FB სტატუსი - ზურაბ გურული

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
8-12-2014, 20:22 | პოლიტიკა | ნანახია - 1260

ერთერთი მთავარი მიზეზი ქართველი ამომრჩეველის პოლიტიკური ინფანტილობისა, გახლავთ პირადი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაუცნობიერება.
სწორედ ამიტომ, ნებისმიერი პოლიტიკური ბლოკის წარმატება-წარუმატებლობა ასოცირდება მხოლოდ ერთ ადამიანთან. 


დანარჩენები საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგენენ ლენჩი ცხვრების ფარას, რომლებსაც არანაირი პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ.


ამ ბრიყვულ ტენდენციას თავად უმწიფარი ლიდერები შეფარული თვითტკბობით უწყობენ ხელს და ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი სუპერ-პოლიტიკოსის წარმატება მხოლოდ რამდენიმე წელი გრძელდება.


ასე ცხადდება მაგალითად ეროვნული შერიგება ერთი პირის მიერ და ათასობით სახელმწიფო დამნაშავის შეწყალება ყოველგვარი პასუხისმგებლობის მოხსნით.
შესაბამისად, რიგითი მოქალაქე და პოლიტიკოსი თავს გრძნობს ტუტუც ლაწირაკად და ფიასკოს შემთხვევაში დამნაშავე მხოლოდ ერთი ადამიანი ჰგონია.


-გაგვაბრიყვეს, მოგვატყუეს, დაგვამცირეს, ბეეე! ბეეეე! - 
ბღავიან საწყალობლად ზრდასრული ადამიანები და არავის სურს იმის თქმა და აღიარება, რომ :
-მე ვარ ბრიყვი; მე ვარ ტუტუცი და მე ვერ ვაზროვნებ; მე არა მაქვს ღირსება! -


რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ყველაზე ჯილა ტუტუცები მაინც თავად ლიდერები არიან, რადგან საბოლოოდ და უტყუარად მხოლოდ მათ დააწვებათ სრული და აბსოლუტური პასუხისმგებლობა ყველაფერზე.


საზოგადოება კი ჩასვრილი ყაზილარივით მანამ იჯდება აქოთებული, სანამ ახალი "მესია" არ წაიკაპიწებს ხელებს მათი ნიფხავის გამოსაცვლელად.


ესაა ქართული პერპეტუუმ-მობილეს მოქმედების მთავარი პრინციპი.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია