ტურიზმის განვითარების პერსპექტივები შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
30-09-2013, 17:00 | ეკონომიკა | ნანახია - 4684

ტურიზმის განვითარების პერსპექტივები  შავი ზღვის ეკონომიკური  თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებშიდავით კერესელიძე

 

2012 წლის 26 ივნისს შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციამ სტამბულში 20 წლის იუბილე აღნიშნა.  ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სტამბულში შეკრებილმა მეთაურებმა, სამიტის დეკლარაციის მიღებით, შეაჯამეს თუ რამდენად შესძლო ორგანიზაციამ ეპასუხა რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევებისთვის და ჩამოაყალიბეს ახალი მიდგომები უფრო სერიოზული დიალოგის განსაახლებლად. ეს დიალოგი, ეკონომიკური,პოლიტიკური და უსაფრთხოების ინსტრუმენტების საშუალებით კიდევ უფრო გააღრმავებს სამომავლო თანამშრომლობას ; გაუადვილებს ორგანიზაციას რეგიონის წინაშე დღეისთვის არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას და საშუალებას მისცემს მას ჩამოაყალიბოს პრიორიტეტები მომავალი ათწლეულისათვის. აქედან გამომდინარე, მიღწეულ იქნება ორგანიზაციის მთავარი მიზანი: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა და უსაფრთხოება შავი ზღვის გაფართოებულ

 

1992 წლის სტამბულის სამიტის დეკლარაციაში ვკითხულობთ შემდეგს: “იმის გათვალისწინებით, რომ თანამშრომლობა კულტურის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ სფეროებში აღრმავებს ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთგაგებას, და მაშასადამე,   ხელს უწყობს სოლიდარობის განცდას, მივმართავთ წევრი სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს, შეიმუშაონ ინოვაციური პროექტები ამ სფეროებში”. უფრო მეტიც, ორგანიზაციის მონაწილე თითქმის ყველა ქვეყანამ, მათი ორგანიზაციის თავმჯდომარეობის პერიოდში,  ტურიზმი თანამშრომლობის პრიორიტეტულ სფეროდ გამოჰყო. ამიტომაც სავსებით ლოგიკურია, რომ შავი ზღვის რეგიონი მხოლოდ მოიგებს, თუ ჩვენ შევძლებთ მივაღწიოთ ტურიზმის სფეროში მდგრად განვითარებას, ისეთი პროექტების განხორციელებით, რომლებიც ხელს უწყობენ რეგიონში ეკონომიკურ ზრდას.

 

შავი ზღვის რეგიონის კულტურა, გეოგრაფიული მდებარეობა და ისტორია, ტურიზმის სფეროში, განვითარების ძირითადი ბუნებრივად მასტიმულირებელი   ელემენტებია. ამდენად, პოზიტიური ეკონომიკური ეფექტის გათვალისწინებით, ტურიზმს აქვს პოტენციალი გახდეს თანამშრომლობის ლიდერი სფერო რეგიონის ფარგლებში. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, ტურიზმის დადებითი და უარყოფითი მხარეები. მიუხედავად იმისა, რომ მას შესაძლოა ჰქონდეს დადებითი ეკონომიკური გავლენა საგადამხდელო ბალანსზე, დასაქმების სფეროზე, მთლიან ერთობლივ შემოსავალზე და წარმოებაზე,  ასევე შესაძლებელია ჰქონდეს უარყოფითი გავლენაც, მაგალითად, ეკოლოგიაზე.

 

კვლევების შედეგები გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ტურიზმი მსოფლიოს უდიდესი მრეწველობის სფეროა და ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორი. იგი ხშირად განიხილება, როგორც რეგიონალური განვითარების მთავარი, და ახალი ეკონომიკური საქმიანობის, მასტიმულირებელი ინსტრუმენტი.  დღესაც, მიმდინარე ეკონომიკური გამოწვევებისა და მნიშვნელოვანი რეგიონალური განსხვავებების მიუხედავად, საერთაშორისო მოგზაურობები და ტურიზმი აგრძელებს ზრდას. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზით, გლობალური ეკონომიკური და ფინანსური კრიზისის ნეგატიური გავლენის მიუხედავად,  მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, საერთაშორისო ტურიზმი მნიშვნელოვან ზრდას განიცდის.  მომდევნო ათი წლის განმავლობაში ექსპერტები ტურიზმის სფეროში წლიურ 4% ზრდას მოელიან. 

 

ზედიზედ რამდენიმე წლიანი ზრდის შემდეგ ტურიზმის სექტორმა ვარდნა განიცადა, რაც 2008 წლის მეორე ნახევარში დაიწყო და 2009 წელს გამძაფრდა. მკვეთრად შემცირებულმა ტურისტულმა ნაკადებმა, ქვეყანაში ყოფნის ხანგრძლივობამ, ტურისტების ხარჯებმა და ბიზნეს მოგზაურობების ხარჯებზე გაზრდილმა შეზღუდვებმა, ტურიზმის სექტორში ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. მიუხედავად ამისა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია 2019 წლისთვის სექტორისგან 296 მილიონი სამუშაო ადგილის უზრუნველყოფას მოელის. “ტურიზმს აქვს პოტენციალი, კრიზისის შემდეგ სამუშაო ადგილების მთავარ გენერატორად იქცეს,” - განაცხადა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა და დასძინა: “მთავრობებს, დამსაქმებლებსა და მშრომელებს შორის სოციალური დიალოგი   ღირსეული სამუშაო ადგილების  წარმოქმნას უზრუნველჰყოფს”.

ტურიზმის განვითარების პერსპექტივები  შავი ზღვის ეკონომიკური  თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში

  

მსოფლიოს მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს 2013 წლის კვლევების შედეგად მიღებული სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ ტურიზმის სექტორს საქართველოს მშპ-ში შეაქვს მნიშვნელოვანი შემოსავალი და ქმნის სამუშაო ადგილებს.

 

საქართველო

2013 წლის წლიური კვლევა: ძირითადი ფაქტები

 

ტურიზმის განვითარების პერსპექტივები  შავი ზღვის ეკონომიკური  თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში

 

მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის რეგიონს გააჩნია ბუნებრივი უპირატესობები წარმატებული ტურისტული სექტორის შესაქმნელად, არსებობს მრავალი ბარიერი, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ პროცესს. რეგიონში არსებული პრობლემების (კორუფცია, სიღარიბე, გაყინული კონფლიქტები, გასაუმჯობესებელი ინფრასტრუქტურა, განუვითარებელი ეკოტურიზმი) მოსაგვარებლად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა რეგულაციებსა და საერთო სტანდარტებზე შეთანხმება და სტრატეგიული ზედამხედველობა სახელმწიფო სექტორის მხრიდან. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის როლი და მხარდაჭერა, რომელთა გარეშე გართულდება ტურიზმის სტრატეგიული და მართვითი პრიორიტეტების ამოქმედება.

 

შავი ზღვის ეკონომიკური  თანამშრომლობის ორგანიზაციისა და მის წევრ ქვეყნებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობითა და შეთანხმებით, ტურიზმი, შესაძლოა, ყველა მხარისათვის სარგებლობის მომტან ერთადერთ პლატფორმად იქცეს. ამიტომაც აუცილებელია ამ სფეროში სამი ძირითადი “მოთამაშის”, კერძოდ, მასპინძელი საზოგადოებების (ჰოსტ ცომმუნიტიეს), მასპინძელი მთავრობების (ჰოსტ გოვერნმენტს) და საერთაშორისო მონაწილეების (ფორეიგნ სტაკეჰოლდერს) ქმედებათა გააქტიურება. 

 

კვლევებმა გვიჩვენა, რომ ზემოთხსენებული დაბრკოლებების გადასალახად, ტურიზმს მკაცრად უნდა არეგულირებდეს  კანონმდებლობა. განსაკუთრებით, განვითარებად დემოკრატიებში.

ეროვნულმა ხელისუფლებებმა უნდა უზრუნველყონ გარკვეული კანონების გატარება და შექმნან ტურიზმის ნაციონალური სტრატეგიები, რომლებიც გარემოს, მიწის, საკუთრების და საზოგადოების დასაქმების უზრუნველყოფის დამცავ ბერკეტებად იქცევა, რადგან სწორედ ეს სფეროები ხვდებიან ტურიზმის ზემოქმედების ქვეშ. კანონი მთელი კატეგორიულობით უნდა იქნას გატარებული სახელმწიფო დაწესებულებების მიერ, ნაციონალურ და ადგილობრივ დონეზე.

 

რეგულაციების კვალდაკვალ, მთავრობებმა უნდა მოახდინონ კონსტრუქციული მართვის დემონტრირება და უზრუნველყონ ტურიზმის ინდუსტრიის დაგეგმარების სტრატეგიული ზედამხედველობა. სტრატეგიული ზედამხედველობის განხორციელებით, მასპინძელი ქვეყნების მთავრობები უზრუნველჰყოფენ უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და მოქნილი ინფრასტრუქტურის შექმნას,როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე შავი ზღვის ქვეყნებს შორის. ამავე დროს, მათ უნდა გაითვალისწინონ ის საფრთხეები, რომლებიც წარმატებული ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას მოჰყვება: ეკოლოგიური ზიანი; კულტურულ/რელიგიურ წესჩვეულებებში ცვლილებები; ტურისტის უღირსი ქცევა და მასპინძლის აგრესია; დანაშაულის, ნარკოტიკების მოხმარების და პროსტიტუციის  ზრდა; გარკვეული დაავადებების შემოდინება და უსაფრთხოების რისკები.

 

მოქნილი ინფრასტრუქტურა - მართალია რისკები არსებობს, მაგრამ გააზრებულად დაგეგმილი ინფრასტრუქტურა შესაძლოა გახდეს გადამწყვეტი ფაქტორი და საფუძველი იმ ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური სარგებლისა, რომელიც ტურიზმს მოაქვს. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ინფრასტრუქტურის განვითარება ითვლება გააზრებულად იმ შემთხვევაში, თუ “ინდუსტრია უმკლავდება ტურისტულ ნაკადს ისე, რომ არ აყენებს ზიანს ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას და  არ ეწინააღმდეგება ადგილობრივ ინტერესებს.”

 

წარმატებული ტურიზმის გასაღებს გარემოს დაცვა და კულტურული ფასეულობების შენარჩუნება წარნმოადგენს.  შავი ზღვის ეკონომიკური  თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ ურთიერთკულტურული ცნობიერების ამაღლება და შეუქმნან ადგილობრივ საზოგადოებას ამ პროცესში ჩართვის პირობები. ერთმანეთის კულტურული მნიშვნელოვნების პატივისცემით, შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებს აქვთ შესაძლებლობა ააყვავონ ტურისტული ინდუსტრია და ამავდროულად  ეკოლოგიური სექტორიც განავითარონ.

 

აღნიშნული სტატია წარმოადგენს იმ ვრცელი კვლევის ერთგვარ პრეზენტაციას, რომელიც ჩატარდა შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ და გამოქვეყნდა ინგლისურ ენაზე N 27 POLICY BRIEF-ის სახით. ხელმისაწვდომია ცენტრის საიტზე www.icbss.org

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია