მავნებლობა დედაქალაქში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
27-12-2015, 17:22 | კომენტარები | ნანახია - 1520

მავნებლობა დედაქალაქში

 

ნიკა რურუა

 

ნარმანიას არაკომპეტენტურობით მთელი ქალაქი პარალიზებულია.

 

იგი შეარჩიეს იმ ნიშნით, რომ არ იყო პოლიტიკური ფიგურა, და არ გაუჩნდებოდა შესაბამისი ამბიციები. ამდენად არ წარმოადგენდა არანაირ საფრთხეს მმართველი ძალისთვის და იყო "უვნებელი" კანდიდატი.

 

სინამდვილეში კი ნარმანია სწორედ რომ მავნებელი აღმოჩნდა საკუთარი უუნარობითა და შეუფერებლობით დაკავებული პოსტისათვის - მან მოახერხა და ძლივს ასე თუ ისე მოწესრიგებული ქალაქის ინფრასტრუქტურა თავდაყირა დააყენა:

 

1. გაუარესდა საცობების პრობლემა.

 

2. გაუარესდა ქალაქის დასუფთავების სისტემა.

 

3. გაუარესდა გზები.

 

4. უდროო დროს და საათებში მიმდინარეობს გზის შემკეთებელი სამუშაოები.

 

5. გაუარესდა და კიდევ უფრო ქაოტური გახდა მშენებლობების დაგეგმვის სისტემა.

 

6. გაუარესდა პარკირების ისედაც მძიმე პრობლემა.

 

7. გაუარესდა ქალაქის ზოგადი იერსახე.

 

8. ქალაქის მისმენეჯმენტის შედეგად გაუარესდა თბილისელების, როგორც ქალაქის მკვიდრთა ყოველდღიური ეკონომიკური მდგომარეობა.

 

9. საცობებში საათობით დგომის და ამის შედეგად დროის კარგვის გამო გაუარესდა ზოგადი ეკონომიკური ეფექტიანობაც დედაქალაქში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის ცენტრს წარმოადგენს.

 

10. მერიის მხრიდან გასაცემი ნებართვების მოპოვების პროცესში გაჩნდა კორუფციის ნიშნები და ა.შ. და ა.შ.

 

აი, ასეთი “უვნებელი” შეიძლება იყოს არაკომპეტენტური მერი - მერი დ. ნარმანია. მაგრამ აქ პრობლემა მარტოდენ მასში არაა, არამედ იმ მანკიერ, არაეფექტურ სისტემაში, რომელმაც ის მერად მოავლინა.

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია