FB სტატუსი - ნიკა რურუა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-02-2015, 22:50 | ბლოგები | ნანახია - 9970

უკრაინის ელჩის დაბარება საგარეო საქმეთა სამინისტროში იმ ფონზე, როდესაც ქართული საგარეო პოლიტიკა სრული კრახის პირზეა, ხდება de jure ანექსირება ჯერ აფხაზეთისა და ახლა უკვე სამაჩაბლოს რეგიონებისა, როდესაც ეკონომიკა მწვავე კრიზისშია შეყვანილი, და რაც მთავარია - როდესაც უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის საკუთარი თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობისთვის ჩვენს პირად მტერთან, თან როცა ამ ბრძოლის შედეგზეა მეტწილად საქართველოს ბედიც დამოკიდებული - როდესაც ამ დროს საქართველოს მთავრობა იცლის უკრაინელებისთვის საჯარო დემარშის მოწყობისთვის, მე მიჭირს ამ საქციელს სხვა შეფასება მივცე, ვიდრე უკიდურესი უღირსობა, უნამუსობა და ფატალური წინდაუხედაობა დღევანდელ ხელისუფალთა მხრიდან. ასეთი სამარცხვინო და სულმოკლე საქართველო დიდი ხანია არ ყოფილა.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია