ინტერვიუ გიგი კუბლაშვილთან

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
15-05-2015, 16:03 | კომენტარები | ნანახია - 2491

ინტერვიუ გიგი კუბლაშვილთან

 

საქართველოში არცერთი ორგანო (სტრუქტურა) არ არის დაკავებული იმ კვლევით, თუ რომელ სფეროში არის საჭირო კადრები და რა უნარჩვევები სჭირდება ადამიანს, რომ ის შრომის ბაზარზე იყოს მოთხოვნადი კადრი. ეს კი გახლავთ ქვეყანაში ყველაზე გავრცელებული პრობლემის, უმუშევრობის ერთ-ერთი შემქმნელი ფაქტორი.

 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთავარი მიზანი გახლავთ როგორც სტუდენტებისათვის ხარისხიანი განათლების მიწოდება, აგრეთვე მათთვის დასაქმების ხელშეწყობა. ჩვენ ვიწყებთ კვლევას, რომელიც დაეხმარება აბიტურიენტსა თუ სტუდენტს განსაზღვროს საკუთარი მომავალის წორი სასწავლო მიმართულების არჩევით. ჩვენი კვლევა მოიცავს გასაუბრებას საქართველოში განსხვავებული სფეროს წამყვან პირებთან, რომლებიც ისაუბრებენ საკუთარ პროფესიაზე, მის მნიშვნელობაზე საზოგადოებასა და ქვეყნესთვის, ასევე იმ უნარჩვევებზე, რომლებიც არის საჭირო და სფეროებზე, სადაც აღნიშნული პროფესიის გამოყენების შესაძლებლობა და აუცილებლობა ისახება.

 

ჩვენი რესპოდენტი გახლავთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, გიგი კუბლაშვილი. ბატონო გიგი გახლდათ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთისა და ტაჯიკეთის რესპუბლიკებში. მან ისაუბრა აღნიშნული პროფესიის შესახებ და გაგვიზიარა საკუთარი გამოცილება:

 

„საქართველო საჭიროებს დიპლომატებს, ოღონდ მაღალი კლასის დიპლომატებს. ჩვენს ქვეყანას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ინტელექტისა და განათლების თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს ისეთი პროფესიონალების მომზადება ყველა სფეროში, განსაკუთრებით დიპლომატიაში, რომლებიც რეალურ შედეგს დადებენ ქვეყნის განვითარების საქმეში. ამას სჭირდება ძალიან დიდი შრომა, ცოდნა, განათლება და გარკვეულ წილად ნიშან-თვისებებიც, ვინაიდან ეს საქმე ვერ იტანს შეცდომებს, არ უყვარს უზუსტობა. სირთულის თვალსაზრისით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ აღნიშნული პროფესია ძალიან მარტივია, თუმცა რეალურად, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. დიპლომატია ეს არის რთული რუტინული შრომა.

 

იმ ცოდნას, რომელსაც სტუდენტები იღებენ ჩვენს უნივერსიტეტში, ჩვენს ფაკულტეტზე, მომავალში გამოიყენებენ ყველა სფეროში - კონკრეტულად ჩვენი კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს დიპლომატიური ეტიკეტის, პროტოკოლის, მოლაპარაკებების წარმოებისა და შედეგის მიღწევის ასპექტებს. დღევანდელი კონკურენციის პირობებში, როდესაც გინდა მიაღწიო დასახულ მიზანს, ერთი თავით მაღლა უნდა იდგე შენს კონკურენტებზე. ეს შეეხება ინდივიდებს და რასაკვირველია ქვეყნებს.

 

ჩემს სტუდენტებს აუცილებლად ვურჩევდი გაყვნენ დიპლომატის პროფესიას, ვინაიდან ეს არის ძალიან საინტერესო სფერო, ადამიანებთან ურთიერთობა, უცხო ენების შესწავლა, პოლიტიკა. ეს არის თვითგამოვლენის საშუალება, თუმცა ძალიან რთული და შრომატევადი.

 

საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე აუცილებლად უნდა გაგიმხილოთ, რომ არ არსებობს იმაზე დიდი პატივი და ამავე დროს პასუხისმგებლობა, როდესაც შენ გაქვს საშუალება უცხოეთში წარმოადგენდე შენს ქვეყანას. ძალიან ამაღელვებელია, როდესაც უცხოეთში გადაადგილდები ავტომობილით, რომელსაც შენი ქვეყნის დროშა ამშვენებს.

 

და ბოლოს არ შემიძლია რამოდენიმე სიტყვა არ ვთქვა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ, ჩვენი უნივერსიტეტი მართლაც დასავლური ტიპის სასწავლო დაწესებულებაა, სადაც ახალგაზრდებს აქვთ საშუალება მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ. რაც ერთმნიშვნელოვნად უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის დამსახურებაა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია