The Manhattan Transfer

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-05-2015, 09:47 | კულტურა | ნანახია - 2723

The Manhattan Transfer

 

გიგი კუბლაშვილი

 

მიმდინარე წლის 12 მაისს თბილისს, რამდენიმე წლიანი განშორების შემდეგ ლეგენდარული ჯაზ-კვარტეტი ,,მანჰეტენ ტრანსფერი“ ეწვია. მეც და ბევრი ჩემი თაობის და არამარტო ოთხმოციანელებისათვის ეს ჯგუფი მუსიკალური გემოვნების და მაღალი სტანდარტის ხელოვნების სიმბოლოა.

 

საინტერესოა ჯგუფის ჩამოყალიბებისა და აღმასვლის ისტორია. ყველაფერი კი ესე დაიწყო: 1969 წელს ხუთმა ჯაზ-ვოკალისტმა მათ შორის ტიმ ჰაუზერმა, ჯინ პისტილმა, ერინ დიკინსმა, მარტი ნელსონმა და პეტ როსალიამ ,,კაპიტოლ რეკორდს“- თან შეთანხმების საფუძველზე ჩაწერეს ალბომი სახელწოდებით ,,Jukin” ამ დროს ჯგუფის სახელი პირველად დაფიქსირდა როგორც ,,მანჰეტენ ტრანსფერი“. აღნიშნული დისკი მოგვიანებით 70-იან წლებში გამოვიდა. მაშინ როდესაც ჯგუფის წევრები ინდივიდუალური სოლო გამოსვლებით იყვნენ დაკავებული.

The Manhattan Transfer

1972 წელს ტიმ ჰაუზერი, რომელიც იმ დროს დამატებითი შემოსავლისათვის ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ახალგაზრდა, კაფეში მიმტანად მომუშავე გოგონა დაემგზავრა, რომელიც როგორც აღმოჩნდა ბავშვობიდან ჯაზის მომღერლის კარიერაზე ოცნებობდა. გოგონას ლორელ მასე ერქვა.

 

რამოდენიმე დღის შემდეგ ჰაუზერმა ერთ-ერთ წვეულებაზე ჯენის სიგელი გაიცნო, სამეულმა გადაწყვიტა დაეწყო გამოსვლები ,,მანჰეტენ ტრანსფერის“ სახელწოდებით, თუმცა აუცილებელი იყო მეოთხე - მამაკაცის ხმა, რაც ასევე სწრაფად მოგვარდა. ჰაუზერმა იპოვა ახალგაზრდა ნიჭიერი ვოკალისტი ალან პოლი. ამრიგად ჯგუფის მეორე სიცოცხლის დაწყების თარიღად 1972 წლის 1 ოქტომბერი ითვლება.

 

თავიდან ჯგუფი რესტორნებსა და კლუბებში გამოდიოდა, თუმცა 1975 წელს მას შემდეგ რაც გაფორმდა კონტრაქტი „Atlantic Records“-თან და გამოვიდა ახალი დისკი სახელწოდებით “The Manhattan Transfer”, ჯგუფის პოპულარობა ნელ-ნელა გაიზარდა, იმ პერიოდის ჰიტებიa ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა ,,Candy“ ,,Gloria“ და სხვა.

 

1979 წელს ჯგუფის ისტორიაში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა ჯგუფის ერთე-რთმა დამფუძნებელმა და ვოკალისტმა ლორელ მასემ ჯანმრთელობის გართულების გამო დატოვა ჯგუფი, მისი ადგილი ლოს-ანჯელესელმა ასევე რესტორნის მიმტანმა შერილ ბენტაინმა დაიკავა. ამ შემადგენლობით გავხსოვს და დღემდე გვიყვარს მანჰეტენი.

 

2014 წელს ჯგუფის ისტორიაში ერთ-ერთი რთული მომენტი დადგა, გარდაიცვალა მანჰეტენ ტრანსფერის ერთ-ერთი ფუძემდებელი ტიმ ჰაუზერი, რაც მართლაც დიდი დარტყმა იყო ჯგუფის ყველა წევრისათვის, ამის შესახებ მათ თბილისში კონცერტის დროსაც ისაუბრეს. იგი ჩაანაცვლა ტრისტ კურლესმა.

 

თავისი ისტორიის მანძილზე ჯგუფი თანამშრომლობდა ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც იყვნენ და არიან მაიკლ ბრეკერი, ჯო ზავინული და მასთან ერთად ჩაწერილი უკვდავი კომპოზიცია ,,Birdland“ -ი. ამ კომპოზიციამ მოუტანა პირველი გრემი მანჰეტენ ტრანსფერს. სტივ ვანდერი, ქვინსი ჯონსი, ბობი მაკფერინი, ჩიკ კორეა, ჟილბერტუ ჟილომი და ათობით სხვა მუსიკოსი.

 

ჯგუფი ათობით მუსიკალური ჯილდოს მფლობელია.მანჰეტენ ტრანსფერი ასრულებს ნებისმიერი სირთულის კომპოზიციას ისეთი ოსტატობითა და აკადემიურობით რომ შეუძლებელია არ აღფრთოვანდე იმ ფანტასტიური შესაძლებლობებით, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ.

 

წლების მიუხედავად, ჯგუფი 43 წელია სცენაზეა, მათი ხმები არ გახუნდა.

 

და ბოლოს მადლობა ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ხელმძღვანელობას და თბილისის სიმფონიურ ორკესტრს, რომელმაც ძალიან კარგად გაართვა თავი ახალ ამპლუას და ,,მანჰეტენ ტრანსფერ“ - თან ერთად დაუვიწყარი დღესასწაული მოუწყო ქართველ მსმენელს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია