FB სტატუსი - რევაზ კემულარია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-02-2015, 22:00 | პოლიტიკა | ნანახია - 1500

რევაზ კემულარია

 

გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში, სოხუმში, მეგრული გვარის მატარებელ აფსუა ექიმთან მომიწია ცხარე კამათი. მე და ეს ექიმი ერთად ვმუშაობდით ქალაქის მეორე საავადმყოფოში. მისი თქმით, ჩვენ მეგრელებს, როგორც ცალკე ერს უნდა გვეზრუნა საკუთარ ენაზე, დაგვებეჭდა დედა ენა. მოგვეთხოვა სკოლებში მეგრულ ენაზე სწავლა. თავი დაგვეღწია ქართველების დიქტატურისგან და მხოლოდ ასე შევძლებდით მეგრელების ისტორიის, კულტურის და თვითმყოფადობის შენარჩუნებას. აფსუა ექიმის პირით ვისმენდი დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ, იმპერიული რუსეთის ზრახვებს და მზაკვრულ გეგმებს, რომელმაც ახლახან ისევ იჩინა თავი. როგორც იცით, გალში სულ მალე ეთერში გავა მეგრულ ენაზე ტელე-გადაცემები...

 

ვინმე ბასარიას მიერ დაბეჭდილ და გამოცემულ იქნა ე.წ. მეგრული დედა ენა "ჩქიმი ნანა". რომელიც შორს მიმავალ გეგმებს ისახავს მიზნად და რუსლი აგენტურის მეშვეობით უმიზნებს მეგრული სეპარატიზმის გაღვივებას. ერთ-ერთ ტელე-გადაცემაში, რუსეთისა და პუტინის იდიეოლოგმა, საქართველოს დაუძინებელმა მტერმა დუგინმა ბრძანა: აფხაზებმა და ოსებმა თავი დააღწიეს ქართველების ზედამხედველობას და ისინი თავისუფალი ერები არიან. ახლა კი დადგა მეგრელების ჯერი - ო.

 

დღევანდელი გადასახედიდან უკვე კარგად ვხედავთ, რუსული ოკუპაციის პირობებში, თუ რა ბედი მოელის აფხაზურ ენას, როცა აფხაზეთის სკოლებში უპირატესობა ენიჭება რუსული ენის სწავლებას და აფხაზურ ენას კი, სამომავლოდ სრული გაქრობა ემუქრება. მაშინ რატომ ზრუნავს რუსეთი მეგრული ენის "აღორძინებაზე" და მის "განვითარებაზე"? მიზანი ერთია: დაშალოს და კუთხეებად დაყოს საქართველო... მერე კი იბატონოს.

 

ისტორიის ეს ეტაპი ჩვენ ერთხელ უკვე გავიარეთ, მაგრამ სამეგრელოს საქართველოს არსებობის მანძილზე, არასოდეს მოუთხოვია გამოყოფა დედა სამშობლოსგან. ყოველთვის იყო საქართველოს გაერთიანების, ერთიანობის და დამოუკიდებლობის გარანტი. ტყუილად ნუ ირჯებით მტრებო. ჩვენ მეგრელები დედა სამშობლო საქართველოს ვართ ჩახუტებულები და ვერავინ დაგვაშორებს დედას.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია