საზოგადოება “ივერია”-ს განცხადება ზურაბ აბაშიძის მიერ 19 თებერვალს, ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გაკეთებული განცხადების თაობაზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-02-2015, 15:47 | პოლიტიკა | ნანახია - 2001

საზოგადოება “ივერია” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ დაგმონ და გააკეთონ განმარტება რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მიერ 19 თებერვალს, ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ გაკეთებული განცხადების თაობაზე.

 

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის დღევანდელი განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, უგულველყოფს საქართველოს სუვერენულ უფლებებს, შეიცავს კოლაბორაციონიზმის ნიშნებს და წინააღმდეგობაშია საქათველოს მოსახლეობის ევრო-ატლანტიკურ არჩევანთან.

 

საზოგადოება “ივერია” ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უმალვე გააუქმოს აბაშიძე-კარასინის ფორმატი, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საზიანოდ, ემსახურება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს და გააგრძელოს მოლაპარაკებები მხოლოდ მრავალმხრივ ფორმატში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია