ჩინეთის არადიპლომატიური ალიყური მედვედევს

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
20-12-2015, 16:45 | პოლიტიკა | ნანახია - 2374

ჩინეთის არადიპლომატიური ალიყური მედვედევს 

 

ლადო ჩალათაშვილი

 

გასულ კვირას ჩინეთში მრავალდღიანი ამუსაო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი. ვიზიტი 13 დეკემბერს დაიწყო და რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას მოცავდა. მაგალითად ისეთებს, როგორიც არის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (ШОС) წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მიღება, ინტერნეტის მართვისადმი მიძღვნილ კონფერნეციაზე დასწრება, ასევე ჩინეთისა და რუსეთის მინისტრთა კაბინეტების ხელმძღვანელთა მე-20 შეხვედრა. რუსული მედიის მოლოდინები ამ ვიზიტის მიმართ საკმაოდ დიდი იყო და გაშუქებაც არ დაჰკლებია მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ვერ დაიმსაახურა, თუნდაც იმიტომ რომ ვიზიტით იყო მედვედევი და არა პუტინი! კვირის განმავლობაში რამდენიმე არაფრისმთქმელ პუბლიკაციას კი წავაწყდი ინტერნეტის უკიდეგანო სივრცეში, თუცმა განსაკუთარებული ყურადღება არ მიიქცია და საბოლოო ჯამში ყველაფერი პუტინის მე-11 დიდმა პრესკონფერენციამ და სხვა საერთაშორისო მოვლენებმა გადაფარეს.

 

ყველაზე საინტერესო კი მედვედევის ვიზიტის დასრულების შემდეგ მოხდა და რა თქმა უნდა ამ ფაქტს, გვერდს გულგრილად ვერ აუვლიდი. მედვედევის ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჩინურმა გამოცემა "სინხუამ", რომელიც ჩინეთის ხელისუფლების ერთგვარი "რუპორია", უჩვეულოდ კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა რისეთის ხელისუფლებისა და ზოგადად, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ. სტატიაში აღნიშულია რომ რუსეთი, საუკუნის დასაწყიდიან ყველაზე მძიმე სტრუქტურულ კრიზისშია და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა არ არის მიმზიდველი ჩინური ინვესტიციებისთვის. ჩინური გამოცემის თქმით, რუსეთის ეკონომიკური კრიზისი განპირობებულია იმით, რომ მოხდა ეკონომიკის დეინდუსტრალიზაცია და სოფლის მეურნეობის კოლაფსი. საინტერესო და მრავლისმთქმელია თავად სტატიის სათაურიც, რომელიც ასე ჟღერს - "გაუძლებს თუ არა რუსეთი მძმე კრიზისით გამოცდას", დამეთანხმებით საინტერესო აქცენტია და ალბათ ბადებს კითხვას თუ რა იგულისხმება გაძლებაში და თუ კი ვერ გაუძებს - რა მოხდება მაშინ? ჩინელების მხრიდან ასეთი ნაბიჯი რუსებითვის ერთობ მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ყველა სხვა შემთხვევაში ჩინელები მეტ დიპლომატიურობას ავლენდნენ რუსების მიმართ და ასეთი ღია ენით არ აკრიტიკებდნენ მათ. რა თქმა უნდა ჩინელების ეს სტატია დიდი განხილვის საგანი გახდა თავად რუსების მხრიდან და ოპოზიციურმა ფრთამ დაინახა ის, რაც დიდი ხანია პირადად ჩმეთვის ისედაც ცხადი იყო. ჩინეთს რიუსეთის მიმართ, ერთგვარი ჩასაფრებულის პოზიცია უკავია და მოთმინებით ელოდება რუსული კრიზისის იმ ფსკერს, რომლის დროსაც რუსეთისთვის კაბალური პირობები ჩიენთთან ურთიერთობაში მისაღები გახდება. ინტერესები კი ჩინელებს რუსეთის ტერიტორიაზე მრავლად აქვთ და ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ნავთობის ან ენერგორესურსების სფეროთი. ჩინელებს განსაკუთრებული ინტერესი რუსეთის იმ მიწებისკენ არის მოპყრობილი, რომელიც სავარგულად სასარგებლო მიწებია. შესაბამისად "სინხუას" სტატიის შეფასებით ნაწილში, სოფლის მეურნობის კოლაფსის შესახებ გამოთქმული აზრიც იმას უნდა ნიშნავდეს, რომ მათი ინტერესები კონკრეტულ მოლოდინებს არის დაფუძნებული, რომელიც ადრე თუ გვიან მათთვის ხელშესახები და მიღწევადი იქნება, იქიდან გამომდინარე, რომ რუსული კრიზისი ახალ ფსკერებს ლახავს და გარდაუვლად მივა იმ დონემდე, როდესაც ჩინური ხელი უბრალოდ აუცილებელი და უალტერნატივო გახდება რუსებისთვის.

 

მედვედევის ამ ვიზიტისას რუსული მედია იტყობინებოდა, რომ მის ფარგლებში ოცდაათამდე დოკუმენტს მოეწერა ხელი, რომლებიც რეალურად ურთიერთგაგების არაფრისმთქმელი მემორანდუმები აღმოჩნდა და არა კონკრეტული შეთანხმებები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელია, ჩინურ-რუსული ურთიერთობების შედეგის პროგნოზირება უახლოესი მომავლის პერსპექტივაში. ასეთი პროგნოზირების შესაძლებლობას კი სიანვესტიციო დაგეგმარების ნაწილში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

 

ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რომ რუსებმა საკუთარი უპასუხისმგებლო პოლიტიკით თვითიზოლაციის ახალ მაშტაბებს მიაღწიეს და ამ კრიზისიდან თავის დაღწევის იმედი ჩიენთის დახმარებითაც აღარ უნდა ჰქონდეთ, რადგან ცხადია რომ ჩიენთის ჩასაფრებულის პოზიცია, იმ ექსპანსიონისტური გეგმებით არის განპირობებული, რომელიც ადრე თუ გვიან გადავა საზღვარს იქით და გაამტკიცებს ჩინურ გავლენას საზღვრისპირა რეგიონებში.

 

ერთადერთი ხელშესახები შედეგი, რომელიც დიმიტრი მედვედევმა ამ ვიზიტიდან რუსეთში ჩაიტანა ეს არის ჩინური კომპანიის მიერ ნაჩუქარიი ვირტუალური რეალობის "შლემი", რაც ერთგვარად სიმბოლური გამოხატულებაა იმ ვითარების, რომელიც რუსულ პროპაგანდას შექმნილი აქვს საკუთარ სივრცეში.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია