კიბერ შეტევა www.iveria.biz -ზე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-09-2013, 21:39 | კომენტარები | ნანახია - 1497

კიბერ შეტევა www.iveria.biz -ზეგიორგი მშვენიერაძე

 

ოთხშაბათს, 11 სექტემბერს,  22:30  საათზე  www.iveria.biz-ზე განხორციელდა მასობრივი კიბერ შეტევა, რის შედეგადაც საიტის მუშაობა 2 საათით შეწყდა. www.iveria.biz-ის სერვერი აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში, კომპანია www.hostgattor.com-შია განთავსებული. იქიდან ტექნიკურმა ოპერატორმა გვაცნობა, რომ სერვერი პროცესებით გადაიტვირთა. მის მიერვე ჩატარებული ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ საიტის MySQL მონაცემითა ბაზაზე იყო ბევრი  არასანქცირებული ჩართვის მცდელობა.  თუმცა, ოპერატორმა საჭიროდ არ ჩათვალა რადიკალური ზომების მიღება და უბრალოდ გააუქმა ზედმეტი პროცესები, რის შემდეგაც საიტი ხელმისაწვდომი გახდა.

ხუთშაბათს, 12 სექტემბერს, 00:25 საათზე საიტის მუშაობა კვლავ შეფერხდა, მალე კი საერთოდ გამოვიდა მწყობრიდან. როგორც ჰიუსტონელმა ოპერატორებმა მაცნობეს, სერვერის კონტროლ პანელის მონიტორებზე რაიმე პრობლემა არ შეინიშნებოდა. ჩატარებული ანალიზით კი გაირკვა, რომ მონიტორის პარამეტრები უბრალოდ გაყინული იყო და არ აჩვენებდა რეალურ სიტუაციას. შედეგად  სერვერის ფიზიკურად შემოწმების საჭიროება გაჩნდა.  შემოწმების შედეგებმა ოპერატორები გააკვირვა. როგორც მათ გვითხრეს, სერვერის მდგომარეობამ კრიტიკულ მასას მიაღწია. ”ჩვენ არ ვიცით, რამ გამოიწვია ეს, მსგავსი შემთხვევა ჯერ არ ყოფილა. ბოდიშს გიხდით და ამავე დროს დიდ მადლობას, რომ გვაცნობეთ ამ პრობლემის შესახებ. გამოძახებული სპეცჯგუფი უახლოეს ხანში ჩაატარებს სერვერის გლობალურ რემონტს,” – გვაცნობეს ჰიუსტონიდან.

სერვერის რემონტს 19 საათი დასჭირდა, რის გამოც ჩვენ იძულებულნი გავხდით სარეზერვო რესურსი გამოგვეყენებინა.  ხუთშაბათს, 12 სექტემბერს, 16:45 საათზე  www.iveria.biz- ი ისევ გავიდა Online რეჟიმში.

 

დეტალები:

www.hostgattor.com-ის კლიენტზე გამოყოფილი PHP პროცესების კვოტა 25-ია, ამ შემთხვევაში კი პროცესების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და 53-ს მიაღწია;

MySQL - მონაცემთა ბაზაზე არასანქცირებული ჩართვის მცდელობამ  57-ს გადააჭარბა.

საიტის დაცვის სისტემით დაფიქსირებული და ამავე დროს ბლოკირებული იყო 122 Prxy სერვერი.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია