რუსეთი სირიაში დამატებითი ძალები გადასროლას ახორციელებს!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
4-10-2015, 20:24 | მსოფლიო | ნანახია - 3082

რუსეთი სირიაში დამატებითი ძალები გადასროლას ახორციელებს!

 

ლადო ჩალათაშვილი

 

ახლო აღმოსავლეთი დუღს როგორც ყოველთვის, მაგრამ ეხლა ჩვენი ყურადღებაც გაათმაგებულია ამ მიმართულებით რადგან ჩვენი დაუძინებელი მტრის დასამარება, სწორედ იქ გრძელდება და ამ შარში თავად გახვია საკუთარი თავი.

 

შესამჩნევია რომ რუსულ ინტერნეტ სივრცეში მატულობს შეფასებითი სტატიები და თითქმის ყოველი მათგანი ანვითარებს აზრს რომ რუსეთი დაბრუნდა გლობალური პოლიტიკის უმაღლეს ლიგაში. საფუძვლად კი სირიაში რუსეთის სამხედრო ავიაციის მიერ წამოწყებულ საავიაციო ოპერაციას იღებენ. ამ სტატიების შინაარსის უმეტესობა იწყება იმით რომ დასავლეთის ავიაცია ტერორისტების, კერძოდ ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლას ვერ ართმევს თავს და მხოლოდ საჰაერო დარტყმები საკმარისი არ არისო, თუმცა კი გაუგებარია რატომ მიიჩნევა რომ რუსული ბომბები უკეთესად შესარულებენ ამ ამოცანას არავინ იცის. მთელ ამ ინფორმაციულ ვაკხანალიაში, რომელიც მსგავსი კრიზისებისას ახასიათებს რუსულ ინეტრნეტ სივრცეს და შესაბამისად პროპაგანდას, იკვეთება ხაზი რომ რუსეთის ავიაციისა და სამხედრო კონტიგენტის სირიაში ყოფნის ამოცანა ერთიანი ფრონტის შექმნა წარმოადგენს, რომლის სახმელეთო უზრუნველყოფას სირიუილი, ირანული და ლიბანური სახმელეთო ძალები უზრუნველყოფენ.

 

როდესაც მსგავსი ფონი იკვეთება საინფორმაციო სივრცეში, ქვეყნდება მონაცემები რუსეთის სახმელეთო და საზღვაო დამატებითი ძალების გადასროლის შესახებ. რომელთა მიზანიც რუსული ვერსიით, სირიაში არსებული საავიაციო ბაზების დაცვა იქნება. სინამდვილეში კი აღნიშნული სახმელეთო და საზღვაო ძალები, ჩაერთვებიან სახმელეთო ოპერაციაში რათა არ მოხდეს სანაპირო რეგიონების იზოლირება ქვეყნის დანარჩენი ტერიტორიისგან და შენარჩუნდეს ლოგისტიკური პლაცდარმი ბაშარ ასადისა და მისი მოკავშირეებისთვის ლატაკიასა და ტარტუსში, სადაც განთავსებულია რუსული ბაზები და პორტები.

 

30 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ბალტიის ფლოტში გამოცხადდა განგაში და ორი ხომალდის ეკიპაჟი სასწრაფოდ იქნა გამოძახებული. აღნიშული ინფორმაცია მეზღვაურების ოჯახის წევრებზე დაყრდნობით გავრცელდა, რომლებმაც განაცხადეს რომ აღნიშნული ხომალდები ერთი წლით გაემგზავრნენ ახლო აღმოსავლეთში (წყარო - http://klops.ru/news/politika/117880-rodstvenniki-voennosluzhaschih-dva-korablya-baltflota-otpravili-na-blizhniy-vostok). ასევე დასახელდა ხომალდები და მათი ტიპები რომლებიც ბალტიის ფლოტიდან არიან გადასროლილი კონფლიქტის ზონაში. ესენია სადაზვერვო ხომალდი "ვასილი ტატიშევი" და "იაროსლავ მუდრი" რომლის დანიშნულებაც სახმელეთო ძალების მხდაჭერასთან ერთად, მოწინააღმდეგის საზღვაო ძალებთან ბრძოლა და საზღვაო დესანტის დესანტირებაა. 2 ოქტომბერს შვედურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის ბალტიის ფლოტის ერთი ხომალდის ერესუნის სრუტეში, გავლის შესახებ და თვითმხილველმა ფოტოც გადაიღო (წყარო - http://www.thelocal.se/20151002/swedish-military-confirm-russian-warship-sighting) რომელზეც სწორედ სადაზვერვო ხომალდი «ვასილი ტატიშევია» გამოსახული. ებრაული სააგენტოს მიერ ასევე გავრცელდა ინფორმაცია რუსეთის არმიის დამატებითი ცოცხალი ძალის გადასროლის შესახებ, რომლებიც შედგებიან შავი ზღვის საზღვაო ქვეითების, მე-7 სადესანტო დივიზიის სამთო-სადესანტო ძალებისა (ВДВ) და სპცდანიშნულების რამზებისგან. რომელთა ამოცანაც რუსეთის არმიის ბაზების დაცვა იქნება (წყარო -http://9tv.co.il/news/2015/10/01/214205.html). ასევე ინფორმაციაში აღნიშნულია თურქული წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია შავი ზღვის სრუტეებში შემჩნეული რუსული დიდი სადესანტო ხომალდების, "კარალიოვისა" და "ალექსანდრე ოტრაკოვსკის" შესახებ.

 

რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ასეთი გადაწყვეტილება იმას ნიშნავს რომ სირიაში, რუსული არმია ხანგრძლივი ყოფნისთვის ემზადება და არ გამოირიცხება საბრძოლო მოქმედებებში სახმელეთო ძალების ჩართვა, რაც ლოგიკურია რადგან იმ ვითარებაში რომელიც სირიაშია შექმნილი, რუსულ ბაზებზე თავდასხმა გამორიცხული უბრალოდ ვერ იქნება, რაც შესაბამისად იმას ნიშნავს რომ რუს ჯარისკაცებს მოუწევთ შეტაკებებში მოანწილეობის მიღება. უსაფრთხოების პრევენცია და ლოგისტიკური პალაცდარმების უზრუნველყოფის აუცილებლობა, სამხედრო ბაზების მიმდებარე ტერიტორიების დაცვის უზრუნველყოფის საჭიროებას წარმოშობს და სავარაუდოდ აქ მოხდება მათი სახმელეთო ოპერაციაში ჩართვაც.

 

როგორც ჩანს სირიიის კონფლიქტის კონტექსტში, რუსული არმიის ავანსცენაზე გამოსვლა და კონფლიქტის მთავარი ფაზა, ჯერ კიდევ წინ არის და ისეთი პირი უჩანს რომ რუსეთი მხოლოდ საჰაერო იერიშების ფარგლებში ვერ დარჩება.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია