ინტელექტუალური სავარჯიშოები საქართველოს მთავრობისთვის. იცით თუ არა, რომ...?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
8-07-2015, 22:05 | ეკონომიკა | ნანახია - 2302

ინტელექტუალური სავარჯიშოები საქართველოს მთავრობისთვის. იცით თუ არა, რომ...?

 

დავით ნებიერიძე

 

- საქართველოს ეროვნული ვალიუტის კურსის ვარდნაზე გადამწყვეტ ზეგავლენას ახდენს უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის ზრდა. მოთხოვნა, კი წარმოიშობა სამომხმარებლო და ფინანსური ბაზრების კონიუნქტურიდან გამომდინარე. ასეთ მოთხოვნას და საბაზრო კონიუნქტურას აყალიბებს რამოდენიმე ძირითადი ფაქტორი:

 

1. სამომხმარებლო ბაზარზე იმპორტული საქონლის წილი გაცილებით აღემატება ადგილობრივი წარმოების საქონლის წილს. რაც აუცილებელს ხდის იმპორტული საქონლის შესაძენად სავალუტო რესურსების მობილიზებას და მის გადინებას ქვეყნის ეკონომიკური სივრციდან.

 

2. იმპორტ-ექსპორტის ბალანსში ძალიან დიდი უარყოფითი სალდო:

 

ინტელექტუალური სავარჯიშოები საქართველოს მთავრობისთვის. იცით თუ არა, რომ...?

 

3. ეროვნული ვალიუტისადმი ნდობის ვარდნის ფონზე იზრდება უცხოური ვალუტის(ძირითადად აშშ დოლარის), როგორც სარეზერვო აქტივის მნიშვნელობა. რაზეც მეტყველებს თუნდაც მოსახლეობის სავალუტო დეპოზიტების მოცულობის ზრდა, ლარში გახსნილ დეპოზიტების მოცულობასთან შედარებით. ანუ, მოსახლეობა საკუთარ დანაზოგებს ძირითადად ინახავს უცხოურ ვალუტაში. რაც თავის მხრივ ზრდის მოთხოვნას მასზე. მითუმეტეს მძიმდება სურათი, თუ მოსახლეობას დეპოზიტები გააქვს უცხოურ ბანკებში და საქართველოს ეკონომიკური სივრცის გარეთ. რისი ძირითადი კატალიზატორი არის ეროვნული საბანკო სისტემისა და ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის დაქვეითება. ამ ფაქტორებს კი განსაკუთრებით აძლიერებთ თქვენ, ბატონო მეჭიაურო! დაასუსტებთ ეროვნულ ბანკს - დასუსტდება მთლიანად საბანკო სეგმენტი!

  

 

ინტელექტუალური სავარჯიშოები საქართველოს მთავრობისთვის. იცით თუ არა, რომ...?

   

ინტელექტუალური სავარჯიშოები საქართველოს მთავრობისთვის. იცით თუ არა, რომ...?

 

 

4. სახელმწიფო ვალების მომსახურეობის ხარჯები, რომლებიც წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება ბიუჯეტის დეფიციტის შევსების მიზნით აღებული ვალების ხარჯზე. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ეკონომიკური და ფინანსური რისკების ზრდის ფონზე იზრდება ამ ვალების საპროცენტო განაკვეთიც. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ვალები უცხოურ ვალუტაშია აღებული, ლარის დევალვაციის გამო განსაკუთრებით იზრდება ვალების მომსახურების საბიუჯეტო ტვირთი.

 

 

ინტელექტუალური სავარჯიშოები საქართველოს მთავრობისთვის. იცით თუ არა, რომ...?

 

 

5. უაღრესად მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინების წარმატებული დინამიკა. ანუ, ინვესტიციები შემოდის უცხოურ ვალუტაში რაც დადებითად მოქმედებს ეროვნული ვალუტის სიმყარეზე. რამე, თუ ზრდის მოთხოვნას ლარზე და ანვითარებს ეროვნულ წარმოებას. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, 2015 წლის პირველ ნახევარში შეპირებული საინვეტიციო ბუმის ნაცვლად აღინიშნება ამ პარამეტრის კატასტროფული ვარდნა. რაზეც განსაკუთრებით მოქმედებს საინვესტიციო კლიმატის გაუარესება საქართველოში, მაკროეკონომიკური რისკების ზრდის ფონზე. ამ ცოდვებში კი მთავარი მოქმედი პირები არიან ბატონი ხადური და ბატონი მეჭიაური. თუმცა, ბოროტების სათავე მაინც მთავრობის ერთიანი მუშაობის შედეგშია და მათი არაკომპეტენტურობისა და ზოგადი ხედვების სიბეცეშია.

 

ინტელექტუალური სავარჯიშოები საქართველოს მთავრობისთვის. იცით თუ არა, რომ...?

 

 

იცით, თუ არა ბატონო პრემიერ მინისტრო, რომ თქვენივე სტატისტიკის მიხედვით იმპორტირებულ საქონელში ყველაზე დიდი მოცულობა, 9%-ი სამკურნალო საშუალებებზე მოდის?

 

 

ინტელექტუალური სავარჯიშოები საქართველოს მთავრობისთვის. იცით თუ არა, რომ...?

 

 

კვების პროდუქტები, მათ შორის სოფლის მეურნეობის პროდუქტების წილი იმპორტში პირველ ხუთეულშიც კი არ შედის. ამიტომ, ეკონომიკის დარგების სტიმულირებაზე როდესაც მსჯელობთ ამ ელემენტარულ მოცემულობას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება! მსჯელობაშიც და მოქმედებებშიც თანმიმდევრულობა და ადექვატურობა გმართებთ. როდესაც აცხადებთ, რომ სავალუტო სტაბილურობისათვის აუცილებელია ადგილობრივი წარმოების განვითარება და ხელშეწყობაო... ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მემგონი პირველხარისხოვანი აქცენტები ზუსტად სამკურნალო საშუალებების წარმოებაზე უნდა გაგეკეთებინათ და სოფლის მეურნეობის “ბოსტანიზაციაში” გადაყრილი ასობით მილიონი პირველ რიგში წარმოების ამ სეგმენტში უნდა მიგემართათ. მემგონი ლოგიკურია, რომ ამ გზით ვალუტის გადინების ყველაზე დიდ წყაროს ამოქოლავდით. მითუმეტეს, რომ ფარმაცევტული კომპანიების ფინანსური სიძლიერიდან გამომდინარე, არც თუ ისე დიდი სახელმწიფო რესურსების მიმართვა დაგჭირდებოდათ ამ საკითხის მოსაგვარებლად!

 

იმპორტში 8%-იანი მაჩვენებლით მეორე ადგილზეა ნავთობპროდუქტების მოცულობა. რა თქმა უნდა საქართველოს ძალიან მწირი მარაგები აქვს ნავთობის და გაზის. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია აღნიშნული ენერგორესურსების ტრანზიტიდან მიღებული წილიც. მაგრამ, ამ მოცემულობის საპირწონედ და ქვეყნის გეოპოლიტიკური და სატრანსპორტო ფუნქციებიდან გამომდინარე ფრიად სტრატეგიულ მნიშვნელიბას იძენს მსხვილი ნავთობ გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა. რამე, თუ ამ სეგმენტში ძალიან მაღალია დამატებული ღირებულების წილი. რაც ლოგიკურად დააბალანსებდა გადენილი სავალუტო რესურსების მოცულობას. განსაკუთრებულ მომხიბვლელობას ეს მიმართულება იძენს ანაკლიის პორტის მშენებლობის კონტექსტში. ამ სატრანსპორტო კვანძის სტრატეგიულად გამოყენების კიდევ ერთი მაკროეკონომიკური მნიშვნელობის პროექტი იქნებოდა გაზსადენიდან მიღებული გაზის გადამუშავება და თხევადი გაზის საექსპორტოდ წარმოება. ნუ გეშინიათ მსხვილი პროექტების ბატონებო. იაზროვნედ მასშტაბურად და ეკონომიკაშიც მიაღწევთ მასშტაბურ ცვლილებებს. მაგრამ, სადა გაქვთ თქვენ ამის უნარი ან ინსტრუმენტები, როდესაც რიგითი სამინისტროს დამლაგებლის ყოველდღიური საქმიანობაც კი ”სოლოლაკის მბრძანებელთან” გაქვთ შესათანხმებელი..! ისწავლეთ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, ისწავლეთ..! თანაინვესტირების ფონდს კი ასანთებისა და აქანდაზების წარმოებას ნუ კი შეაკლავთ (მთავრობის ეკონომიკური მიღწევების შესახებ ამასწინანდელ მოხსენებაში პრემიერმინისტრმა განსაკუთრებით გამოყო ადგილობრივი ასანთების წარმოების სტრატეგიული მნიშვნელობა). არამედ, მასშტაბურ მაკროეკონომიკურ პროექტებს მოახმარეთ! თორემ, თუ ნიკიტა ხრუშოვი ისტორიას სიმინდის მბრძანებლად შერჩა, თქვენ ბატონო პრემიერო ასანთების ნათლიმამად შერჩებით.

 

იცით თუ არა ბატონებო, რომ დღევანდელი მთავრობის მაკროეკონომიკური ხედვები და პოლიტიკური პოპულიზმი ძალიან ახლოს დგას ციპრასის ანალოგიურ ხედვებთან?! შეცვალეთ ფინანსთა მინისტრი სანამ დროა, თორემ მის მიერ ფურცელზე შექმნილი ვირტუალური კეთილდღეობის მსხვერპლი გახდებით ძალიან მალე თქვენც და საქართველოს ეკონომიკაც! ”ბაკულას ღორებისა” არ იყოს, ვიღამ უნდა შეგიძახოთ და შეგაშინოთ, რომ რეალურად შეამციროთ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი? მსოფლიოში აღარ დარჩა ავტორიტეტული ფინანსური ინსტიტუტი და საერთაშორისო ექსპერტი ვისაც არ ერჩიოს თქვენთვის ამ გზით წასვლა. ხომ ხედავთ, რომ გაგექცათ სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი და დაანებეთ ამ ხვრელის სახელმწიფო ვალებით ამოვსებას თავი. თორემ, საბერძნეთი მოგვენატრება და ივანიშვილის პირადი ქონებაც აღარ ეყოფა სიტუაციის გამოსწორებას. ხომ იყო მიღწეული კონსესუსი, რომ ”სახელმწიფო ვალის მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს ”მშპ”-ს 40%-სო..”!? უკვე მნიშვნელოვნად გადააჭარბეთ ამ მონაცემს და ამის დამალვას ხადურიც კი ვეღარ ახერხებს! გარდა ამისა, გასათვალისწინებელია სახელმწიფო საწარმოების მიერ დაგროვილი უცხოური კრედიტებიც, რომლებიც ამ საწარმოთა წამგებიანობის გამო სახელმწიფო ბიუჯეტიდანაა დასაფარი. რასაც თქვენი ფინანსთა მინისტრი სტატისტიკის არგაფუჭების მიზნით, მიზანმიმართულად არ ასახავს ადექვატურად სახელმწიფო ვალდებულებებში.

 

იცით, თუ არა ბატონო პრემიერო, რომ პრივატიზაციის აქტიური ფაზის განახლება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ამოსავსებად კი არა, ეკონომიკური ზრდისთვის უნდა გამოიყენოთ. შეამცირეთ სოციალური ხარჯები და გაემიჯნეთ ციპრასის იდეოლოგიას! ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ეკონომიკის სამინისტროს შენობების გარდა არც ერთი ღირებული ობიექტი არ გაგიყიდიათ ამ სამი წლის მანძილზე. რა იყოთ, რა ხდება..? თქვენთვის ხომ არ ინახავთ ყველაზე მსუყე ნაჭრებს? ქვეყანაზე იფიქრეთ ბატონო პრემიერო, ქვეყანაზე!

 

იცით, თუ არა ბატონო პრემიერო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მარტო თანხობრივი შემცირება კი არა, ხარისხობრივი გაუმჯობესება გმართებთ. თქვენ კი თანხები მხოლოდ ერთი ჯიბიდან მეორეში გადაგაქვთ. თითქოს სტატისტიკური მონაცემები იყოს თქვენი თვითმიზანი და არა ეკონომიკის რეალური გაჯანსაღება. იცით, თუ არა ბატონო პრემიერო, რომ თქვენს მენეჯმენტში აქილევსის ქუსლი ბიუჯეტის სოციალური ვალდებულებების უსაშველოდ დიდი ტვირთია?! სანამ სეზონური ფაქტორი ეკონომიკის სასარგებლოდ მუშაობს და ფინანსურ-ეკონომიკური დროებითი სტაბილურობა ტურიზმის ფაქტორზეა ჩამოკიდებული, კიდევ გაქვთ დრო, რომ გონს მოეგოთ და ფუნდამენტალური ცვლილებები შეიტანოთ მაკროეკონომიკურ მენეჯმენტში. თორემ, ოქტომბრის მეორე ნახევრიდან მთავრობა ცუნცვანგის მდგომარეობაში აღმოჩნდება და თქვენი ნებისმიერი სვლა მხოლოდ დაამძიმებს, როგორც თქვენი პოლიტიკური გუნდის პოზიციებს, ასევე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია