საზოგადოება „ივერიის“ განცხადება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-12-2014, 18:06 | პოლიტიკა | ნანახია - 1688

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადება ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის, გმირულად დაღუპვის თაობაზე უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში არა მარტო ღია წინააღმდეგობაშია ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციასთან, რომელიც კრძალავს ამ უწყების პოლიტიზირებას, არამედ წარმოადგენს ადამიანური ეთიკისა და ცივილიზებულობის ელემენტარული ნორმების უხეშ დარღვევას.

 

თავდაცვის სამინისტრო და მისი  ხელმძღვანელები არიან პასუხისმგებელნი ქვეყნის თავდაცვაზე ყველაზე რთულ და კრიტიკულ მომენტებში, რაც მათგან, შესაბამისად, მოითხოვს სიმტკიცის, შეუპოვრობისა და სამართლიანობის გრძნობის გამოვლინების მაღალ ხარისხს.

 

დღეს, სამწუხაროდ, სახეზეა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის უღირსი და მონური მორჩილება ქვეყნისთვის მავნე პოლიტიკურ კონიუქტურისა, რომელსაც ამკვიდრებს დღევანდელი მმართველი ძალა “ქართული ოცნება”. გამომდინარე აქედან, თავდაცვის სამინისტროს ეს განცხადება არცხვენს ქართულ ჯარს და ქართველი მეომრის მებრძოლ სულს.

 

საზოგადოება “ივერიას” მიაჩნია, რომ თავდაცვის სამინისტროს უღირს ქმედებაზე პასუხისმგებლობა თავდაცვის მინისტრმა უნდა აიღოს და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან. ეს გადაშლის თავდაცვის სამინისტროს უახლესი ისტორიის ამ სამარცხვინო ფურცელს და შეუნარჩუნებს ქართულ ჯარს ღირსებას, რომელიც მას სამშობლოს დაცვის საქმეში ყველაზე მეტად სჭირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია