,,თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ სუხუმ ამ ქვეყნის დედაქალაქია, მაშინ მე ამ ქვეყნის ნაწილი ვარ“ ზ.სიჭინავა

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-09-2015, 08:19 | პოლიტიკა | ნანახია - 3749

,,თუ ჩვენ ვაღიარებთ, რომ  სუხუმ ამ ქვეყნის დედაქალაქია, მაშინ მე ამ ქვეყნის ნაწილი ვარ“  ზ.სიჭინავა

 

გიგი კუბლაშვილი

 

დიდი ხანია არაფერი გამკვირვებია, მაგრამ იმას რასაც ვუცქირე და მოვუსმინე სიმართლე გითხრათ ისევე, როგორც უამრავი ჩემი თანამემამულე დამზაფრა.

 

აქვე, სანამ სათქმელს მოგახსნებთ, ვინც სიჭინავას ეთანხმება, გამოდით უნდა დაგთვალოთ...

 

სიმართლე გითხრათ ზ. სიჭინავას ამ ,,სადღეგრძელოს“ რომ მოვუსმინე, ვიფიქრე ფაბრიკაცია ხომ არ არის და გამოვა ეს ფეხბურთის ფედრაციის ყოფილი პრეზიდენტი და განგვიმარტავს ყველაფერს, ნაღდად მაგის ხმაა? თუ რამე სხვა ხდება?. განმარტა, კი მე ვარ, მაგრამ სწორად ვერ გამიგეთო.

 

ორას წელიწადზე მეტია საქართველო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, თვისუფლებისთვის. ურთულესი პერიოდი ჩვენი თანამედროვე ისტორიისა ბოლო 25 წელიწადზე გადის, პირველი დარტყმა ზურგში ჩვენმა აფხაზმა და ოსმა თანამემამულეებმა მოგვაყენეს, ცხადია ჩრდილოელი ,,ძმის“ წაქეზებით და დახმარებით. შეიძლება ჩვენც ბრალეულები ვართ რამეში, მაგრამ ჩვენ ქართველები ჩვენს მიწა-წყალს ვიცავდით და დავიცავთ რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ეს ზ.სიჭინავასთვის.

 

ის რაც ამ ე.წ. სადღეგრძელოშია, ამის საჯაროდ თქმას ითხოვდა ლაჩარი მტერი დატყვევებული ჟიული შარტავასაგან, გურამ გაბესკირიასგან, მიშა კოკაიასგან, გიორგი ანწუხელიძისგან და ათასობით იმ დაღუპული, ჯიშიანი ქართველებისგან, რომლებმაც ნამუსზე ხელი არ აიღეს და ჩვენი გასაკეთებლი გააკეთეს.

 

ცოტნე დადიანის, დემტრე თავდადებულის, თევდორე მღვდლის და ათასობით სხვა უცნობი გმირების სისხლითაა მორწყული ჩვენი სამშობლო.

 

სტუმარ მასპინძელი მაინც არ წაგიკითხავს? ან ის მაინც არ უნდა გახსოვდეს რა დღეში ყავს ამ რასისტულ, რუსებს სულ-მიყიდულ ე.წ. დამოუკიდებელი აფხაზეთის რეჟიმს, აფხაზეთში დარჩენილი ქართველები? რომლებსაც, როგორც მეორე ხარისხოვან ადამიანებს ისე ექცევიან და დამცირება, შევიწროვებაში ყავთ მუდამჟამს.

 

ზ. სიჭინავას ბოდვას რომ უცქერდი, ზოგიერთი მასპინძლის თვალებში სიხარული და ზიზღი ერთად გამოსჭვიოდა, რაღაც მომენტში ერთმა ახალგაზრდა აფხაზმა თავი ვეღარ შეიკავა იმ ამაზრზენი, ფარისევლობისგან და მე ქართველი მეგობრები მყავსო... თუ რაღაც ამგვარი ამოიგმინა, ყოჩაღ აფხაზო, კაცი ყოფილიხარ, რამეთუ ღირსებას არ აქვს ეროვნება, ღირსება ან გაქვს ან არა.

 

და ბოლოს რამდენიმე წლის უკან, საღამო ხანს სახლში დაბრუნებულს ჩემი 5-6 წლის ვაჟიშვილი ტელვიზორთან მოკალათებული, ჩაწითლებული თვალებით, მომიტრიალდა და ეგეთი რამე მითხრა ,,მე რომ გავიზრდები მეც ვიომებ საქართველოსთვის“.

 

თუ ვინმე სულით მახინჯს გონია, რომ საქართველო როდესმე შეეგუება თავისი მიწების დროებით ოკუპაციას, ან თუ ვინმე ვირ-ეშმაკას იმის ილუზიები აქვს, რომ ლამაზი ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით რუსებს, აფხაზებს და ოსებს გულს მოულბობს ის ან მტერია ან “ფარჩაკი”. დარმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთიან საქართველოში ვიცხოვრებთ და ეს იმაზე ადრე მოხდება ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია.

 

ზ. სიჭინავას კი ვურჩევდი საჯაროდ მოინანიე და ბოდიში მოიხადე იმ შეურაცყოფისთვის რაც მილიონობით ქართველს და სამშობლოსათვის დაღუპულების ხსოვნას მიაყენე.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია