რაგბი ჩვენი თამაშია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
13-10-2015, 20:20 | სპორტი | ნანახია - 1673

რაგბი ჩვენი თამაშია

 

ნიკა რამიშვილი

 

რაგბი ჩვენი თამაშია! - ეგრევე ჩნდება კითხვა - ვინ ჩვენი? ჩემი ხო და შენი რატომ? ამას დამსახურება უნდა! ერთხელ მაინც თუ მოგდგომია ცრემლი, როცა ჩვენი ბორჯღალოსნები ბრძოლის წინ საქართველოს ჰიმნს მღერიან, მაშინ კი, შენი თამაშიცაა, თუ არა და არა!

 

ძალიან საინტერესო ხალხი, 60-იანელი მორაგბეები, ჭარმაგი, ინტელექტუალი და ერთნაირი, ძალიან კოლორიტული ლექსიკით მოლაპარაკე თბილისელი ‘’ბიძიები’’. ძალიან პატარა წრე, ვის მხრებზეც დგას დღეს ქართული რაგბის სინდისი. კაცები, ვინც ეს რომანტიზმი შესძინა ამ სპორტს. რაგბი სპორტი არაა, ცხოვრების წესია! - ეს მათ თქვეს და ჩვენ ავიტაცეთ, თაობამ, რომლებმაც ეროვნულ მოძრაობასთან ერთად წამოვწიეთ რაგბიც.

 

1988-89 წლების ყველაზე პოპულარული დისიდენტური მოძრაობა - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, სადაც ბევრი მორაგბე იყო გაწევრიანებული, ან უბრალოდ მეგობრობდა მათთან.

 

შემდეგ უკვე მძიმე 90-იანები, მებრძოლი ბიჭები, აფხაზეთიდან დაბრუნებულები პირდაპირ ვარჯიშზე რომ მიდიოდნენ, ან ვერ ბრუნდებოდნენ საერთოდ... პირველი ეროვნული ნაკრები და მათი გასვლა ზიმბაბვეში. პირველი ამხანაგური თამაშები ფრანგულ კლუბებთან და ჩხუბი მოედანზე. ჩხუბი, რომლის მსგავსი ფრანგებს მანამ არაფერი ენახათ და ერთ-ერთ ფრანგულ გაზეთში მადლობასაც უხდიდნენ ქართველ მორაგბეებს, - კარგია, რომ მოედანზე ჩხუბით დაკმაყოფილდით და ტრიბუნებისაკენ არ გამოიწიეთო. პირველი დაღვინება, მერე დიდი, ათწლიანი შრომა და 2001 წელს პირველი დიდი შედეგი! - ქართველები 2003 წლის მსოფლიო თასზე მოხვდნენ!

 

პირველი მსოფლიო დონის თამაში უდიდეს ‘’ალისფერ ვარდებთან’’, ინგლისთან. სწორედ ამ დღეს, ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილი გამოვტოვე, რათა ჩემი თვალით მენახა, როგორ გვანადგურებდა ინგლისი. შემდეგ მატჩში უკვე სამხრეთ აფრიკასთან დადებული პირველი ლელო და შედარებით ნაკლები ანგარიშით წაგება.

 

შემდეგი 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატი, უკვე ბევრად შედეგიანი - დამარცხებული ნამიბია და ლამის მიწასთან გასწორებული და გაოგნებული ირლანდია. ჩვენი წაგება, რომელიც, წაგების მიუხედავად, მაინც სენსაციად შეფასდა.

 

ახალი ზელანდია 2011 - დამარცხებული რუმინეთი და კარგად მიბეგვილი არგენტინა და შოტლანდია.

 

აქ უკვე გადაწყდა, რომ მომავალ, 2015 წლის მსოფლიოზე მნიშვნელოვანი წინსვლა უნდა მოგვეხდინა - მოგვეგო მინიმუმ ორი თამაში. მალევე გაირკვა მოწინააღმდეგეები - ახალი ზელანდია, არგენტინა, ტონგა და ნამიბია. როგორც დაიგეგმა, ისეც მოხდა - პირველი თამაში ტონგასთან, რომელსაც რაგბის კოლინა, უელსელი მსაჯი, საქვეყნოდ გაცხადებული სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი, ნაიჯელ ოუენსი სჯიდა პატიოსნად და საქმის 80% გაკეთებულია! უძლიერესს მოვუგეთ, ნამიბია ხო 2007-დან ჩვენი ‘’ბულკია’’, - მაგრამ სამაგიეროდ მსაჯი არ აღმოჩნდა ‘’ბულკი’’... ტონგასთან მოგების შემდეგ ალაპარაკებული მსოფლიო პრესა, იდეა, რომ 6 ერი 7 უნდა გახდეს, რომ საქართველო გრანდებთან მუდმივად თამაშის ღირსია და ეს არ გვაპატიეს - გადაწყვიტეს ჩვენი დასჯა... საშინელი მსაჯობა ნამიბიასთან... და ვერ დაგვსაჯეს, მსაჯსაც მოვუგეთ!... - იმ ანეგდოტისა არ იყოს, ერთ ისარსაც რომ გატეხავს შვილი და ისრების კონასაც....

 

მოკლედ - პროგრამა მაქსიმუმი გაკეთდა, სენსაცია ვერა! - ჩვენ შემდეგ მსოფლიოზე შესარჩევის გარეშე გავედით, მაგრამ არგენტინას ვერ მოვუგეთ, რისი იმედიც რატომღაც ჰქონდათ ქართველებს. - ეეჰ, რაგბისტებმაც ჩაისვარესო, ტაქსის მძღოლმა მითხრა და პირველად მოვექეცი ცუდად ტაქსის მძღოლს... ‘’ბიძინა რო ფულებს გვაჩუქებს’’, ‘’პუტინს რას ერჩი’’, ‘’იმ დღეს ტიტველი ქალი ჩამიჯდა და 100 დოლარი მაჩუქა’’ და ეგეთები მომითმენია, მაგრამ ეს ვერ მოვითმინე და ცოტა არ იყოს, შემომეურაცხჰმეყო...

 

ცუდი ისაა, რომ ქართველებმა იციან - რაგბში მაგრები ვართ! ბიჭები ჯიგრები არიან! მაგათ ვენაცვალე! ხო უტირეს რუსებს დედა! - და აქ მთავრდება... წააგებენ არგენტინისნაირ გრანდთან და ეეე!... ამათაც შეგვარცხვინეს.... ეს არის სირცხვილი, როცა არ იცი, რა მაღალ დონეზე დგას ჩვენი ნაკრები! და რის ხარჯზე ვართ ასეთ მაღალ დონეზე, არც კითხულობენ! ამ გუნდს გვერდში დგომა უნდა! რაგბის რეალური ქომაგები, ყველანი ერთმანეთს ვიცნობთ, ორ ავტობუსსაც ვერ გავავსებთ, ისე ცოტანი ვართ!

 

იმ პრინციპით, რა პრინციპითაც ქართული რაგბი მიდის წინ, უნდა წავიდეს ქვეყანაც! ფულიანი მეცენატები გვერდში და არა სათავეში, პატიოსნება, ერთგულება, ერთმანეთის სიყვარული და გატანა! მტერს ვებრძვით ბოლომდე! გამარჯვებამდე! ძალიან მინდა სულ მალე ლოგიკურად და არასასაცილოდ გაჟღერდეს ჩემი მოფიქრებული სლოგანი - გაუმარჯოს მხიარულ და ღონიერ საქართველოს!...

 

და ბოლოს! ვინ რა დასკვნა გამოიტანა ინგლის-უელსში გამართული ვებ ელისის სახელობის მსოფლიო თასიდან, ამას ჩემპიონატის დამთავრების მერე გავიგებთ, ჩვენ კი საბოლოოდ გავერკვიეთ ერთ საჭირბოროტო საკითხში - აი ტონგასთან რომ გვიმსაჯა, უელსელი, ნაიჯელ ოუენი, - ეგ არის გეი და აი ნამიბიასთან რომ მსაჯობდა, - ეგაა პიდარასტი!

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია