განცხადება ტელეკომპანია რუსთავი2-ის წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
4-11-2015, 11:34 | პოლიტიკა | ნანახია - 958

 

მწუხარებითა და უკიდურესი შეშფოთებით ავღნიშნავთ, რომ სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ქიბარ ხალვაშს მიენიჭა ასპროცენტიანი საკუთრების უფლება რუსთავი2-ზე, მთელი რიგი სამართლებრივი პრობლემების უგულველყოფით ბევრი კითხვის ნიშნის დასმის საფუძველს იძლევა და ამყარებს საზოგადოებრივ და დასაბუთებულ ეჭვს, რომ პროცესი არ იყო თავისუფალი ხელისუფლების მანიპულაციებისგან, ხოლო გადაწყვეტილება იყო მიკერძოვებული და პოლიტიზირებული და მიზნად ისახავდა ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის სამთავრობო კონტროლქვეშ მოქცევას.

 

სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უზრუნველყოფა, ისევე როგორც მედია პლურალიზმი, დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილებია და ამ პრინციპის უგულვებელყოფა მძიმე დარტყმას აყენებებს დემოკრატიის ხარიხს საქართველოში, მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებას და ფაქტიურად გამორიცხავს მომავალი საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობას.

 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის სათანადო დაცვა, რაც მისი პირდაპირი ვალდებულება და მოვალეობაა და შემდგომში აღარ დაუშვას მართლმსაჯულების პოლიტიკურ იარაღად გამოყენება და სასამართლო ხელისუფლების პოლიტიზაცია. ასევე, აღარ ხელყოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლება, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისა, ვინაიდან ამას კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისათვის და უსაფრთხო მომავლისათვის.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია