FB სტატუსი - ნიკა რურუა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
2-12-2014, 17:29 | მსოფლიო | ნანახია - 904

დასავლური ცივილიზაციის გამოცდილებამ მიაგნო და დააკანონა ადამიანთათვის სახელმწიფოს ტირანიისგან თავდაცვის ისეთი მექანიზმები, რომელიც სახელისუფლებო ძალაუფლებას (რომელიც ასევე ცალკეულ ადამიანებს აბარიათ, ვისაც ყოველთვის შეიძლება მოუნდეს ამ ძალის პირადი მიზნებისთვის გამოყენება) ზღუდავს.

 

ამ გამოცდილებით და ადამიანის ბუნების ღრმა ცოდნით მიგნებულ კონცეფციებში შედის “კანონის უზენაესობის” პრინციპი, ხელისუფლების მშვიდობიანი ცვალებადობის შესაძლებლობა, ძალაუფლების დაყოფისა და ბალანსირების ინსტიტუტი, მსაჯულთა მიერ ბრალდებულის განსჯის პრაქტიკა სასამართლოებში, უდანაშაულობის პრეზუმფცია, პირადი ცხოვრების უფლება, სიტყვისა და რწმენის თავისუფლება და ა.შ.

 

მხოლოდ ის სახელმწიფოები ითვლებიან თავისუფალ სახელმწიფოებათ, სადაც ეს ინსტიტუტები რეალურად მუშაობენ და სადაც მათი არსი და საჭიროება კარგად ესმით როგორც პოლიტიკურ კლასს, ისე მოქალაქეთა ძირითად ნაწილს.

 

მხოლოდ ასეთ ქვეყნებში აქვთ შანსი ინოვაციას, გამოგონებებს, კულტურას და სტაბილურ ეკონომიკურ წინსვლას, ანუ ყოველდღიური ბედნიერების მაღალ ხარისხს.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია