FB სტატუსი - გრიგოლ ვაშაძე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-12-2014, 13:05 | მსოფლიო | ნანახია - 1210

კაბინეტის წევრები და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აკეთებენ განცხადებას, "...რომ სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნების დანიშვნა უკრაინის მთავრობაში ორი ქვეყნის ურთიერთობებს დააზიანებს".


ესენი რა ნარკოტიკს იღებენ, ხომ არ იცის ვინმემ?


ვინ ეკითხებათ სუვერენული ქვეყნის და სტრატეგიული მოკავშირის მთავრობის შემადგენლობაზე აზრის გამოთქმას? რა უფლება აქვთ დემოკრატიული არჩევნების შედეგად სუვერენული უკრაინის მიერ დაკომპლექტებული მთავრობის შემადგენლობა აკრიტიკონ რუსეთთან ერთად? ან ამ შემადგენლობის გამო ურთიერთობების გაუარესებით იმუქრებოდნენ საქართველოს სახელით? პრეზიდენტმა პოროშენკომ უფრო ცუდად იცის, რა სჭირდება მის ქვეყანას ვიდრე კალაძემ, სანიკიძემ და ქუცნაშვილმა?


როდესაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ასეთ ტუტუცურ და ხეპრე განცხადებას აკეთებს, ამ ხელისუფლებისთვის სასურველი "შედეგი" მიღწეულია: საქართველოს და უკრაინის ურთიერთობებს უკვე მიადგა ზიანი.


უკრაინა და მისი მთავრობა რომ დაგჭირდებათ, - ყველამ ვიცით რისთვის უპირველეს ყოვლისა, - მერე რას აპირებთ, თქვე საბრალოებო?

 

რომაელები ამბობდნენ: "favete linguis!" ანუ, do me a favour, shut the fuck up.

 

P. S. "პრემიერის" განცხადებაზე, უკრაინას იარაღი არ მისცეთო, პოსტტრავმატული ტკივილების გამო კომენტარის გაკეთება შეუძლებელია

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია