ოსი სეპარატისტები პანკისიდან მომდინარე საფრთხეზე შფოთავენ!?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
21-12-2015, 19:47 | პოლიტიკა | ნანახია - 1059

ოსი სეპარატისტები პანკისიდან მომდინარე საფრთხეზე შფოთავენ!?

 

ლადო ჩალათაშვილი

 

მიმიდნარე წლის 16 დეკემბერს, ერგნეთში გაიმართა ინციდენტებზე პრევენციის ჯგუფის შეხვედრა, რომელიც როგორც წესი სამაჩაბლოში, ოკუპაციის ხაზის გასწვრივ შემქნილ ვითარებას და იმ ინციდენტებს ეხება, რომელიც ოკუპაციის ზონაში ხდება.

 

ამ შეხვედრებზე ირკვევა გატაცებული ქართველების ბედი და ხდება უგზოუკვლოდ დაკარგულთა შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გაცვლა. როგორც წესი ამ შევხედრების შესახებ კეთდებოდა სიუჟეტები და მოკლე საინფორმაციო შეტყობინება, სხვდასხვა ტელევიზიების საინფორმაციო გამოშვებებში, თუმცა ბოლო დროს ეს ტრადიცია დაირღვა და საქართველოს მოსახლეობას ამ შეხვედრების შესახებ ინფორმაცია აღარ მიეწოდება. სამაგიეროდ ყოველ შეხვედრას დეტალურად აშუქებს ოსი სეპარატისტების მედია.

 

ამჯერად, სხვა შეხვედრებთან შედარებით აღნიშნული შეხვედრა იმით იყო განსხვავებული, რომ ოსი სეპრატისტების წარმომადგენლებმა, ქართულ მხარესთან შეხვედრისას დააყენეს პანკისში მითიური ISIS-ის მებრძოლების საკითხი, რომელიც მათი აზრით ემუქრებიან სეპარატისტული რეჟიმის უსაფრთხოებას. დავით სანაკოევმა განუცხადა ქართველებს, რომ ამ ინფორმაციას მთელი სერიუზულობით მოეკიდონ რადგან მისი თქმით, ცხინვალში "ფლობენ უტყუარ ინფორმაციას" პანკისის ხეობაში ტერორისტების არსებობის შესახებ და აცხადებენ, რომ დიდი ალბათობით საახალწლო დღესასწაულების დღეებში, ისინი გეგმავენ შეიარღებულ პროვოკაცას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. სეპარატისტების კონტროლირებადი მედია საშუალებას (www.osradio.ru) საკუთარ მსალაში ინფორმაციის სიზუსტის მტკიცებულებად მოშველიებული აქვს, კახეთის საინფორმაციო ცენტრის მიერ 15 დეკემბერს გამოქვეყნებული მასალა, რომელშიც მოყვანილია იუსუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ მტკიცებულბედ წარმოდგენილი ფარული ვიდეო ჩანაწერის სტენოგრამა. ამ მასალის მიხედვით, ბორჩაშვილი ISIS-თან კავშირებზე ლაპრაკობს სუსის მაღალჩინოსანთან. განსხვავება ოსი სპარატისტების მტკიცებასა და აღნიშნულ მასალას შორის არის ის, რომ სეპარატისტები ამტკიცებენ, თითქოს პანკისში სირიიდან დაბრუნებული "ბოევიკები" არიან მობილიზებულები, რომლებიც ცხინვალის რეგიონში შეჭრასა და შეიარაღებული პროვოკაციის მოწყობას გეგმავენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრის მასალაში კი საუბარია მხოლოს იმაზე თუ რა ფუნქციის მატარებელი იყო ბორჩაშვილი, როგორც ISIS-ის წარომამდგენელი საქართველოში.

 

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, თუ ვისგან მიწოდებული ინფორმაციის გაჟღერება მოხდა ამ შეხვეედრაზე სეპარატისტების წარმომადგენლის მხრიდან. დიდი ანალიტიკური უნარები არ უნდა იმის მიხვედრას რომ პანკისის თემით აპელირება, რუსული კოზირია საქართველოს წინააღმდეგ და ოსმა სეპრატისტებმა ის უბრალოდ კიდევ ერთხელ გააჟღერეს. ამ თემის გააქტუალურებას საქართველოში ღიად მოქმედი პრორუსი ორგანიზაციები და ექსპერტ-პოლიტოლოგებად წოდებული კოლაბორაციონისტებიც ცდილობენ, რაც რა თქმა უნდა კონკრეტულ მიზანს ემსახურება და მართულია ლუბიანკიდან. დიდი ალბათობით, ამ სერიიდან უნდა იყოს დღეს რუსული სააგენტო lifenews.ru-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოში ტერორისტებთან კავშირში მყოფი 21 წლის ქალის ყოფნის შესახებ, რომელიც მათი მტკიცებით ეგვიპტეში იქნა გადაბირებული და ეხლა ცდილობს რუსეთში დაბრუნებას ტერორისტული აქტის მოსაწყობად.

 

უცნაურია ის, რომ ასეთ საინფორმაციო კამპანიაზე, არავითარი რეაგირება არ შეიმჩნევა ქართული მხარიდან და არავინ იცის როდის წამოყოფს ეს პრობლემა თავს. რუსულ საინფორმაციო პოლიტიკას თუ დავუკვირდებით, ეთნიკური რუსებისა და რუსეთის პასპორტების მქონე პირთა დავცის არგუმენტი, მეზობელ ქვეყნებში ინტევენციის გამართლებისთვის ტერორისტული საფრთხეებით შეიცვალა და შესაბამისად ასეთი კამპანიის წარმოება საქართველოს წინააღმდეგ, მეტად საშიში ფაქტორია. ამას თუ დაუმატებთ დაპირისპირებას, რომელიც თურქეთსა და რუსეთს შორის არსებობს და ამ კონტექსტში რამდენიმე დღის წინ საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის განხილვას გავიხსენებთ, ეს საინფორმაციო "შეტევა" კიდევ უფრო ცხადი საფრთხე გახდება, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია