მილიონი ხე, ახალი ინფრასტრუქუტრა, სოციალური მხარდაჭერა, განტვირთული მოძრაობა, მოწესრიგებული მშენებლობები და გამჭვირვალე უკორუფციო გარემო...

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
16-09-2015, 09:11 | პოლიტიკა | ნანახია - 1632

მილიონი ხე, ახალი ინფრასტრუქუტრა, სოციალური მხარდაჭერა, განტვირთული მოძრაობა, მოწესრიგებული მშენებლობები  და გამჭვირვალე უკორუფციო გარემო...

 

გიგი კუბლაშვილი

 

რა ლამაზად ჟღერს არა მეგობრებო? ეს ჩემი დაპირება არ გეგონოთ, ეს ჩვენი დღევანდელი მერ დ.ნარმანიას წინასაარჩევნო ზღაპრებია, რომლებითაც თბილისელები გაგვაბითურა.

 

ისე ეტყობა შთამგონებელსაც კი აჯობა, რადგან ფანტაზიას და ოცნებას ზღვარი არა აქვს, ამანაც მიუშვა რა.

 

დოკუმენტურად რომ მივყვეთ ყველაფერს, ესეთ სურათს მივიღებთ: ყველაფერს რასაც დაგვპირდა მერ დ.ნარმანია ყველაფერი შეასრულა, მაგრამ საპირისპიროდ. გახსოვთ როგოც ცნობილ რომანშია? ,,იგივე ასინეთა, იგივე მაგრამ უკუღმა “ ... აი რაც შეგვრჩა ხელში.

 

მას შემდგომ, რაც ყველა თბილისელი ოჯახისათვის უმნიშვნელოვანესი საკითხი - ზამთრის პერიოდში ას ლარიანი ენერგო ვაუჩერი დაასამარა ოცნების ახლაგზრდა ლიდერმა - მერ დ. ნარმანიამ, ჩემთვის გავიფიქრე არაუშავს, ალბათ თბილისის ინფრასტრუქტურას და საავტომობილო საცობებს მაინც მიხედავს თქო, მაგრამ აი ბატონო დაიწყო სექტემბერი და ვაი.

 

სექტემბრის პირველ რიცხვებში კიდევ ასატანი იყო მოძრაობა დედაქალაქში, მაგრამ სწავლის დაწყება და სატრანსპორტო კოლაფსი სახეზეა ყველა მიმართულებით. რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ?

 

რასაკვირველია ამაზე გამზადებული პასუხი არ არსებობს, მაგრამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ზოგიერთი ქმედებები მერიის მხრიდან ამ ეტაპზეც შესაძლებელია, რაც შედეგად მოგვცემს, როგორც მინიმუმ მდგომარეობის ოდნავ შემსუბუქებას, თუ ნებას მომცემთ, მოკლედ გაგიზიარებთ იმ მოსაზრებებს, რომლებიც არახალია, ბევრ ჩვენთაგანს უფიქრია, მოუსმენია და როგორც დღეს იტყვიან გაუანალიზებ - ჩაუანალიზებია:

 

• მოვაწესრიგოთ ტაქსების მოძრაობა;

 

• შევწყვიტოთ მარჯვენა საჭიანი ავტომობილების შემოყვანა, რაც ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს თუ დროზე არ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები;

 

• შევაკეთოთ მაინც, დაზიანებული გზები;

 

• პატრულის გააქტიურება, რაც ბოლო დროს ერთობ თვალშისაცემია;

 

• ინფრასტრუქტურლი პროექტების რეანიმირება.

 

ეს ალბათ ის მცირედია, რისი გაკეთებაც ხელისუფლებას და კერძოდ მერ დ.ნარმანიას შეუძლია... თუმცა შეუძლია კი რამე ამ ადამიანს? რა ვიცი, რა ვიცი მეც და ასეულ ათასობით თბილისელს ამაში ეჭვი ეპარება... ის რომ ქალაქის მართვა არ შეუძლია ეს დიდი ხანია ვიცით.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია