საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერიის“ განცხადება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე ზეწოლის შესახებ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
3-05-2015, 22:00 | კომენტარები | ნანახია - 1418

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” გამოხატავს აღშფოთებას განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიმართ ბოლო პერიოდში განხორციელებული ზეწოლის გამო.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი წარმოადგენს საქართველოს კულტურის ერთერთ ყველაზე მდიდარ საცავს. ცენტრში არსებული სიძველეების ჯეროვნად მოვლა და კონსერვაცია ქვეყნის კულტურის პოლიტიკის პრიორიტეტია. ამდენად, დაუშვებელია საქართველოს ეროვნული საგანძურის რომელიმე ექსპონატის გადაცემა ან გასხვისება, როგორც ეს ლაილაშის X საუკუნის ებრაულენოვანი ბიბლიის გადაცემის მცდელობაში იკვეთება დავით ბააზოვის საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმისათვის და დიდი ალბათობით სხვა სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის გასხვისება აკრძალულია და ისჯება კანონით.

 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აუცილებელია მისთვის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ახალი შენობის პროექტის დაგეგმვა და ამ პროცესში ცენტრის, დარგის ექსპერტებისა და ფართო საზოგადოების აქტიური მონაწილეობა. თუ საქართველოს მთავრობა აპირებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის ახალი შენობის აგებას, მაშინ აბსოლუტურად გაუგებარია მისთვის „დრეობითი თავშესაფრის” შეთავაზება. თუ მთავრობის მხრიდან არგუმენტირებული დასაბუთება არ ექნება ხელნაწერთა ცენტრის სხვა სივრცეში დროებით გადატანის ინიციატივას, ლოგიკურია იმის ფიქრი, რომ მთავრობის ინტერესებშია ისტორიული შენობის სასწრაფო გათავისუფლება მისი შემდგომი გასხვისების მიზნით.

 

ასევე ყურადღებას იმსახურებს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სავალალო მდგომარეობაც, რომლის გამოსწორებაც ხელისუფლების უშუალო ვალდებულებაა.

 

საყდრისის ოქროს მაღაროს ინციდენტის გათვალისწინებით, რომელიც ერთი უწყების გადაწყვეტილებით შეეწირა ბიზნეს ინტერესებს, მიზანშეწონილია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელება საქართველოს მთავრობის ან პარლამენტის მიერ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნაცვლად.

 

კიდევ ერთი ეროვნული საგანძურის დაკარგვის თავიდან აცილების მიზნით, საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია“ მოუწოდებს საზოგადოებას აქტიურად დაუჭიროს მხარი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, ხელისუფლებისგან კი მოითხოვს ეროვნული მნიშვნელობის დაწესებულების პრობლემების დროულ მოგვარებას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია