Святая ложь российской экономики

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-12-2015, 16:26 | ეკონომიკა | ნანახია - 1791

 

ხატია ჭილავა

 

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა 2016 წლის კანონს ფედერალური ბიუჯეტის შესახებ, სადაც რუბლის საშუალო წლიური მაჩვენებლი დოლართან მიმართებაში 63,3 რუბლია ,ხოლო ბარელი ნავთობის საშუალო წლიური ღირებულება კი ამ მონაცემებთან თანხმობაში არის 50 დოლარი. ეს ხდება მაშინ, როდესაც ბრენტის მარკის ნავთობის ღირებულება ბარელზე 39 დოლარს ქვემოთ დაეცა (2008 წლიდან მოყოლებული, ნავთობის ფასის ამგვარი კატასტროფული ვარდნა პირველი შემთხვევაა ბოლო შვიდი წლის განმავლობაში).

 

რეკორდულად გაიაფებული ნავთობი და გაუფასურებული რუბლი კიდევ უფრო მეტად აღვივებს საუბარს იმის შესახებ, რომ ნავთობის ფასი ბარელზე შესაძლოა 20 დოლარამდე დაეცეს, რაც თავისთავად გამოიწვევეს 90-იანი წლების კრიზის, როდესაც ნავთობის ფასი ბარელზე 10 დოლარამდე დაეცა, ხოლო 1 დოლარი 100 რუბლი ღირდა. ეს ყველაზე კატასტროფული სცენარია, რომელიც განიხილება საერთაშორისო სავაჭრო ბირჟაზე და რომელსაც უწინსწარმეტყველებენ რიგი ეკონომისტებისა რუსეთის ეკონომიკას - ახალ 2016 წელს.

 

„მიმდინარე მოვლენები, სავსებით რეალურს ხდის ნებისმიერ პროგნოზებსა თუ რისკებს“ - ვლადიმირ ესტიფეევი (ანალიტიკოსი).

 

თუკი გავიხსენებთ მოვლენებს ქრონოლოგიურად, ზუსტად 1 წლის წინ სააახალწლოდ რუსეთმა განიცადა ნამდვილი ე.წ. სავალუტო შოკი. დოლარის ღირებულებამ 80 რუბლს, ხოლო ევრომ რეკორდულ მაჩვენებელს - 100 რუბლს მიაღწია. ფინანსურ ბირჟაზე სრული ქაოსი და პანიკა იყო. რუსეთის მთავრმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის მაჩვენებელი 10,5 %-დან 17%-მდე გაზარდა, რათა არ დაეშვა რუბლის კიდევ უფრო კატასტროფული ვარდნა, ხოლო ფასების კიდევ უფრო მეტად ზრდა. ერთი წლის შემდეგ, 2015 წლის ბოლოსათვის რუსეთი იმავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას, რუსული ვალუტა კი უკვე ტრადიციულად - ქვემოთ მიემართება. იმპორტიორები კი კვლავ ემზადებიან ახალი ფასების დადგენისკენ.

 

ამ ფონზე “Bank of Amerika” კიდევ უფრო შოკისმომგვრელ პროგნოზს აკეთებს, რომლის მიხედვითაც 2016 წელს 1 დოლარი 168 რუბლი ეღირება. ეს სცენარი მათ თქმით ყველზე „შავია“ არსებულ ეკონომიკურ სცენარებს შორის.

 

საზოგადოებისათვის გაკთებული განცხადებებისაგან განსხვავებით, ნავთობზე ფასის მატებას არც რუსულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კულუარებში ვარაუდობენ. 2014 წლის რუსული ოპტიმიზმი, არც 2015 წელს ასრულდა. ჩნდება შეკითხვა გაუძლებს კი რუსეთის ეკონომიკა ზედიზედ 2 შოკურ წელს? და რა ბედი ეწევა მის ბიუჯეტს?

 

წლის ყველაზე დიდი იმედგაცრუება სწრაფი ეკონომიკური ზრდის არ ქონა იყო, მას ამის საშუალება პოლიტიკამ არ მისცა. მთავრობას ერთადერთ გადამრჩენელ რგოლად, ამჟამად შიდა სავაჭრო ბაზარი მოჰყავს, რომელიც ასე თუ ისე ავსებს ისედაც ჭაობში ჩაძირულ ეკონომიკას, თუკი არ ჩავთვლით კორუფციას, რომელიც თავად ქვეყნის შიგნით სავაჭრო ბაზარზე არსებობს.

 

კატასტროფულ მდომარეობაზე, ოღონდ საბანკო სისტემაში საუბრობს სბერბანკის მმართველი გერმან გრეფიც: „ფაქტიურად, დღესდღეობით რუსეთის ბანკების მოგება 0-ს უდრის’’

 

თუკი, გადავხედავთ სტატისტიკურ მონაცემებს, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რუსეთში 2-ჯერ გაიზრდა ღარიბების რაოდენობა. კომიკურია პენსიონერთათვის პენსიების 4%-იანი ინდექსაცია, მაშინ, როდესაც ინფლაციის მაჩვენებელი 13%-ია. ამ ყველაფერს თან ახლავს ფასების ზრდა მედიკამენტებსა თუ საყოფაცხოვრებო ნივთებზე.

 

რუსეთში მასობირივი კომუნიკაციების დახმარებით, შესაძლებელია ადამიანების მასიური ტვინის გამორეცხვა და ამით საზოგადოების მღელვარების თავიდან აცილება, ეს არანაირ გარანტიას არ აძლევს მთვარობას და თავად სახელმწიფოს, რომ იგი შეინარჩუნებს სტაბილურობას.

 

ყველაზე კარგი მაგალითი ამისთვის საბჭოთა კავშირია, რომლისთვისაც არსებული/დაგროვილი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები გახდა კიდეც ფატალური. ეს ყველაფერი კი გამოიწვია იმან, რომ სახელმწიფომ ძალზედ გვიან დაიწყო პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის ცვლა, რასაც თან დაერთო ე.წ იაფი ნავთობის ციკლი. რაც აისახება ფულის მასაზე, კერძოდ მის კლებაზე.

 

არასახარბიელო მდგომარეობაშია აგრეთვე სარეზერვო ფონდიც, რომლიდანაც აქტიურად /უმიზნოდ ხდება ფულის გაცემა და მათი ხარჯვა. ექსპერტების აზრით 2018 წელს ფონდი მთლიანად ამოიწურება.

 

მნიშვნელოვანია, ცენტრალური ხელისუფლების მიმართ რეგიონების ფინასნური დავალიანებები. სიტუაციის უკეთ გასაგებად კმარა ეს პატარა მაგალითიც:

 

55 რეგიონის დავალიანება შეადგენს მათი საერთო წლიური ბიუჯეტის 50%-ზე მეტს, ხოლო 10 რეგიონის დავალიანება შეადგენს მათი მთლიან წლიურ ბიუჯეტს.

 

ამგვარ ვითარებაში საინტერესოა ის, რომ რუსეთის მთავრობამ 2016 წლის ანტიკრიზისული გეგმა საერთოდ გააქრო დღის წესრიგიდან. რაც იმას ნიშნავს, რომ კრიზისი ქვეყანაში ოფიციალურად არ არსებობს. თუკი დავაკვირდებით რუსი დეპუტატების, აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლებს და მათ გამოსვლებს მათი თქმით ეკონომიკური კრიზისი არის ყველგან - თურქეთში, უკრაინაში, ევროპაში და ის არ არის მხოლოდ რუსეთში.

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია