საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია”-ს მხარდასაჭერი განცხადება რუსთავი2-ს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-08-2015, 20:17 | პოლიტიკა | ნანახია - 1244

უახლოეს ისტორიაში მრავლად გვაქვს ხელისუფლებების მიერ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობები, რაც საზოგადოებასთან დაპირისპირების შედეგად ხელისუფლებისთვის ფატალური, ხოლო სიტყვის თავისუფლებისთვის ცალსახა გამარჯვებით მთავრდება. საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერია“ მოუწოდებს საქართველოს მმართველ პოლიტიკურ გუნდს, ხელი აიღოს ქვეყნისათვის წამგებიან და საკუთარი თავისთვის სუიციდალურ განზრახვაზე.

 

ის საზოგადოება, რომელიც არ იცავს და თმობს სიტყვის თავისუფლებას, ნებაყოფლობით უარს ამბობს ყველა დანარჩენ სამოქალაქო თავისუფლებაზეც, რადგანაც მათი რეალიზაცია შეუძლებელია სიტყვისა და გამოხატვის უზრუნველყოფილი გარემოს გარეშე.

 

ივერია სრულ თანადგომას უცხადებს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ს. გამოვთქვამთ მზადყოფნას დავეხმაროთ რუსთავი2-ის ჟურნალისტებსა და თანამშრომლებს სრულფასოვანი მუშაობის პირობების შენარჩუნებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია