FB სტატუსი - მამუკა გამყრელიძე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-12-2014, 17:01 | პოლიტიკა | ნანახია - 790

დღე არ გავა, რომ ხელისუფლებამ არ შეგვახსენოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამ მთავრობის წარმატებად ითვლება.
დღე არ გავა, რომ ტელევიზიით ან გაზეთებში ანაც ფეისბუკზე რამოდენიმე მძიმე ავადმყოფი ადამიანის თხოვნა-მუდარა არ წავიკითხოთ დახმარებაზე.


მესმის, რომ სახელმწიფოს არ აქვს ამდენი ფული, რომ ყველა ავადმყოფს დაეხმაროს, მაგრამ რამოდენიმე მაღალი კლასის ქირურგის და მედდის დაქირავების ფულიც არ აქვს, რომ არ იყოს აუცილებლობა ამ ავადმყოფების უცხოეთში გამგზავრების. წარმოგიდგენიათ რამდენად შეუმცირებდა ამ ხალხს ხარჯებს მგზავრობისა და უცხოეთში ძვირადღირებული რეაბილიტაცია რომ არ დასჭირდეთ ? რა გახდა თუნდაც უკვე ხნოვანი ექიმების ჩამოყვანა, რომ მათ მოამზადონ ახალგაზრდა ექიმები.


შეიძლება დილეტანტურად ვაზროვნებ, მაგრამ თუ თურქებმა შეძლეს ასეთი მძლავრი სამედიცინო ინდუსტრიის მოკლე ხანში შექმნა ჩვენ რატომ არ შეგვიძლია თუნდაც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისათვის ამის გაკეთება ? 


ცოდოა ეს ხალხი

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია