რუსული პროპაგანდა - მოქმედებაში?

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
14-03-2016, 23:39 | კომენტარები | ნანახია - 2076

რუსული პროპაგანდა - მოქმედებაში?

 

გიგი კუბლაშვილი

 

ცოტა ხნის წინ მე და ჩემი მეგობრები ერთ-ერთ ახალგაზრდულ აუდიტორიაში მიგვიწვიეს. საინტერესოდ ვისაუბრეთ, გარკვეულწილად გავცვალეთ ჩვენი ნაფიქრალი საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებითაც.

 

ესეთ აუდიტორიაში ყოველთვის სწავლობ ახალგაზრდებისგან, ბევრ საინტერესოს იგებ და რაც მთავარია სიხარული და მომავლის იმედი მეტად გესახება.

 

ერთერთი თემა ენების შესაწავლას შეეხებოდა, აღსანისშნავია რომ ახალგაზრდების ასივე პროცენტმა პირველ უცხო ენად ინგლისური დაასახელა, რაც შეეხება მეორე ენას, ჩემდა გასაკვირად დაახლოვებით ათმა პროცენტმა რუსული ენის შესწავლის სურვილი გამოხატა. თუმცა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ისეთი ენების შესწავლის აუცილებლობას, როგორიცაა ჩინური, გერმანული, თურქული, ესპანური, ფრანგული და სხვა.

 

სიმართლე გითხრათ ძალიან დაგვაინტერესა ამ ათი პროცენტის არგუმენტაციამ, რა კრიტერიუმით რუსული? და არა სხვა ენა. იცით, არასასიამოვნოდ გამაოცა ამ ახალგაზრდების მსჯელობამ, ნაწილმა მათგანმა განაცხადა, რომ პუშკინი, ტურგენიევი და ჩეხოვი უნდა წაიკითხონ დედანში, მეორე ნაწილმა რუსეთთან ბიზნეს ინტერესები დაასახელა პრიორიტეტად, მესამე ნაწილი რომელსაც, ბრიყვული არგუმენტებით შეიარაღებულმა, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა, უმეცარი ახმოვანებდა - ისტერიული ფონით, კივილ-წივილით გვამცნო, რომ იმისათვის რომ აწარმოოს მოლაპარაკებები მას ჭირდება რუსული ენის ცოდნა, თუმცა ლერმონტოვი და გოგოლიც არ დაივიწყა, მეტიც ჩვენი რჩევა ენის შესწავლისას პრაქტიკული მოსაზრებებით ეხელმძღვანელათ და არამცდარამც ემოციებით, ლამის - ზეწოლად და მისი უფლებების შეზღუდვად მონათლა.

 

სამწუხაროდ ვერცერთი რეალური არგუმენტი ამ თემასთან დაკავშირებით ამ საუბრისას ვერ მოვისმინე, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ის გამოკვლევები რომელიც ჩავატარე სხვა აუდიტორიებში ამ პრობლემის გარშემო.

 

ახალგაზრდების, თითქმის ასი პროცენტი ვინც სკოლა დაამთავრა 3-4 წლის წინ, რუსულ ენის შესწავლას არ თვლის პრიორიტეტად - მათი მიდგომები სრულ უნისონშია, პრაგმატულ - დასავლურ მიდგომებთან. მათ ვინც სკოლები დაამთავრეს ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში, მათი ნაწილი თვლის რომ რუსული ენა მათ უფრო მეტ შესაძლებლობებს აძლევს ვიდრე ევროპული, ჩინური, იაპონური, თურქული ენების შესწავლა.

 

რუსული ენის შესწავლის მომხრეთა არგუმენტაცია, როგორც გითხარით ძირითადად წყალ-წყალაა, მაგრამ რამოდენიმე არგუმენტმა ჩვენი ყურადღება ნამდვილად მიიპყრო.

 

ბოლო ხანს საქართველოში რიგი დამქირავებლებისა, თურმე მოითხოვს რუსული ენის ცოდნას, გაგიკვირდათ? მე არა, რადგან ბოლო ოთხი წელია, ყველანი მომსწრე ვართ რუსული პროპაგანდის მოძალების, რაც მიმდინარეობს ქართული სახელმწიფოს ჩამოშლის და ხელისუფლების ჩუმი მხარდაჭერის ფონზე.

 

ეს სამწუხარო ფაქტია მეგობრებო, მაგრამ აუცილებელია თვალი გავუსწოროთ რეალობას, ის რომ ნაწილი ჩვენი შვილებისა იმეორებს იმ ,,საბჭოურ სისულელეს“ - რომ რუსული ენა ეს არის გასაღები თანამედროვე მსოფლიოში, ის რომ ზოგიერთ ოჯახში, უკვე სკოლაშიც და უნივერსიტეტებშიც გაისმის პრო-რუსული ტირადები, ის რომ, მავანი ღიად და დაუფარავად ოკუპანტ ქვეყანას დითირამბებს უმღერს... აი ეს არის შედეგი რომელიც მივიღეთ. შედეგი, რომელიც იმ ბავშვებს, რომლებმაც ხვალ და ზეგ სამსახური უნდა ეძიონ ამ არამართებული გადაწყვეტილების გამო პერსპექტივებს უზღუდავთ.

 

აქვე მინდა კიდევ ერთხელ მოგახსენოთ, რომ აბსურდია ამტკიცო, რომ რომელიმე ენის შესწავლა ცუდია, რათქმაუნდა არა, რუსული ენის შესწავლა ვისაც ამისი სურვილი აქვს უნდა შეეძლოს და ვერც ვერავინ აუკრძლავს, მაგრამ ყველას გვესმის, რომ ენის სრულფასოვნად შესწავლა - ეს არის დროის, ფინანსების და თვადაუზოგავი შრომის შედეგი... აქედან გამომდინარე ისმის მარტივი კითხვა, რომელი ენის შესწავლაა მიზანშეწონილი? ინგლისურის, რომელზეც რამდენიმე მილიარდი ადამიანი საუბრობს, ჩინურის რომელზეც ასევე 1,5 მლრდი მეტყვლებს, თურქულის - 0.5 მილიარდი მომხმარებლით, თუ რუსული ენა, რომელიც 150 მილიონი ადამიანის კომუნიკაციის ენაა... მე აღარაფერს ვამბობ სხვა ასპექტებზე - მორალზე, ოკუპანტზე, პარტნიორზე, ბიზნეს - პერსპექტივებზე და ა.შ.

 

უდიდესი პატივია გქონდეს ხშირი ურთიერთობა ახალგაზრდებთან, ისწავლო მათგან ბევრი რამ, თუ შეგიძლია შენც გადასცე შენი გამოცდილება, მაგრამ გულწრფელად და ნამუსიანად.

 

მე მჯერა ჩვენი ხვალინდელი დღის, მე მჯერა ჩვენი ხვალინდელი თაობის, ისინი დამოუკიდებელი საქართველოს შვილები არიან და დარწმუნებული ვარ პატრიოტიზმს და ქვეყნის სიყვარულს მათ ვერავინ ასწავლის, უბრალოდ ხელს ნუ შეუშლით და ნუ აურევთ გეზს სწორ სვლაში.

 

ნურც ამ ჭირის შეგვეშინდება, ეს ღრუბელიც გაიფანტება, მაგრამ სულ უმოქმედობაც და ლოდინიც არ გვარგებს. დროა ამ მაიმუნობას რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება წერტილი დავუსვათ.

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია