ღარიბაშვილი და ობამა შეხვდნენ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-09-2015, 12:27 | მსოფლიო | ნანახია - 2507

ღარიბაშვილი და ობამა შეხვდნენ

 

ზურა ოდილავაძე

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში ამერიკის პრეზიდენტს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 70-ე სესიასთან დაკავშირებით ბარაკ და მიშელ ობამების სახელით გამართულ მიღებაში მონაწილეობდა.

 

ამერიკისა და საქართველოს პირველი პირების საუბარი დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა, ზუსტად კი – 54 წამი და 34 მილიწამი...

 

– ბიჭებს, გაუმარჯოს!

 

– გამარჯობა, ბატონო ბარაქ!

 

– გაუ, გაუ!.. ის როგორ გყავთ, საქართველოს უშრეტი სიმდიდრე, არაფორმალური განძი?

 

– არის რა, წვალებაში, დღედაღამ ხალხზე ზრუნვაში, ბატონო ბარაქ...

 

– ბიჭო, მე მგონი, შენ ჩემთან ტყუილად ჩამოდიხარ, რას გაბარებ, არ ეუბნები – რა უბედურებაა, ეს ოპონენტების დაჭერები!

 

– რა ვქნა, ბატონო ბარაქ, მე რა, ის თავს ვერ იკავებს...

 

– არ მომწონს ეს დაჭერები და ფრთხილად!

 

– დიახ, ბატონო ბიძინა... უი, უკაცრავად, ბატონო ბარაქ!

 

– ლარი რას შვრება, ვარდება ისევ?

 

– დიახ, ბატონო ბარაქ, ჯანსაღად ვარდება, სამაგიეროდ, წინა ხელისუფლებასთან შედარებით, სულიერება არნახულად იზრდება... სულ მატულობს და მატულობს, სადაცაა დავიხრჩობით სულიერებაში!

 

– სულიერება მომწონს და კიდევ ის მომწონს, გორში ულვაშას ცხრამეტრიანი ძეგლი... ასწორებს მაგრა!

 

– ჰო, აბა რა, მაინც ჩვენიანია იოსკა, ბატონო ბიძინა... უი, ისევ უკაცრავად, ბატონო ბარაქ!

 

– ბიჭო, მე შენ თვალში ხომ არ გეპატარავები, შენ და შენ პატრონს ერთ წამში გაგაქრობთ!.. ისა და... ასანთის გამოშვების, რა ქენით, იწყებთ?

 

– ვაპირებთ, ბატონო... ისა, ეეე... ჰო, ბარაქ!

 

– ,,გაზპრომი“?

 

– რა ,,გაზპრომი“?

 

– თვალებში, თვალებში მიყურე და ისე!

 

– ცოტა რა, ბატონო ბარაქ, სულ პატარაზე, ვაზელინის და კოჭის გაგორების ამბავში...

 

– ის მეორეც აქ დაბოდიალობს?

 

– რომელი მეორე, ბატონო ბარაქ?

 

– ჩემი კოლეგა – მარგველა...

 

– ჰოო-ო, წამოვიდა კი, არ გაჩერდა, ხომ იცით, ბავშვივითაა...

 

– რაღა ბავშვი, ორი მეტრია სიმაღლეში... ასანთს მიხედეთ, იცოდე, სტარტეგიული საქონელია!

 

– აუცილებლად, ბატონო ბარაქ! ასანთი და სულირებაა ჩვენი ბრენდი!

 

– და ბესარიონოვიჩი არ გამოგრჩეს!.. ისე, ამ მშიერ- მწყურვალებს, ან რა გეძეგლებათ, ან რა გემახათებათ, თუ ძმა ხარ?!

 

– იყოს მაინც, სხვა პონტი მაინც არაა – ასანთი და მახათა... მაგ ორს შორის ვდვიჟენიობთ... ბატონო ბ...ბი... ბა... უფ, სულ ავიჭერი რა!.. ჰო, ბატონო იოსებ!...

 

– ბარაქ, ბარაქ, შე მართლა მოჭიმულო! კაი, დავაწექი და იმას გადაეცი, რაც გითხარი... ჰო, მართლა, ხადუნა ჭამს? მადა ხომ არ წახდენია?

 

– მაღადავებთ ხომ, ბატონო ბარაქ?..

 

– არა, ბრატ, მევასებით ქართველები: სულიერება და სტალინი, ასანთი და კაი სმა-ჭამა და ბოლოს ისევ დაჭერები... მიყვარს იუმორის მქონე ხალხი! წავედი...

 

54 წამმა და 34 მილიწამმა შეუმჩნევლად გაიარა... ბარაქ ობამამ სირაქლემას სვლით სვლა გააგრძელა. საქართველოს პრემიერი საგონებელში იყო ჩავარდნილი,– იმასთან ამ ამბების მოყოლა არ გინდა, სულ გადაირევაო!...

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია