რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა და მისი პერსპექტივები

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-11-2015, 00:30 | ეკონომიკა | ნანახია - 2877

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

დავით ნებიერიძე

 

ცოდნა უნივერსალური იარაღია, რომელიც ადამიანის ყოფას განაპირობებს. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როდესაც ადამიანი არჩევანის წინაშე დგება. არჩვევანის გაკეთება ღრმა ცოდნის გარეშე ფაქტიურად ლატარეის თამაშს ემსგავსება. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ცოდნის მიღებას ხშირ შემთხვევაში მითები და სტერეოტიპები უშლიან ხელს და მათი დამსხვრევის გარეშე სწორი გადაწყვეტილების მიღება პრაქტიკულად შეუძლებებია! მითები და სტერეოტიპები უპირველეს ყოვლისა ხელს უშლიან ადამიანს რეალობის აღქმაში. ზუსტად ფაქტების მეთოდური გაყალბებით იქმნება პარალელური რეალობა, რომელიც ადამიანში გაორებას იწვევს. ამის ნათელი მაგალითია ჯერ კიდევ შემორჩენილი დიქტატორული მმართველობის მქონე ქვეყნები. მაგალითად ჩრდილოეთ კორეა. სადაც მოქალაქეები საკუთარ თავს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ მოქალაქეებად თვლიან. მაგრამ, გააღებენ თუ არა საკუთარ მაცივარს, მაშინვე ეჭვები უჩნდებათ. სამაგიეროდ, ამ გაორების გასაქარწყლებლად აქვთ უნივერსალური წამალი, ბედნიერების პანაცეა - „ჩუჩ ხე“. დიდი კიმ ერ სენის მემკვიდრეობა და ყველაზე დამოუკიდებელი და ობიექტური ტელევიზია მსოფლიოში. რომლის წყალობით, ფეხბურთში ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, ჩრდილოეთ კორეის ნაკრებმა ფინალში ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა. ხოლო, ყველაზე ბედნიერი ჩრდილოეთ კორეელი მოქალაქე მზის ზედაპირზე დაეშვა. ასეთ არჩევანს ღიად და ცალსახად არავინ შემოგვთავაზებთ. მაგრამ, თუ ჩვენი ხელისუფლების მოქმედებებს დავაკვირდებით, რთული მისახვედრი არ იქნება, რომ ჯერ მთელს ცივილიზებულ სამყაროს ათქმევინებენ უარს საქართველოსთვის კარის გაღებაზე. შემდეგ ყველაფერში მათ დაადანაშაულებენ. ამის შემდეგ კი უალტერნატივო გზა პირდაპირ რუსეთისკენ და „რუსული სამყაროსკენ“ გვექნება! თან ვალსაც აქეთ დაგვადებენ და გაბრწყინებულ „ბიძინეთში“ შეგვიღებენ კარს!

 

პრინციპში, ფეისბუქზე ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერთა გვერდს თუ ესტუმრებით დაახლოებით იგივე შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რაც ჩრდილოეთ კორეული ყველაზე ობიექტური ტელევიზიის ხილვის შემდეგ. ოღონდ, ერთი განსხვავებით: ათეისტ ჩრდილო კორეელებისგან განსხვავებით ბიძინას ადეფტებს ბედნიერების განცდაში რელიგიური რწმენაც ეხმარება. ამ გვერდზე უფრო მეტ ხატებს ნახავთ ვიდრე ნებისმიერ ეკლესიაში. ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, რომ ბიძინამ მათ მიერ აღქმულ სამყაროში წმინდა სამების შემადგენლობა გაამდიდრა და მეოთხე წევრის ადგილი დაიკავა. შესაბამისად, საქართველოს უკვე წმინდა სამება კი არა, წმინდა კვარტეტი იფარავს. არც დამძიმებული ეკონომიკური ვითარება ადარდებს ბიძინას ადეპტებს. ისინი ყოველ დღე ელოდბიან იმ ნათელ მომენტს, როდესაც ბიძინა საბოლოოდ გამოისყიდის ღვთის მშობლის წილს საქართველოში. უარის შემთხვევაში კი უთმელიძის განაჩენით გადმოიფორმებს ღვთის მშობლის ყველა უფლებას საქართველოს საკუთრებაზე. მემგონი არც საჯარო რეესტრში გაუჭირდება ამ უფლებების თავის სასარგებლოდ დარეგისტრირება, სანამ სალოსი წულუკიანი მართავს იქაურობას!

 

მცირედი ლირიული და სატირული გადახვევის შემდეგ, მინდა შეძლებისდაგვარად საფუძვლიანად მიმოვიხილოთ რუსეთის ეკონომიკის დღევანდელი ვითარება და შევაფასოთ მისი პერსპექტივები. მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, როცა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიზანდასახული მოქმედებების შედეგად ქვეყანაში განუხრელად იზრდება ევრაზიული კავშირის, ანუ „რუსული სამყაროს“ მომხრეების რიცხვი. პოლიტიკოსი მაშინ იქნება პატიოსანი საკუთარი ქვეყნისა და სინდისის წინაშე, როდესაც მაქსიმალურად რეალისტურ სურათს დაუდებს საკუთარ მოქალაქეებს არჩევანის გასაკეთებლად. „რუსული სამყარო“ თუ დასავლეთი..?

 

რა არის რუსეთი და „რუსული სამყარო“? უფრო სწორედ მისი ის ასპექტი, რომელიც ევრაზიული კავშირის მომხრეებისთვის ყველაზე მომხიბვლელია, რუსი ქალების შემდეგ - რუსეთის ეკონომიკა. ამიტომაც, მინდა საფუძვლიანად მიმოვიხილოთ რუსეთის ეკონომიკის რეალური ვითარება, ყოველგვარი მითებისა და სტერეოტიპების გარეშე. ციფრები, ციფრები და მხოლოდ ციფრები!

 

ქვემოთ წარმოდგენილი მონაცემები ძირითადად აღებულია რუსეთის სტატისტიკის ფედერალური სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

 

ცხრილების სახით წარმოდგენილი მონაცემების ძირითადი ნაწილი მე სპეციალურად დავყავი სამ ნაწილად. რათა გამეადვილებინა ანალიზი დაინტერესებული მკითხველისათვის და ხაზი გამესვა იმ გარემოებაზე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ ასპექტებს და ცივილიზებული სამყაროს კეთილგანწყობას ეკონომიკასთან მიმართებაში:

 

1996 წლიდან 2000 წლის ჩათვლით (ელცინის ეპოქა). 2001-დან 2008 წლის ჩათვლით - მეორე ნაწილი. ანუ, პუტინის ხელისუფლებაში მოსვლა და იმ მომენტამდე, როდესაც დაიწყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და რუსეთ-საქართველოს ომი. დროის მონაკვეთი, როცა პუტინს მაქსიმალური სასათბურე პირობები ჰქონდა რუსეთის ეკონომიკური სიძლიერის შესაქმნელად. და მესამე ნაწილი - პოსტკრიზისული პერიოდი, 2014 წლის ჩათვლით, რომელშიც მოექცა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ყირიმის ანექსია.

 

გარდა ამისა, მინდა ყურადღება მიაქციოთ 2014 წლის მაკროეკონომიკურ მონაცემებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. რამეთუ მასში ასახულია ანექსირებული ყირიმის ეკონომიკური შემადგენელი, რაც მიმატებულია რუსეთის მშპ-ზე და გამოიყურება როგორც მთლიანი შიდა პროდუქტის ნაზარდი. სინამდვილეში კი ყირიმის მთლიანი შიდა პროდუქტის საერთო სათვალავში ჩათვლამ, კიდევ ერთხელ გაამრუდა სარკე და რუსეთის ეკონომიკის რეალური რეცესიის, ანუ ეკონომიკის შეკუმშვის ფაქტი დამალა. პროცენტულ მაჩვენებელში ეს კარგად ჩანს - 2014 წლის შედეგებით ზრდა არის მხოლოდ 0,6 %-ი და მშპ ფაქტიურად შეადგენს 43722,7 მილიარდ რუბლს (ანუ, ეკონომიკა ფაქტიურად გაჩერდა). თუ, ფიზიკურ მონაცემებს გამოვაკლებთ მიტაცებული ყირიმის ნახევარკუნძულის უდიდეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს, მაშინ სავალალო სურათი დაგვიდგება და სახეზე გვექნება რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემცირება. და ეს 2014 წელს, როდესაც ცივილიზებული სამყარო მხოლოდ იწყებდა მკაცრ რეაგირებას რუსეთის აგრესიულ და აღვირახსნილ ქმედებებზე. 2015 წელს დასავლეთის მკაცრი მოქმედებები უფრო მწყობრი და ეფექტური გახდა, რაც სათანადო ასახვას ჰპოვებს რუსეთის მაკროეკონომიკურ პარამეტრებში, 2015 წლის შედეგებით. თავს ვერ დავდებ, რომ რუსული წყაროების მიერ დეკლარირებული მონაცემები რეალობის ობიექტურად ამსახველი იქნება. რადგან, ეს საქმე ზუსტად, რომ ხადურის სულიერი მამების ხელშია, რუსეთში. თუმცა კოლოსალურ ეკონომიკურ ვარდნას მაინც ვერ დამალავენ და მხოლოდ თუ შეალამაზებენ. ხოლო, მიზეზად კი თავიანთ უუნარობის ნაცვლად ბოროტი იმპერიალისტების ქმედებებს მოიყვანენ.

 

წარმოგიდგენთ რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის ფიზიკური მოცულობის დინამიკის ამსახველ ცხრილს, პროცენტულ გამოხატულებაში წინა წელთან შედარებით.

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

ელცინის ეპოქაში რუსეთის ეკონომიკური მიღწევები არ გამოიყურებოდა შთამბეჭდავად და ეკონომიკის შეკუმშვაც კი აღინიშნებოდა.

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი ეკონომიკამ შთამბეჭდავი ზრდა დაიწყო. თუმცა, ეს წარმატებები პირდაპირ უკავშირდება მის შეერთებულ შტატებთან მიღწეულ შეთანხმებებს. რომლებმაც ფართოდ გაუღო კარი რუსული ენერგორესურსების საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ზუსტად შეერთებული შტატების ცალსახა თანხმობამ განაპირობა რუსეთის ეკონომიკური ზრდა. თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ეკონომიკის ზრდა მისი დივერსიფიკაციის გარეშე ძალიან დიდი რისკების შემცველია. და ეს რისკები ზუსტად ამ ეტაპზე წამოეწიენ პუტინს. დროის ამ მონაკვეთში ყველა პირიბა იყო შექმნილი იმისთვის, რომ რუსეთს მოეხერხებინა სერიოზული ეკონომიკური ზრდის მიღწევა და საკუთარი როგორც ეკონომიკის, ასევე პოლიტიკური ცხოვრების ხარისხობრივად შეცვლა უკეთესობისკენ. ყველა კოზირი პუტინის ხელში აღმოჩნდა. მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის, როგორც გარე ფაქტორის არნახული ზრდა და ჩინეთის, როგორც ეკონომიკური ლოკომოტივის ამოქმედება. შესაბამისად არნახულად გაიზარდა მოთხოვნა ენერგორესურსებზე. და მთავარმა ენერგომოთამაშეებმა სარფიანად გაითამაშეს სპეკულაციური კოზირი!

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

 

მაგრამ, მსოფლიო კრიზისის დაწყებისთანავე თავი იჩინა რუსული ეკონომიკის დივერსიფიცირების პრობლემებმა და მისმა მანიაკალურმა დამოკიდებულებამ ენერგორესურსებიდან მიღებულ შემოსავლებზე. ცხრილის მესამე ნაწილში ნათლად ჩანს, რაოდენ შოკური იყო კრიზისი რუსული ეკონომიკისთვის 2009 წელს. შემდეგ მეტნაკლები აქტივობით კიდევ აღინიშნებოდა ეკონომიკის ზრდა. მაგრა, პროცესები ნელ-ნელა სტაგნაციისკენ წავიდა და მიუხედავად ფასების აღდგენისა, ენერგორესურსებზე (იხილეთ დიაგრამა 1) ეკონომიკამ მაინც დაიწყო ჭირვეულობა. ეს პირველ რიგში ეკონომიკის არადივერსიფიცირებული მოდელის ბრალია და ის მთლიანად დარჩა მიბმული ენერგორესურსებიდან მიღებული შემოსავლების გადამუშავებაზე. სადაც უაღრესად მაღალი იყო და არის კორუფციული შემადგენელი. ხოლო, 2014 წელს როგორც შიდა ისე საგარეო ფაქტორების ზეგავლენით არადივერსიფიცირებულმა ეკონომიკამ ვერ გაუძლო დაწოლას. რასაც დაემატა სანქციების რეჟიმი და რუსულმა ეკონომიკამ დაიწყო განუხრელი ჩამოშლა. 2014 წელს ზრდა მხოლოდ 0,6%-ით შემოიფარგლა. მაგრამ ამ პარამეტრის ნიუანსები განხილული მაქვს 2-ე ცხრილის განმარტებებში. რამე თუ ასეთი მცირედი ზრდაც კი არ შეესაბამება რეალობას. და თუ რატომ? იხილეთ ოდნავ ქვემოთ.

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

სანამ ამ მონაცემების განხილვას დავიწყებთ, მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო იმ ფაქტს, რომ თავად ამ მონაცემების ავტორები მიუთითებენ მონაცემების შედგენის მეთოდოლოგიის ცვლილებებზე. ეს ცვლილებები, კი ყოველ ჯერზე ხდებოდა ზუსტად მაშინ, როდესაც რუსეთის ხელისუფლებას სჭირდებოდა რეალობის თავის სასარგებლოდ გამრუდება. ანუ, მოსახლეობაში კეთილდღეობის განცდის დამკვიდრება რეალური წარუმატებლობების ფონზე. დაახლოებით იგივე დამსახურებების გამო შეინარჩუნა თავისი პოსტი ბატონმა ხადურმა ესოდენ დიდი პერიოდის მანძილზე.

 

შესაბამისად, ეკონომიკის ვერცერთი ექსპერტი ვერ დადებს თავს ამ მონაცემების ობიექტურობასა და სანდოობაზე. უბრალოდ, საჭიროა იმის კონსტატაცია, რომ მონაცემები აღებულია რუსეთის ფედერაციის ოფიციალური ორგანოებიდან.

 

როგორც უკვე ვთქვი, ძალიან საინტერესოა ამ პარამეტრების და მათი დინამიკის განხილვა ნავთობის ფასების დინამიკასთან ერთად. რამეთუ რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ფორმირებაში და ზოგადად ამ ქვეყნის ეკონომიკისა და მოქალაქეთა მატერიალური უზრუნველყოფის განსაზღვრაში ენერგორესურსებიდან მიღებულ შემოსავლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

 

თუ კარგად დავაკვირდებით მე-2 ცხრილში მოყვანილ მონაცემებს, იოლად დავინახავთ, რომ ელცინის ეპოქასთან შედარებით პუტინს მისცეს საშუალება ფაქტიურად გაეორმაგებინა საკუთარი ქვეყნის ეკონომიკა. და ეს გარკვეული შეთანხმებების შედეგად მოხდა. თუმცა, რთული მისახვედრი არ არის, რომ პუტინმა მთლიანად დაარღვია ყველა პირობის პოსტულატები. და ნაცვლად ცივილიზებული ქვეყნისა, რუსეთი გადააქცია მსოფლიოს საფრთხობელად. ზუსტად ამის პირგასამტეხლოს გადახდა მოუწევს პუტინს უახლოეს პერიოდში. ამის ტენდენციები ციფრებშიც კი ჩანს.

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

ქვემოთ, ცხრილში N4 მოყვანილი მაქვს მსოფლიოს ეკონომიკების რიგითობის ცხრილი, მშპ-ს მიხედვით. რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ ეკონომის სიდიდით აშშ-ის მშპ ათჯერ აღემატება რუსეთის ანალოგიურ მაჩვენებელს. აღარაფერს ვამბობ ამ მაჩვენებლების ხარისხობრივ მხარეზე. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ამერიკის ეკონომიკა არის მსოფლიოში ყველაზე დივერსიფიცირებული ეკონომიკა!

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

მინდა ხაზი გაუსვა ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს, რომელსაც ვერავინ დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ: შეერთებული შტატების ეკონომიკა მსოფლიოს ეკონომიკის 25%-ს შეადგენს. თან მის ხელშია ინიციატივა პოსტკრიზისულ პერიოდში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მომავალი ეკონომიკური რუქის შედგენისთვის. ხოლო, რუსეთის ეკონომიკის იგივე მაჩვენებელი მხოლოდ 2,3%-ია. და შექმნილ მოცემულობაში ის თავდაღმართში კი არა უფრსკულში ეშვება. აი ამ პარადიგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მსოფლიოს მომავლისთვის.

 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი მაკროეკონომიკური პარამეტრის სიდიდე, როგორიცაა მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე. ცხრილში N5 წარმოგიდგენთ მსოფლიო რეიტინგის პირველ 50 ქვეყანას, სადაც რუსეთი მხოლოდ 49-ე ადგილზეა. მინდა მიაქციოთ ყურადღება იმ ფაქტსაც, რომ რუსეთის მაჩვენებელი 2014 წლის მოცულობებით თითქმის 6-ჯერ ნაკლებია ისეთივე ავტოკრატიული და ენერგოდამოკიდებული ქვეყნის - ყატარის მაჩვენებელთან შედარებით. ხოლო, ორჯერ ნაკლებია შეერთებული შტატების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით (იმიტომ, რომ შტატების მოსახლეობა გაცილებით ბევრია ვიდრე რუსეთის). თორემ, როგორც უკვე ვთქვით შტატების მშპ 10-ჯერ მეტია რუსეთისაზე.

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

განსაკუთრებული ყურადღება მინდა მივაქციოთ რუსეთის საგარეო ვაჭრობას. რუსეთის საგარეო ვაჭრობის ბალანსი, სხვა და სხვა წყაროებისა და მეთოდოლოგიის მიხედვით იხილეთ ამ ბმულზე: http://www.gks.ru/bgd/free/b15_00/IssWWW.exe/Stg/dk09/3-2.doc ამ ცხრილებში მოყვანილია 2014 და 2015 წლების სტატისტიკა.

 

ქვემოთ მოყვანილ N6 დიაგრამაში ასახულია რუსეთის საგარეო ვაჭრობის დინამიკა 2012 წლის დეკემბერთან შედარებით, პროცენტულ გამოხატულებაში.

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

მემგონი ციფრები ნათლად ასახავენ რეალობას, როგორც არ უნდა სცადონ მისი შელამაზება. 2012 წლის დეკემბრიდან 2015 წლის ოქტომბრამდე რუსეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა ფაქტიურად განახევრებულია. და ამ დინამიკაში გარდამტეხი მოვლენები ზუსტად 2014 წლიდან იწყება. როცა რუსეთი ცალსახად და აგრესიულად დაუპირისპირდა მთელ ცივილიზებურ სამყაროს.

 

საგარეო ვაჭრობა გადამწყვეტი მაკროეკონომიკური ინსტრუმენტია ნებისმიერი ქვეყნისთვის, როგორიც არ უნდა იყოს მისი პოლიტიკური მოწყობა. შესაბამისად, ვერანაირ ეკონომიკურ წარმატებებზე ვერ იქნება საუბარი თუ დამკვიდრებულია საგარეო ვაჭრობის შემცირების ტრენდი. ასეა, როგორც რუსეთის ისე საქართველოს შემთხვევაშიც. მაგრამ, მთავარია ქვეყანა იხსნებოდეს საგარეო ბაზრებისთვის და არა ექცეოდეს იზოლაციაში. ასეთი არჩევანი, ნებსით თუ უნებლიედ რუსეთმა თავად გააკეთა და შედეგებს მომდევნო წლებში უფრო მწარედ მოიმკის. მითუმეტეს, რომ ენერგორესურსების გარდა იგი ფაქტიურად ვერაფერს ღირებულს ვერვც ახლა და ვერც საშუალო პერსპექტივაში ვერ შესთავაზებს მსოფლიო ბაზარს. ეს უაპელაციო დაღუპვის გზაა და ვერანაირი არგუმენტები ვერ შეარბილებენ ამ შედეგებს. თანაც, ბაზრის დაკარგვა გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი მოპოვება.

 

როდესაც ქვეყანაში სავალუტო კრიზისი აქტიურ ფაზაშია შესული და სახელმწიფოს აღარ ძალუძს ეროვნული ვალუტის კურსის ეფექტურად დაჭერა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის სავალუტო შემოსავლების სტრუქტურის სწორ ანალიზს. ეს შემოსავლები კი ძირითადად ექსპორტის ხარჯზე ყალიბდება. მითუმეტეს, რომ დასავლეთთან აგრესიული დაპირისპირების შემდეგ რუსეთს ამოექოლა უცხოური ინვესტიციების უდიდესი წყაროები. ხოლო, 2014 წელს ქვეყნიდან გასული კაპიტალის მოცულობამ 150 მილიარდ დოლარს გადააჭარბა! და ეს მდგრადი ტრენდია უკვე რამოდენიმე წლის მანძილზე. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩავიხედოთ რუსეთის ექსპორტის სტრუქტურაში, რომ გავაანალიზოთ, თუ რა პერსპექტივები იკვეთება შემოსავლების მიმართულებით, თუ ენერგორესურსებზე ფასების ვარდნა კვლავ გაგრძელდება და რუსეთი შემოსავლების ამ სტრატეგიულ სეგმენტს დაკარგავს.

 

ძალიან საინტერესოა ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა, რომელიც ასახავს რუსეთის საგარეო ვაჭრობაში ექსპორტის შიდა სტრუქტურას და მათგან მიღებულ შემოსავლებს ძირითადი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით.

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

როგორც ამ დიაგრამიდან ჩანს, შემოსავლების ლომის წილს - 79%-ს შეადგენს ნავთობი და გაზის სასაქონლო ჯგუფი - 45% და სხვა სათბობ ენერგეტიკული საქონელი - 25%-ით, შესებამისად. მემგონი გასაგებია, თუ რატომ უწოდებენ რუსეთის ეკონომიკას ერთ დიდ „ბენზინგასამართ სადგურს“!? ზუსტად ამ სეგმენტს მიაყენა დამანგრეველი დარტყმა მსოფლიო ფასების ვარდნამ და რუსეთის იზოლაციამ! შემოსავლების ასეთი უკიდეგანო ენერგოდამოკიდებულება კი მთლიანად რუსული ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მოდერნიზაციის პრობლემებს უკავშირდება. რუსული ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების დარჩენილი 21%-ი ძირითადად შედგება შავი და ფერადი მეტალებისაგან და ქიმიური წარმოების პროდუქტებისგან. მემგონი ლეგიტიმურია კითხვა: რა სამომხმარებლო პროდუქტებს აწარმოებს რუსეთი ისეთს, რაც მოთხოვნადია მსოფლიო ბაზარზე? პრაქტიკულად არაფერს, რამაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მისი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებზე, თუ გამოირიცხა სტრატეგიული პროდუქტების ფაქტორი! ანუ, რუსეთი დიდი ბენზინგასამართი სადგურია და მეტი არაფერი!

 

ქვემოთ მოყვანილი დიაგრამა N3 წარმოდგენილია ექსპორტირებული ნავთობპროდუქტების სტრუქტურა, საქონლის სახეობათა მიხედვით. მინდა ყურადღება მიაქციოთ საავტომობილო ბენზინის მიზერულ მოცულობას, რაც ღრმა ტექნოლოგიურ ჩამორჩენეზე მეტყველებს!

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

ქვემოთ მოყვანილ დიაგრამაში N4, ასახულია რუსეთის მიერ ექსპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მოცულობა, მილიონ ტონებში. სადაც 2002 წლიდან რუსეთმა დაიწყო მცდელობები გაეზარდა შესაბამისი გადამამუშავებელი წარმოების სიმძლავრეები. რაც აისახა კიდევაც სტატისტიკურ მონაცემებში.

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

 

სრული სურათისთვის მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი დიაგრამა, რომელიც ქვეყნების მიხედვით ასახავს ნავთობისა და გაზის მსოფლიო მარაგებს. იმედია ამ დიაგრამა N5-დან ნათლად ჩანს, რომ რუსეთის ენერგო ჰეგემონობა მხოლოდ „რუსულ სამყაროში“ დაბადებული მითია!

 

 

გარდა ზემოთ აღნიშნული ინფორმაციისა, რუსეთის ენერგორესურსებზე და მსოფლიო ენერგო ბაზრის კონიუნქტურაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ ამ ბმულზე შესვლის შედეგად: http://www.gks.ru/bgd/free/b04_03/IssWWW.exe/Stg/d06/216.htm

 

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

როგორც ამ დიაგრამიდან ჩანს, ნავთობის მარაგებით რუსეთი მხოლოდ მე-8 ადგილზეა და სანქციების მარწუხები სულ უფრო მჭიდროდ უჭერს მის სასუნთქ მილს. გაზის მარაგებით ის მეორე ადგილზეა. მაგრამ, განუხრელად კარგავს ყველაზე დიდ, ევროპულ ბაზარს და ვერ შეძვრა ჩინურ ბაზარზე. ირანული ენერგორესურსების საერთაშორისო ბაზარზე გამოსვლის შემდეგ კი რუსეთი შეიძლება ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დადგეს, რაც ალბათ გარდაუვალია! მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ტექნოლოგიური ჩამორჩენას და მისი სტრატეგიული პროდუქტების ძალიან მაღალ თვითღირებულებას.

 

რუსეთის ბიუჯეტის შემოსავლების დინამიკის განხილვისას ძალიან მნიშვნელოვანია ამ დიაგრამის გაანალიზება:

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

ამ დიაგრამაში ასახულია ნვთობზე ფასებისა და რუსული ნავთობის საექსპორტო მოსაკრებლების დინამიკა 2014-2015 წლებში. ყვითელი ფერით გამოსახულია ნავთობის ექსპორტის საბაჟო მოსაკრებლების დინამიკა. სტაფილოს ფერით - რუსული ნაფთობის საექსპორტო ფასების დინამიკა. ხოლო, ყავის ფერით მსოფლიო ფასების დინამიკა.

 

გარდა ზემოთ აღნიშნული ინფორმაციისა, რუსეთის ენერგორესურსებზე და მსოფლიო ენერგო ბაზრის კონიუნქტურაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ ამ ბმულზე შესვლის შედეგად: http://www.gks.ru/bgd/free/b04_03/IssWWW.exe/Stg/d06/216.htm

 

რუსეთისთვის საუკეთესო 2008 წელს, ექსპორტის სასაქონლო სტრუქტურა გამოიყურებოდა შემდეგნაირად (მას შემდეგ ექსპორტის ხარისხი არ გაუმჯობესებულა) ეს იყო, რუსეთის საგარეო ვაჭრობის ხარისხობრივი ზენიტი! ზუსტად ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ გასაცნობად და შეფასებებისთვის 2008 წლის სტატისტიკა წარმოგიდგინეთ.

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები


რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები


რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები


რუსეთის ეკონომიკის დღევანდელობა  და  მისი პერსპექტივები

 

მემგონი არ არის აუცილებელი იყო ეკონომიკის ექსპერტი, რომ ამ ცხრილის ანალიზიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი დასკვნები გააკეთო: რუსეთის ეკონომიკა და განსაკუთრებით მისი ექსპორტი თითქმის მთლიანად დამოკიდებულია მის სასარგებლო წიაღისეულზე და უდიდესი შანსებისა და კოლოსალური შემოსავლების მიუხედავად რუსეთმა ვერ მოახერხა საკუთარი ეკონომიკის დივერსიფიკაცია და მოდერნიზაცია. ანუ, მთელი რუსეთის ეკონომიკური საქმიანობა მიმართულია მსოფლიო ეკონომიკის სანედლეულო ბაზის მომსახურებაზე. თან ამ სეგმენტში რუსეთს სულაც არ უკავია ლიდერის პოზიციები. რამე თუ ტექნოლოგიური დონე წარმოების პროცესში უაღრესად დაბალი და არაეფექტურია!

 

აქვე მინდა გავაკეთო მცირედი განმარტება რუსული სპეცსამსახურების წიაღში დაბადებული პროვიკაციული და იდეოლოგიური მითისა, რომ დასავლეთს უნდა რუსეთის დაპყრობა, რომ დაესაკუთროს მის უმდიდრეს წიაღისეულს. ამ ფრაზებს რუსული სპეცსამსახურები მიაწერენ მადლენ ოლბრაიტს, რომელსაც სინამდვილეში სიტყვაც კი არ დასცდენია ამის შესახებ. მე კი მინდა გითხრათ, რომ არავის ინტერესში არ შედის რუსული სასარგებლო წიაღისეულებისთვის ბრძოლა და მითუმეტეს მათი მიტაცება. და აი რატომ:

 

რუსეთი საკუთარი ფინანსური და შრომითი რესურსების ხარჯზე მოიპოვებს და მიაწვდის ამ რესურსებს ცივილიზებულ სამყაროს. ამ მიწოდებით მიღებულ შემოსავლებს თითქმის მთლიანად ტოვებს დასავლეთის ბანკებში და ფასიან ქაღალდებში. რითიც თავისი ხელით აძლიერებს მის იდეოლოგიურ მტერს. რუსეთში აბრუნებს მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც აუცილებელია საბიუჯეტო ვალდებულებების შესასრულებლად. თუმცა, შიდა რუსლული ეკონომიკური პროექტების განხორციელებისას რესურსების ლომის წილი კორუფციული გარიგებების შედეგად კვლავ იპარება და ისევ გაედინება ევროპისა და ამერიკის ბანკებში. მიპასუხეთ: რატომ უნდა მოინდომოს ამერიკამ ან ევროპამ რუსეთისთვის სასარგებლო წიაღისეულის წართმევა, თუ რუსები თავად მოიპოვებენ მათ; თავად მიაქვთ დასავლეთში; იქ აღებულ საფასურს იქვე აბანდებენ და თუ რამეს აბრუნებენ რუსეთში ისიც საბოლოო ჯამში დასავლეთის ბანკებში ილექება? სარგებლის ამაზე ოპტიმალურ სქემას ვერცერთი გენიოსი ვერ გამოძებნის დასავლეთისათვის. ასე, რომ რუსული სპეცსამსახურების მიერ მოგონილი იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულე მითი დასავლეთის აგრესიული ინტერესებეის შესახებ მხოლოდ შიდა გამოყენებისთვისაა, რათა პუტინის ადეპტები გააერთიანოს დიქტატორის ირგვლივ. და ამ მითს რეალობასთან არანაირი საერთო არა აქვს!

 

და ბოლოს, რუსეთის ენერგორესურსებიდან მიღებულ შემოსავლებზე:

 

საკმარისია მსოფლიო ფასები ერთ ბარელ ნავთობზე ჩამოვიდეს 40 დოლარამდე, რომ რუსული ნავთობის თვითღირებულებიდან გამომდინარე გინდა ქონია მას ნავთობი ან გაზი და გინდა არა ჰქონია... რუსეთი საკუთარი შემოსავლების სულ ცოტა 75-80%-ის გარეშე დარჩება და ეკონომიკის ჩამოშლა და კოლაფსი გარდაუვალი გახდება! მითუმეტეს, რომ მსოფლიო ბაზრის კონიუნქტურიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად არის შემცირებული ფასები რუსეთისთვის ისეთ მნიშვნელოვან საექსპორტო პროდუქტებზე, როგორიცაა მეტალები.

 

და ბოლოს: რუსეთის შემოსავლები კატასტროფული სისწრაფით მცირდება. ხოლო სახელმწიფოს ვალდებულებები, გარდა საგარეო ვალებისა კოლოსალურად იზრდება. რასაც დამატებით ტვირთად დააწვა პუტინის მიერ წამოწყებული აქტიური საომარი მოქმედებები. ფაქტიურად ის ნიკოლოზ მეორის როლშია, როლისთვისაც 1913 წლის ეკონომიკური შედეგები თითქოს არ იყო კატასტროფის მომასწავლებელი.

 

ამჯერად შემოვიფარგლები მხოლოდ მაკროეკონომიკური პარამეტრების მიმოხილვით. მაგრამ ამ რიცხვების უკან უზარმაზარი თემებია. რომლებიც განმარტავენ რუსეთის ეკონომიკის შინაარსა და ხარისხს. ამის შესახებ შევეცდები გესაუბროთ შემდეგ სტატიაში.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია