საზოგადოებრივი მოძრაობა "ივერიის" განცხადება

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
14-11-2015, 21:09 | პოლიტიკა | ნანახია - 852

 

საზოგადოებრივი მოძრაობა “ივერია” გამოხატავს ღრმა მწუხარებას საფრანგეთის დედაქალაქში განხორციელებული ტერაქტების სერიის შედეგად უდანაშულო ადამიანების მასიურ მკვლელობებთან დაკავშირებით.

 

ვიზიარებთ ფრანგი ერის გლოვას და თანადგომას ვუცხადებთ საფრანგეთის სახელმწიფოს.

 

თითოეული ჩვენთაგანის ვალია წინ აღუდგეს მსგავს არაადამიანურ მოქმედებებს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თანამედროვე საერთაშორისო საზოგადოების წინააღმდეგ მომართული ბოროტების წყარო სულ რამდენიმეა და ყოველი მათგანი იდენტიფიცირებულია.

 

საერთაშორისო საზოგადოებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადამჭრელი ზომები, რათა ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის სისხლის ღვრა და დასამარდეს ისეთი ელემენტების თარეში, როგორებიც არიან “ისლამური სახელმწიფო” და პუტინის კრემლი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია