საზოგადოებრივი მოძრაობა ,,ივერიის“ კომენტარი საქართველოს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-05-2015, 12:17 | კომენტარები | ნანახია - 3205

მეგობრებო, მ.წ. 17 ივნისიდან საქართველო ე.წ. ციფრულ მაუწყებლობაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის 90% ვეღარ მიიღებს სატელევიზიო სიგნალს, თუ 40-50 ლარად არ შეიძენს სპეციალურ გადამყვან მოწყობილობას.

 

ხელისუფლებას დაავიწყდა უხვად გაცემული სხვა დაპირებების შესრულება, მაგრამ არა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის ვალდებულება, რომელიც ალბათ შესაძლებელი იყო, ამ ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე გადადებულიყო ან ეტაპობრივად განხორციელებულიყო. მოხდა პირიქით - აჩქარებული ტემპებით შეიქმნა შესაბამისი სტრუქურა, რომელმაც იმის ნაცვლად, რომ ზუსტად დაეგეგმა და დაემუშავებინა ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის მოქალაქეებისთვის შედარებით უმტკივნეულო ფორმა, გამოაცხადა გადამყავანი მოწყობილობის ფასები და გაფრთხილება, რომ უახლოეს მომავალში სატელევიზიო გადაცემების ტრანსლირება დღევანდელ რეჟიმში აღარ განხორციელდება. მაგალითისთვის აღსანიშნავია, რომ ისეთმა ქვეყანამ როგორიც ფინეთია, რამდენიმე წლით გადადო ციფრულ მაუწყებლობაზე სრულად გადასვლა და პარალელურად -ანალოგურ ე.წ. (მეტრულ) და ციფრულ რეჟიმებში - ახორციელებდა სატელევიზიო მაუწყებლობას.

 

ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის ტექნოლოგიური პროგრესის წინააღმდეგი, ციფრული მაუწყებლობა საჭირო და ცალსახად კარგია, მაგრამ იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებამ პარაქტიკულად ვერცერთი დაპირება ვერ შეასრულა, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უფრო გააღარიბა და მოქალაქეები უკიდურესი გაჭირვების ზღვარზე მიიყვანა, ევროპული კავშირის წინაშე აღებული ვალდებულების დაჩქარებულად შესრულება, კიდევ უფრო დააზარალებს თითოეულ მოქალაქეს. მოქალაქეთა ის ნაწილი კი, რომელიც ვერ შეძლებს სპეციალური მოწყობილობის შეძენას, დარჩება სატელევიზიო მაუწყებლობის გარეშე.

 

მოვითხოვთ, ხელისუფლებამ გაითვალისწინოს მოქალაქეთა უკიდურესი სიდუხჭრე, ან დააფინანსოს თითოეული ოჯახისათვის უფასო გადამყვანი მოწყობილობის გადაცემა, ან უკიდურეს შემთხვევაში, შეინარჩუნოს მაუწყებლობის პარალელური-ანალოგური და ციფრული რეჟიმი, ხოლო მოქალაქეებისთვის შემუშავდეს გადამყვანი მოწყობილობის გადაცემის შეღავათიანი პირობები.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია