FB სტატუსი - გრიგოლ ვაშაძე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-01-2015, 00:12 | კომენტარები | ნანახია - 1508

"ნოვოროსიის" ნაცისტ სეპარატისტებს და მათ მოსკოველ პატრონებს უნდა ახსოვდეთ, რომ ვოლნოვახაში მოკლული ადამიანების (და კიდევ 4000 უკრაინის მოქალაქის!) სისხლს ისევე ვერასოდეს ვერ ჩამოირეცხავენ, როგორც აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ნაწამებ და შემდეგ მოკლულ საქართველოს მოქალაქეების სისხლს.


ვისაც მეხსიერება შერჩება მომავალში ერთი წუთით მაინც, იმ ბავშვის ფოტოსურათს ვერ დაივიწყებს, ნაცისტი ტერორისტების ჭურვით რომ არის მოკლული დედის კალთაში, და არ მოისვენებს, სანამ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო-ტერორისტული აგრესიის სულისჩამდგმელები და შემსრულებლები პასუხს არ აგებენ.

თითქმის ერთი წელია გრძელდება რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და რაღაც არ ჩანს მრავალმილიონიანი დემონსტრაციები ამის გასაპროტესტებლად.
რაო, სხვადასხვა ერის სისხლს განსხვავებული ფასი აქვს?

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია