„ოცნებამ“ უვიზო მიმოსვლა გადაგვივადა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-04-2015, 10:41 | პოლიტიკა | ნანახია - 3055

„ოცნებამ“ უვიზო მიმოსვლა გადაგვივადა

 

მამუკა კუდავა

 

უკვე ცხადი ხდება, რომ სამწუხაროდ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტზე ევროკავშირთან ვიზის ლიბერალიზაციას ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ვერ მიიღებს. ეს იმ დეკლარაციის პროექტითაც დასტურდება, რომლის ზოგიერთმა პუნქტმა უცხოეთის პრესაში გაჟონა.

 

„ივერიას“ ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ჟურნალისტის მეშვეობით ხელში ჩაუვარდა ამ დეკლარაციის სრული პროექტი. სტატიის ბოლოს თან ერთვის ამ დეკლარაციის საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწილები, ინგლისურ ენაზე.

 

დეკლარაციის პუნქტები არ გამოირჩევა დიდი ოპტიმიზმით, კერძოდ მნიშვნელოვანი საკითხის - ევროპული პერსპექტივა და ევროკავშირში გაწევრიანება - გარშემო:

 

ევროკავშირი მხოლოდ აღიარებს პარტნიორების (მათ შორის, საქართველოს) უფლებას, შეარჩიონ ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების (იგულისხმება გაწევრიანებაც) ამბიციის დონე. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ თავის მხრივ ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია, თუ როგორ იმოქმედებენ ამ ამბიციების დაკმაყოფილებებისას. ერთი სიტყვით, ამ ეტაპზე ევროკავშირი არანაირ ვალდებულებას არ იღებს საკუთარ თავზე.

 

რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია ევროკავშირის დაღლით გაფართოების გამო, მაგრამ ასევე რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომით შეშფოთებული ზოგიერთი წევრი-ქვეყნის პოზიციით, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კონტექსტში ჯერჯერობით არ ღირს მოსკოვის ზედმეტად გაღიზიანება.

 

ამავე დროს, აღნიშნულ რთულ საკითხთან შედარებით უფრო მეტად შესაძლებელი იყო, რომ სამიტს მიეღო გადაწყვეტილება ვიზის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ მომავალი შესაძლო თარიღის მინიშნებით. როგორც დეკლარაციიდან ჩანს, პროექტში არაფერია თქმული უკრაინისა და საქართველოს მიმართ უვიზო მიმოსვლის საკითხზე პოლიტიკური გადაწყვეტილების თაობაზე. მეტიც, სიტყვაც არ არის ნახსენები შესაძლო სავარაუდო თარიღზეც კი. ამ საკითხზე საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ყურადღება მტკიცედ უნდა გაამახვილოს მისივე პრინციპზე more for more – „მეტი მეტისთვის“ ანუ „მეტი დახმარება მეტი პროგრესისთვის“, რათა ვიზის თემაზე უკრაინის შედარებითი ჩამორჩენის გამო საქართველოც უსამართლოდ არ დაზარალდეს.

 

რასაკვირველია, ამ უარში რუსეთის ფაქტორი კვლავაც აქტუალურია. მაგრამ საკითხავია, თუ რა გააკეთა ოფიციალურმა თბილისმა სამიტის კარგად მოსამზადებლად მინიმუმ 6 თვის განმავლობაში? საქართველოს მთავრობის სათანადო აქტიურობას სავსებით შეეძლო რუსული ნეგატიური ფაქტორის ნეიტრალიზება. ჩვენი შეფასებით, 50% რუსული არგუმენტი - 50% ქართული პოზიციების მხარდამჭერი ბანაკის არგუმენტები. კერძოდ, აუცილებელია შემდეგი მთავარი ელემენტების გათვალისწინება:

 

- სერიოზულ რეფორმებზე ორიენტირება, პოლიტიკური კონფრონტაციისგან და შერჩევითი სამართლისგან თავის შეკავება;

- ქვეყანაში მართვის ეფექტური და ცივილური ფორმების არსებობა, კერძოდ იგულისხმება ნორმალური სამუშაო რეჟიმის აუცილებლობა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის და აგრეთვე არაანგარიშვალდებული ადამიანის ჩარევის გამორიცხვა გადაწყვეტილებების მიღებაში (არ არის საიდუმლო, თუ რამდენად ირონიულად განიხილავენ ამ უკანასკნელს უცხოელი დიპლომატები ევროპაშიც და თბილისშიც);

- დინამიკური ეკონომიკური ზრდის ჩვენება და ლარის გაუფასურების წინააღმდეგ ანტი-კრიზისული პოლიტიკის დროული შემუშავება-განხორციელება;

- საზღვრის კონტროლის ეფექტური სისტემის ქონა (კერძოდ, პანკისის საკითხი); არამავნებლური და არაქსენოფობური სავიზო პოლიტიკის განხორციელება, რამაც ევროკავშირის ბევრი მოქალაქე შეავიწროა - მათ არასაჭირო ბიუროკრატია შეუქმნა (რა თქმა უნდა, ეს კარგად იციან თბილისში აკრედიტებულმა ელჩებმა, რომლებიც პირად საუბრებში აშკარა გაუგებრობას გამოხატავენ).

 

ობიექტური მიზეზების გამო დეკლარაციის პროექტში დიდი ნაწილი ეთმობა უკრაინას და მის ტერიტორიულ მთლიანობას. ამავე დროს, ტექსტში არ არის მკაფიოდ ნახსენები არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არც რუსეთის ოკუპაცია - ლაპარაკია მხოლოდ „ევროკავშირის მხარდაჭერაზე საქართველოში კონფლიქტების მოგვარებაში“. ეს კი „ოცნების“ ხელისუფლების მიერ 2,5 წლის განმავლობაში გატარებული საგარეო პოლიტიკის ლოგიკური შედეგია, რაც პირდაპირ უკავშირდება „არ გავხდეთ განხეთქილების ვაშლი დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობებში“ მიდგომას.

 

ყველა ზემოაღნიშნულ საკითხი უნდა ყოფილიყო „ოცნების კოალიციის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის - მთავრობა, საპარლამენტო უმრავლესობა - პრიორიტეტი ყველა საერთაშორისო არხის მეშვეობით. ერთი უბრალო შეკითხვა კმარა არასაკმარისი ძალისხმევის წარმოსაჩენად: რამდენი მაღალი თუ თუნდაც უფრო დაბალი დონის ვიზიტი - პრემიერი, ვიცე-პრემიერები, მინისტრები, პარლამენტის თავჯდომარე, ვიცე-სპიკერები, რიგითი პარლამენტარები და ა.შ. - განხორციელდა ბოლო 6 თვის განმავლობაში ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის დედაქალაქებში? ძალიან ცოტა. შედეგიც სავალალოა დეკლარაციის პროექტიდან გამომდინარე.

 

არადა, ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყანაში დამკვიდრებული იყო ტრადიცია - ხელისუფლების ყველა დონე და წარმომადგენელი დროის და ქვეყნების დადგენილი გრაფიკის მიხედვით ინაწილებდა ფუნქციებს და ლობირების ობიექტებს ყველა მნიშვნელოვანი სამიტის წინ - ნატოს, ევროკავშირის, გაეროს და სხვა. კოალიციის არაკვალიფიციური ხელისუფლება კარგად უნდა მიხვდეს, რომ საელჩოებისა და რიგითი პროფესიონალი დიპლომატების სათანადო მუშაობა რიგის სამიტის მიერ მნიშვნელოვანი, ისტორიული პოლიტიკური სახის გადაწყვეტილებების მისაღებად არასაკმარისია. აღნიშნული არაკომპეტენტურობისა და არაკოორდინირებულობის კიდევ ბოლო მაგალითი: 29 აპრილს პრემიერმა განაცხადა, რომ რიგის სამიტის თემებზე ელაპარაკა გერმანიის კანცლერს და გზავნის შინაგან საქმეთა მინისტრს ბერლინში, ხოლო იუსტიციის მინისტრს - პარიზში. რატომ არ შეიძლებოდა მსგავსი კონტაქტებისა და ვიზიტების ორგანიზება ადრე და არა მხოლოდ ამ ქვეყნებში? სამიტამდე დარჩენილ 3 კვირაში მდგომარეობის ანუ დეკლარაციის ტექსტის გამოსწორება საკმაოდ ძნელი იქნება.

„ოცნების კოალიციის“ ონ-ჯობ-ტრეინინგი ანუ გამოცდილების მიღება თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ ქვეყანას ძვირად უჯდება. უვიზო მიმოსვლის გადავადება „ოცნების“ ოცნების მხოლოდ ბოლო მაგალითია, არა უკანასკნელი.

 

Draft Joint Declaration of the Eastern Partnership Summit

 

- The Summit participants reaffirm the sovereign right of each partner freely to choose the level of ambition and the goals to which it aspires in its relations with the European Union. It is for the EU and its sovereign partners to decide on how they want to proceed in their relations.

 

- Events in Ukraine have shown that the fundamental principles of sovereignty and territorial integrity cannot be taken for granted in the 21st century on the European continent. The EU remains committed in its support to the territorial integrity, independence and sovereignty of all its partners. Full adherence to all the principles enshrined in the 1975 Helsinki Final Act and 1990 Charter of Paris by all OSCE Participating States is critical to our vision of a free, democratic and indivisible Europe. The participants of the Summit stress that the Eastern Partnership aims at building a common area of shared democracy, prosperity, stability and increased cooperation and is not directed against anyone. In this context, the Summit participants express their willingness to help rebuild trust and confidence on our continent.

 

- The Summit participants strongly support all efforts aimed at de-escalation and a political solution based on respect for Ukraine's independence, sovereignty and territorial integrity. They call on all parties to swiftly and fully implement the Minsk Agreements of September 2014 and the package of measures for their implementation of February 2015, supported by the quadrilateral Declaration of Heads of State and Government, and endorsed by UNSC Resolution 2202 of 17 February 2015. They expect all parties to honour their commitments in this framework. They express their full support for the OSCE through the Special Monitoring Mission and the Trilateral Contact Group. They will also continue to support all diplomatic efforts within the Normandy format. The Summit participants call upon all parties to fully cooperate with the international investigations and criminal proceedings to hold to account those who are responsible for the downing of MH17. The Summit participants do not recognise the illegal annexation of Crimea and Sevastopol by the Russian Federation, which is a violation of international law and a direct challenge to international security.

 

- The Summit participants emphasise the need for the earliest peaceful settlement of the conflicts in the region on the basis of the principles and norms of international law. The resolution of conflicts, building trust and good neighbourly relations are essential to economic and social development and cooperation. The Summit participants welcome the EU's contribution to further promoting stability and multilateral confidence building. They welcome the EU's strengthened role in conflict resolution and confidence building efforts in the framework or in support of existing agreed formats and processes, including through field presence when appropriate. They highlight the importance of renewing constructive engagement on the peaceful settlement of the Transnistrian conflict with respect to the 5+2 settlement talks and of intensifying Chisinau-Tiraspol dialogue in all formats. They reiterate their full support to the mediation efforts by the co-chairs of the Minsk Group on the Nagorno-Karabakh conflict and their commitment to conflict resolution efforts in Georgia, including through the co-chairmanship of the Geneva International Discussions by the EU Special Representative for the South Caucasus and the crisis in Georgia and the deployment of the EU Monitoring Mission in Georgia. Participants stress the important role of the OSCE, as an inclusive organisation, in conflict resolution in the region. The Summit participants also agree to intensify cooperation between the EU and partners in international fora.

 

- The participants of the Summit reviewed and welcomed the significant achievements in the Eastern Partnership since the Vilnius Summit in 2013, notably the signing and provisional application of the Association Agreements (AA) with Georgia, the Republic of Moldova and Ukraine, which constitute a major step in accelerating these partners' political association and economic integration with the EU.

 

- The Summit participants welcome the first steps taken in implementing the AA/DCFTAs. They take positive note of the increase in trade between the EU and Georgia and the Republic of Moldova respectively since the application of the DCFTAs.

 

- The participants of the Summit agree on the further strengthening of multilateral and bilateral security dialogue and practical CSDP cooperation including opportunities for partners' participation in CSDP activities, missions and operations. They commend the speedy entry into force of the Framework Participation Agreement with Georgia. They welcome the contribution by Ukraine to the EU-led Naval Military Operation (EUNAVFOR Atalanta), the contribution by Georgia to the EU Military Operation in Central African Republic (EUFOR RCA) and by the Republic of Moldova to EU Training Mission in Mali (EUTM Mali), as well as further commitments by Georgia and the Republic of Moldova to contribute to EU Military Advisory Mission in Central African Republic (EUMAM RCA) and by Georgia to EUTM Mali. They also appreciate Ukraine's contribution to an EU Battlegroup in 2014 and its interest in continuing such contributions in the future. They also attach high importance to the two EU CSDP missions in partner countries, welcoming the extension of the Monitoring Mission in Georgia for another two years and the deployment of the Advisory Mission in Ukraine.

 

Mobility and people to people

 

-The Summit participants reconfirm that enhanced mobility of citizens in a secure and well-managed environment remains a core objective of the Eastern Partnership. This will facilitate easier and more frequent travel, business and people to people contacts. They welcome the fact that the visa free regime for citizens from the Republic of Moldova holding a biometric passport, in place since April 2014, has been operating effectively facilitating travel, business and people to people contacts. They look forward to completion by Ukraine and Georgia of the implementation of the 2nd phase of their Visa Liberalization Action Plans once all required reforms are implemented and all benchmarks are fulfilled.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია