გუმრის ტრაგედია - სახედაკარგული რუსული ჰუმანიზმი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-01-2015, 18:37 | პოლიტიკა, მსოფლიო | ნანახია - 1777

გუმრის ტრაგედია - სახედაკარგული რუსული ჰუმანიზმილადო ჩალათაშვილი

 

2015 წლის 12 იანვარს, გიუმრიში დატრიალებული ტრაგედია, რომელიც ამავე ქალაქში დისლოცირებული რუსული 102-ე ბაზის სამხედრო მოსამსახურემ ჩაიდინა და შედეგად მოყოლილი სომეხი ერის რეაქცია, ყველანაირ პირობას ქმნის იმისთვის, რომ მოვლენა ევრაზიული კავშირის გამოცდად შეფასდეს. რამდენიც არ უნდა ვარიდოთ თავი ასეთ შეფასებას, ვერაფრით ავარიდებთ თავს იმას რომ სომხეთი სულ რაღაც 15 დღის წინ გახდა, რუსეთის ერთ - ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის მონაწილე და წევრი, შესაბამისად ეს კონტექსტი შეუძლებელია ჩამოსცილდეს ამ საკითხს განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის აუცილებლობას, სომხეთის არსებული ხელისუფლება, უსაფრთხოების გარანტიებით ხსნიდა. თუმცა აღნიშული «უსაფრთხოების გარანტიიდან» გამოვიდა რუსი ჯარისკაცი, ავტომატით ხელში და ქალქის ცენტრში მცხოვრები ოჯახის 6 წევრი მოკლა, მათ შორის ორი წლის ბავშვი. რეაქცია, რომელიც სომხურ საზოგადოებაში და შესაბამისად მედიაში მოჰყვა ტრაგედიას,  წესით რუსეთის პოლიტსტრატეგებს არ უნდა გამოჰპარვოდათ ყურადღებიდან, თუმცა ოფიციალური მოსკოვის რეაქცია მომხდარზე, არ არის ისეთი როგორსაც იმსახურებს მოვლენა თავისი ტრაგიზმითა და მნიშვნელობით, რომელიც სომეხმა ერმა მას მიანიჭა.  სომხური მედიის მიერ ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელებული პუბლიკაციების შინაარსი ძირითადად იმ მოლოდინში მდგომარეობდა რომელსაც რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებისგან და პირადად, რუსეთის არმიის მთავრსარდალ - ვლადიმერ პუტინისგან ელოდნენ. აქვე გამოსჭვივის ის იმედგაცრუება, რომელიც რუსეთის ხელისუფლების რეაქციით გაჩნდა სომეხ პოლიტოლოგებსა და ყველა იმ პირის მოსაზრებაში, რომელიც მოვლენაზე რაიმე სახითა და საშუალებით კომენტარს აკეთებს. ეს რიტორიკა მოლოდინისა და იმედგაცრუებისა, მძლავრ ანტირუსულ კამპანიაში გადაიზარდა.

 

ერთ - ერთ გამოცემაში ისიც კი აღნიშნეს რომ ყველაზე პრორუსული ქალაქი გიუმრი, ხდება ყველაზე ანტირუსული - რუსეთის ხელისუფლების დუმილისა და ცინიკური დამოკიდებულების გამო. გიუმრის მოსახლეობა ითხოვს დამნაშავის სომხური მხარისთვის გადაცემას, თუმცა რუსეთი ამას არ აპირებს და არგუმენტად საკუთარ კონსტიტუციას იშველიებს. პირველი უკმაყოფილება სწორედ ამით იყო გამოწვეული, მაგრამ შემდეგი რეაქცია მოსკოვიდან, აბსულუტურად ალოგიკური და არამეგობრული იყო. რუსული მხრიდან კომენტარები ექსპერტების დონეზე  გაკეთდა, რომლებიც ძირითადად ჩვენთვის უკვე კაგრად ნაცნობ -ზაქარეიშვილესიეულ (უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით რომ პირიქით, ზაქრეიშვლს აქვს ნასწავლი თავისი ყოფილი კოლეგებისგან) ტაქტიკას ეფუძნებოდა და რომელიც მოვლენის მნიშვნელობის დაკნინებაში მდგომარეობს - ჩვეულებრივ  «კრიმინლაურ შემთხვევად» ან ე.წ. «битавуха-დ» შერაცხვა. ასევე სომეხთა უკმაყოფილება გამოიწვია იმან რომ განცხადების მსგავსი რაღაც გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრის - (სომხური მხარის შეფასებით) - "ვიღაც" მოადგილემ!

 

ვნებათაღელვა არა მხოლოდ მოველნის გარეთა ფაქტორებზე არის მიმართული, არამედ შიგნითაც დიდი უკმაყოფილებაა არსებული ხელისუფლების «გაუბედაობით» და ზოგიერთს იანუკოვიჩის უკრაინა გაახსენა. ოპოზიციური გამოცემები აქტიურად ესხმიან თავს სახელისუფლებო გამოცემებსა და პოლიტიკოსებს თავისი კრიტიკული პუბლიკაციებით, თუმცა გამოჩნდა ასევე მესამე მხარე - ანტირუსული, რომელიც მთელი ეს პერიოდი სომხეთში არსებობს, საკმაოდ აქტიურია განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში და რომელიც ორივეს ერთად ესხმის თავს, რადგან სომხეთის ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ძირითადად პრორუსული ორიენტაციისაა. სახელისუფლებო გამოცემები, არგუმენტების არ ქონის გამო იქამდეც კი მივიდნენ, რომ რუსული საიტებიდან სტატიების ქვეშ განთავსებული კომენტარების ფოტოკოპიებს დებდნენ იმ მხარდაჭერისა და გულისტკივილის სადემონსტრაციოდ, რომელსაც «რუსი ერი»  გამოხატავდა მომხდარის გამო - თუმცა ოფიციალური მოსკოვის რეაქცია აგვიანებდა! მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ყოველთა სომეხთა პატრიარქის გარეგინ II ერისადმი მიმართვაც გავრცელდა.

 

  მდგომრეობას ისევე ამძიმებდა რუსულია მედია, რომელმაც პირველ დღეებში გაუგონარი სისულელეები დაწერა გიუმრის ტრაგედიაზე და რა თქმა უნდა «გოსდეპის» (აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი) კვალს მიაკვლია მთელს ამ უბედურებაში.  გაზეთ «Взгляд»-ში გამოქვეყნებულმა ევგენი კრუტიკოვის სტატიამ - «Россия должна сделатъ жосткие виводи из трагедии гюмри» გიუმრის მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. რომლის შინაარსი რუსული პროპაგანდისა და მისთვის ჩვეული შეთქმულების თეორიის სრულყოფილი ნიმუშია. ავტორი აღწერს თუ როგორ მოხდა «საჭირო დოზით ინფორმაციის გამოტყორცნა» გარკვეული გამოცემების მიერ და რომ 102-ე ბაზასთან შეკრებილი ხალხიდან, ძალიან მცირე ნაწილი იყო ადგილობრივი (ანალოგიური ისმოდა უკრაინის შემთხვევაში). რა თქმა უნდა აქვე ხაზგასმულია რუსული ბაზის მნიშვნელობა სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობასა და ზოგადად არსებობაში. ამავე სტატიაში, ავტორი ეხმაურება 2013 წელს გიუმრის პოლიგონზე მომხდარ შემთხვევას, როდესაც ნაღმზე აფეთქდა რამდენიმე ბავშვი, კრუტიკოვის გამოხმაურება კი ასეთი იყო - «კი მართალია გამოძიებამ დაადგინა რომ პოლიგონის დაცვა არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი, თუმცა ბავშვების მშობლებსაც მეტი ყურადღება უნდა მეიქციათ ბავშვებისთვის»! ყველაზე მეტად კი სომხები ე.წ. «ჩრდილოეთ ოსეთთან» შედარებამ გააღიზიანა. ოკუპირებულ ტერიტორიას შედარება, რა თქმა უნდა სასაიამოვნო არავისთვის  იქნებოდა.

 

(http://www.epress.am/ru/2015/01/16/%E2%80%9C%D0%B2%D0%B7%D0%B3%D0%BB%D1%8F%D0%B4%E2%80%9D-%D0%BF%D0%B5%D1%80%D0%B5%D0%BF) სომხებისთვის ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იყო, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის პრობლემატიკის ექსპერტის - სტანისლავ ტარასოვის მოსაზრებები სომხეთში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ria.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში  (http://ria.ru/radio_brief/20150116/1042872521.html)  ექსპერტი ასევე  რუსული პროპაგანდისთვის ჩვეულ კონსპიროლოგიურ თეორიას ანვითარებს და  ჩვეულებრივ «საყოფაცხოვრებო შემთხვევა»-ში, «ვიღაც უხილავის»,  მაგრამ «ყველასთვის კარგად ნაცნობი»-ის ხელს ხედავს. თუმცა იქვე ამატებს,  რომ  «უხილავი ხელის» არსებობას გულისხმობს არა ტრაგედიაში, არამედ რეაქციაზე,  რომელიც ექსპერტის აზრით უჩვეულოდ სწრაფად აისახა დასავლეთის მედიაში და ასევე უჩვეულოდ სწრაფად მოხდა საპროტესტო ტალღის ორგანიზება. 

(http://ria.ru/radio_brief/20150116/1042872521.html)  (რუსი პოლიტ-აქტიური «ტვინები» ვერაფრით ვერ მივიდნენ იმ აზრამდე რომ არსებობს ინეტრნეტი და რომ ერებს გააჩნიათ «თვითორგანიზების» უნარი).

 

მოკლედ, სომხურმა საზოგადოებამ, რუსეთისთვის ჩვეული ქცევის მანერის დახმარებით, გააცნობიერა ის  მდგომარეობა რომელშიც იმყოფება და საკუთარი ხელისუფლების აღქმა, მათი ქმედების, უფრო სწორად კი უმოქმედობის გამო პრო-მოსკოვურობიდან - «ვასალობის" სტატუსამდე დაიყვანა. რუსეთისა კი «მზრუნველი ბატონიდან» იმ ბატონამდე, რომელიც ძალიან ცუდად ექცევა თავის ყმას და თან ავალდებულებს ამით კმაყოფილიც იყოს.   

 

სომხეთში გაიხსენეს რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ. გაიხსენეს ისიც, რომ რუსეთის ყველაზე თავგადაკლული მოკავშირეები, ბელორუსია და ყაზახეთი გაფაციცებით ეძებენ კავშირებს დასავლეთში, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთისთვის საფლავში ჩაყოლას არ აპირებენ და სომხები ადარებენ საკუთარ მდგომარეობას იმ სიტუაციას,  რომელიც არჩევანის საშუალებას არ უტოვებს. ამ დღეებში გაიხსენეს რატომღაც პუტინის ბოლო ვიზიტი იმავე 102-ე ბაზაზე და ის დამოკიდებულება, რომლის დემონსტრირებაც მოხდა ამ ვიზიტით, მოკლედ ასე შეფასდა - იმპერატორის ვიზიტი კოლონიაში!

 

ის თუ რა კვალს დატოვებს გიუმრიში მომხდარი ტრაგედია რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობაზე პრაქტიკულად ცნობილია, რადგან რუსულმა მხარემ ამაზე იზრუნა და ArmenianReport - მა რეაქციად, სტატია გამოაქვეყნა სათაურით - «Уроки гюмри: никогда мы не будем «Партнерами» » (http://www.armenianreport.com/pubs/98837), რომელიც სტატიის კონტექსტს განსაზღვრავს და სუმირებულად, კარგად გამოხატავს სომხეთის მოსახლეობის იმ ნაწილის აზრს,  რომელიც ამ ტრაგედიის შედეგად ანტირუსულ ბანაკში გადაბარგდა.

 

ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, უყურებენ მეზობელი სახელმწიფოები და კიდევ ერთხელ რწმუნდებიან, რომ რუსეთთან პარტნიორობა და თანამშრომლობა ეს ისეთივე ილუზიაა, როგორც რუსეთის «ზესახელმწიფოობა». ორივე, ილუზიაც და საკუთარი არსების «ზე-ობაში» უსაფუძვლო რწმენაც, მავნებელია და ადრე თუ გვიან «განწირულია»   რეალობის გაცნობიერებისათვის, რომელ პროცესსაც ახლა თვალს ვადევნებთ სომხეთში!

 

P.შ. იმედია ლუბიანკის, ან კრემლის რომელიმე კაბინეტში შეტყობინებაზე «სომხეთში ბუნტია» პასუხად ამბის მიმტანმა არ მიიღო - да аставте их, через месяц у них будет воина и забудут! все, свободны!

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია