FB სტატუსი - ნიკა რურუა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-12-2014, 11:52 | პოლიტიკა | ნანახია - 895

საკუთარი სამშობლოს ერთიანობიათვის ბრძოლისათვის აფხაზეთის ომის დროს, ანუ 1993 წლის ბრძოლების გამო დღეს გალში რუსებმა ცხრა ქართველი დააკავეს სეპარატისტების ხელით. ეს მხოლოდ უკიდურესი თავხედობა არაა. ნათელია, რომ ეს პუტინის პასუხია ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციაზე.

 

ასევე ეჭვს არ იწვევს ისიც, რომ პუტინს საკუთარი ქმედებების გადატანა სურს ვითომცდა ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ჭრილში - ანუ, რომ ეს მხოლოდ აფხაზებისა და ქართველებს შორის არსებული პრობლემის მორიგი ინციდენტია და რომ რუსეთი ამაში არაფერ შუაშია.

 

ამის უფლება მას არაფრის დიდებით არ უნდა მიეცეს და დღევანდელმა ხელისუფლებამ, როგორც მინიმუმ, ნათლად უნდა ამცნოს მსოფლიოს ამ დანაშაულის ნამდვილი დამკვეთის, ანუ რუსეთის ბრალეულობის შესახებ.

 

იმედია, ამგვარი განცხადების გაკეთების მაინც არ შეეშინდებათ მმართველ ძალაში, თუმცა დარწმუნებული მაინც არ ვარ, რომ ამ აუცილებელი და ელემენტარული ნაბიჯის გადადგმას - მკაფიო და არაორაზროვანი განხცადების გაკეთებას გაბედავენ "ოცნების" ხელისუფალნი.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია