საზოგადოება “ივერია”-ს ღია წერილი საქართველოს ხელისუფლებას

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
25-02-2015, 15:43 | პოლიტიკა | ნანახია - 1421

ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა საგრძნობლად უარყოფითი ეფექტი მოახდინა ქვეყნის განვითარებაზე, რაც ხდება საქართველოს ხელისუფლების უკიდურესი არაპროფესიონალიზმისა და უუნარობის გამო.

 

ფაქტია, რომ შიდა და საგარეო პილიტიკური ვითარება შევიდა კრიტიკულ ფაზაში. სამწუხაროდ, ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით ამძიმებენ არსებულ ვითარებას და აბრკოლებენ კრიზისიდან გამოსვლის პერსპექტივებს.

 

საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველოს პოზიციები საერთაშორისო არენაზე საგრძნობლად შესუსტებულია. ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, გაუარესდა ურთიერთობები მოკავშირეებთან, შესუსტდა თანამშრომლობა ეკონომიკურ პარტნიორებთან და საქართველოსთვის აქტუალური საკითხები გაქრა საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგიდან.

 

აღნიშნულის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინებაა, საქართველოს ევროატლანტიკურ სწრაფვასთან და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული პოზიცია, რომელიც გახმოვანდა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის მიერ.

 

ქართული საზოგადოების სახელით, “ივერია” მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას შემდეგი კითხვებით:

 

1. თუ კი აბაშიძე-კარასინის ფორმატი ითვალისწინებს მხოლოდ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის  გაღრმავებას, რატომ საუბრობს ეს პიროვნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამომავლო გეგმებზე, აღნიშნული ფორმატის კონტექსტში?

 

2. რატომ ითხოვს ზ. აბაშიძე რუსეთის დახმარებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სეპარატისტულ რეჟიმებთან ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ?

 

3. ვისგან ღებულობს ზ. აბაშიძე სამოქმედო ინსტრუქციას და შესაბამის უფლებამოსილებას?

 

4. რა არის მოლაპარაკების მიზანი?

 

5. რა დონეზეა ჩართული საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ფორმატში?

 

6. ვინ აგებს პასუხს დაშვებულ შეცდომებზე?

 

იმედს ვიტოვებთ, რომ ხელისუფლება არ დატოვებს უპასუხოდ ქართულ საზოგადოებაში არსებულ ამ შეკითხვებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია