950), “მკვლელობის ანატომია” (1959), “პარიზული ბლუზი” (1961), “თავდასხმა დედოფალზე” (1966) და სასულე მუსიკის სამი კონცერტისთვის (1965, 1968, 1973).
ელინგტონი იყო ბიგ-ბენდის სამაგლითო ლიდერი – ავტორიტეტული და დელიკატური, ამიტომაც მრავალი მუსიკოსი მასთან მთელი ცხოვრების მანძილზე რჩებოდა. "ძველი გვარდიიდან” ესენი არიან – ჯონი ჰოჯესი, ჰარი კარნი, ბარნი ბიგარდი, ჯიმი ჰამილტონი, რასელ პროკოუპი, პოლ გონზალესი, ხუან ტიზოლი, ლორენს ბრაუნი, კუტ უილიამსი, რეი ნენსი, კვენტინ ჯექსონი. გარკვეული ხნის განმავლობაში ორკესტრში უკრავდნენ ისეთი სოლისტები, როგორებიც არიან უებსტერი, კლარკ ტერი, კეტ ანდერსონი, საქსოფონისტი უილი სმიტი, დრამერები ლუი ბელონი და სემ ბუდიარდი. 60-იანი წლების მეორე ნახევარში ორკესტრში მივიდნენ ახალგაზრდა და საშუალო თაობის მუსიკოსები – საქსოფონისტები ნორის ტერნი, ჰაროლდ ეშბი, მესაყვირე ჯონი კოულზი, კონტრაბასისტი ჯო ბენჯამინი, დრამერი რუფუს ჯონსი. დიდი ხნის განმავლობაში ელინგტონის მთავარი დამხმარე იყო მისი შვილი – მესაყვირე მერსერ ელინგტონი.

Pელინგტონი ჯაზის სამყაროში აღიარებულია როგორც ამ მიმდინარეობის ერთ-ერთი პატრიარქი. ის იყო არაჩვეულებრივი   პიანისტი, არანჟირებების ავტორი, კომპოზიტორი, ორკესტრის ხელმძღვანელი, სვინგის დიადი წარმომადგენელი.

ელინგტონის შესახებ დაწერილია ათეულობით წიგნი, რომელთაგან საუკეთესოებია – სტენლი დენსის "დიუკ ელინგტონის სამყარო”, დერეკ ჯიუელის "დიუკ ელინგტონის პორტრეტი” და ელინგტონის ავტობიოგრაფიული ნაკრები "მუსიკა – ჩემი ქალბატონი”.


Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია