„თქვენ მოგეცათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის. თქვენ სირცხვილი არჩიეთ და მიიღებთ ომს“ - უინსტონ ჩერჩილი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
24-04-2016, 14:27 | პოლიტიკა | ნანახია - 2417

 

„თქვენ მოგეცათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის.  თქვენ სირცხვილი არჩიეთ და მიიღებთ ომს“  - უინსტონ ჩერჩილი

 

მამუკა სამჭკუაშვილი

 

მინდა გაგაცნოთ ჩემი მოსაზრებები საქართველოს მოქალაქეების თავდაცვის სფეროში გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესახებ, რა თქმა უნდა ამ სფეროში გასაკეთებელი ბევრია, იმისდა მიუხედავად რა არის პრიორიტეტული ამ მომენტში, კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ისეთი გარემოს შექმნაზე, სადაც ან როდესაც, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურად და მენტალურად მომზადებული იქნება ომის ყველა ფაზაში გაუწიოს გააზრებული წინააღმდეგობა დამპყრობელს.

 

ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ ისეთი პრობლემები, რაც საშუალებას მოგვცემს დავაფუძნოთ ერის „ტოტალური თავდაცვის“ პრინციპი. სტრატეგია უნდა იყოს მომავალზე გათვლილი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს არსებული რეალობა და მზად უნდა ვიყოთ საბრძოლო მოქმედებებისათვის. მტერი არ დაგვაცდის თავდაცვის გაძლიერებას, როდესაც ჩათვლის, რომ ჩვენი გაძლიერება მის ინტერესებს უქმნის საფრთხეს, იგი შეეცდება საბრძოლო მოქმედებების გაღვივებას და რაიმე აბსურდული მიზეზით (მაგალითად კოსოვოს გამო ან პრეზიდენტის რიტორიკის გამო...) ჩვენს დასჯას. მტერი მუდმივად ეცდება ჩვენი სისუსტეების გამოვლენას პროვოცირებით, მაგალითად საზღვრების გავლებით, საქართველოს მოქალაქეების გატაცებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმების ჩატარებით ან სხვა გამაღიზიანებლებით. იგი ცდილობს დაამკვიდროს დაუმარცხებლის, ყოვლისშემძლეობის განცდა და ამავე დროს გაარკვიოს ჩვენი თავდაცვის რელური შესაძლებლობები. მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს ესმოდეთ, რომ არსებული „მშვიდობა“ მოჩვენებითია, რელურად ჩვენ არანაირი ბერკეტი მშვიდობის დასამყარებლად არ გაგვაჩნია, ჩვენი მტრებისაგან განსხვავებით ჩვენ არ ვაკონტროლებთ სიტუაციას, შესაბამისად არ უნდა მოვდუნდეთ. საზოგადოების კონსოლიდაციის, გაერთიანების საბოლოო მიზანია: ოკუპაციის ჩვენთვის სასარგებლო და ღირსეული დასრულება.

 

ფაქტია, რომ საქართველო არ შედის არცერთ სამხედრო ალიანსში, ასევე არც ერთი ალიანსი არ უზრუნველყოფს ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების 100%-იან დაცვას. შესაბამისად სრულად დამოკიდებულები ვართ საკუთარი ძალებზე, რესურსებზე და შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობაზე. ისტორიულად ბრძოლისათვის მუდმივი მზადყოფნის და საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის სტრატეგია, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფეობრიობის შენარჩუნების ქვაკუთხედი იყო, შესაბამისად ქვეყანა მოწყობილი გვქონდა ამ მიზნის მიღწევისათვის.

 

მსოფლიო ისეთი გახლეჩილი, მრავალფეროვანი და განსხვავებული ინტერესების მქონე, როგორც ახლა, კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს არ ყოფილა. რაც დრო გადის მით უფრო ვრწმუნდები, რომ საქართველოს სახელმწიფოს არსებობის დაცვისათვის, შეიარაღებული ბრძოლის მზადყოფნის ალტერნატივა არ აქვს.

 

ასეთ გარემოებებში მნიშვნელოვანია განვიხილოთ ჩვენი საზოგადოების შინაგანი მზაობა გადარჩენისათვის და ის არსებული მექანიზმები, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება უახლოეს მომავალში ქართული სახელმწიფოს შენარჩუნება, ომი არის პოლიტიკის გაგრძელება, შესაბამისად, უნდა ვიბრძოლოთ მეგობარ ქვეყნებთან კოორდინირებულად მანამ სანამ, საერთაშორისო საზოგადოება და მეგობარი ქვეყნების ლიდერები, არ მოახდენენ ადექვატურ პოლიტიკურ რეაგირებას და არ შეაჩერებენ აგრესიას.

 

ადვილი გამოსაცნობია, რომ ისეთი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, როგორიც რუსეთია, საბრძოლო მოქმედებების რაღაც პერიოდის შემდეგ, იძულებულები გავხდებით დავთმოთ ტერიტორიის დიდი ნაწილი. ცალკეული ბრძოლების წაგების შემთხვევაში ჩვენი ჯარების ნაწილს, პატარ პატარა ჯგუფებით, მთა-გორიან ადგილებში, კვლავ შეეძლება წინააღმდეგობის გაწევა და მნიშვნელოვანი ზარალის მიყენება.

 

სამხედრო პერსონალის უმეტესი ნაწილი და მოსახლეობა იძულებული გახდება იცხოვროს ოკუპაციის პირობებში. რა უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? ვიყოთ ლოიალურები ოკუპანტ სახელმწიფოსთან და დაველოდოთ განთავისუფლებას, თუ იმ რესურსებით რაც გაგვაჩნია გავაგრძელოთ შეიარაღებული წინააღმდეგობა. თანამედროვე მსოფლიოს ისტორიიდან ჩვენ ვიცით, რომ ვინც იბრძვის თავისი თავისუფლებისათვის, მათ ეხმარებიან, ვინც არ იბრძვის და არ გამოხატავს ოკუპანტთან შეიარაღებული ბრძოლის მზაობას მათ არ ეხმარებიან .

 

აშკარაა, მტერი შეეცდება მოსახლეობის დაჩაგვრას, ქონების წართმევას, შურისძიებას, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებზე ძალადობას, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში: ფიზიკურ განადურებას, ამ ქმედებებს ძირითადად განახორციელებს: მოღალატე ქართველების, აფსუების, სამხრეთ ოსების, ჩრდილოკავკასიელების ან სომხების ხელით, თვითონ „შეეცდებიან“ მომრიგებლის როლი ითამაშონ (როგორც აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში მოხდა). ისტორია გვასწავლის, რომ რუსებს დაუფიქრებლად შეუძლიათ ქართველების ეთნიკური წმენდის, მასიური გადასახლებების ან ერის გენოციდი.

 

რა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? - ერთადერთი რაც შეგვიძლია არის „ტოტალური თავდაცვა“, პრინციპით „ბრძოლა გამარჯვებამდე.“ აგრესორს საქართველოს მთელმა მოსახლეობამ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა! მტერს უნდა მივაყენოთ ზიანი ყველგან სადაც შესაძლებლობა იქნება. მათ უნდა იცოდნენ, რომ ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი უკანონო ქმედება უპასუხოდ არ დარჩება. მოსახლეობა ფსიქოლოგიურად, მორალურად, ფიზიკურად, უნდა იყოს მომზადებული: დანაკარგებისათვის, დახმარების გაწევისათვის, მოღალატეების გამოვლენა - განადგურებისათვის, დამქანცველი, დიდი ხნით ბრძოლის აუცილებლობისათვის.

 

გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ ოკუპანტი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თანაბრად არ იქნება წარმოდგენილი. უნდა ვაიძულოთ ცალკეული გამაგრებული რაიონების (ეგრეთ წოდებული მწვანე ზონების) შექმნა და ამ ზონიდან გამოსულ, სამხედრო კოლონებზე, მუდმივი საბოტაჟის და შეიარაღებული იერიშის მიტანა.

 

ასეთ პირობებში პარტიზანული რაზმები ადვილად გადაადგილდებიან და ადვილად გადააქვთ შეიარაღება. ცნობილია აგრესორის მიერ ტერიტორიის, ან მნიშვნელოვანი ობიექტების გარშემო პოსტების და საგუშაგოების მოწყობის ტაქტიკა, რომლებიც თავისი საბრძოლო შესაძლებლობებით ჩამოუვარდება ძირითად ქვედანაყოფებს და დამოკიდებულები არიან გარედან დახმარებაზე, მათი განადგურება არის შეიარაღების ალაფის სახით შემატების ერთერთი ძირითადი წყარო, ასევე ცნობილია ცალკეული ოკუპანტის მიერ, იარაღის და საბრძოლო მასალის გაყიდვისადმი მიდრეკილება.

 

როგორც ჩვეულებრივ ასევე პარტიზანული ომის პირობებში, შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა ძირითადად არმიის გადარჩენილ ნაწილებს ეკისრებათ, ხოლო დარჩენილი მოსახლეობის უმთავრესი ამოცანაა, არმიის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნება: დახმარება ინფორმაციით, ფულით, საკვებით, დაჭრილების მოვლა პატრონობით და ა.შ. ეს უნდა ესმოდეს ქვეყნის მთელ მოსახლეობას.

 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს რომ წინააღმდეგობის გაწევის ორგანიზებისათვის საჭიროა ცენტრალიზებული ხელმძღვანელობა, რომელიც ეკისრება შეიარაღებული ძალების გადარჩენილ ხელმძღვანელობას, მათ ასევე უნდა ჰქონდეთ მოსახლეობიდან მოშორებით ბაზები, საწყობები და საბრძოლო მარაგები, მოსახლეობაზე მიყენებული ზარალი მინიმალური უნდა იყოს, ამავე დროს მოსახლეობის მოთხოვნით უნდა იყოს განადგურებული ველურად მოთარეშე რუსული ბანდ ფორმირებები.

 

„ადრე მე ვამბობდი: "იმედი მაქვს ყველაფერი შეიცვლება".

მოგვიანებით კი მივხვდი რომ არსებობს ერთადერთი

ხერხი რომ ყველაფერი შეიცვალოს: "უნდა შევიცვალო თავად".

 

ჯიმ რონი

 

მოდით გადავინაცვლოთ ქართულ რეალობაში, რისი იმედი უნდა გვქონდეს მოახლოებულ ომში?

 

თანამედროვე საქართველოში, არსებული საზოგადოებისაგან პარტიზანული ბრძოლის წარმოების მხარდაჭერა შეუძლებელია!!! ყველა ვინც ოკუპანტის წინააღმდეგ ხელში იარაღს აიღებს განწირულია, მას ისევ ქართველი უღალატებს - ეს არის ჩვენი საზოგადოების მწარე რეალობა და ამომავალი წერტილი.

 

წინ რომ გადავდგათ ნაბიჯი , ამ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და დავიწყოთ საზოგადოების ერად გარდაქმნის რეალური რეფორმები, ეს არ არის მხოლოდ სახელმწიფოს გასაკეთებელი საქმე, ამ პროცესში საქართველოს ყოველი მოქალაქე უნდა იყოს ჩართული.

 

სკოლა, სასწავლო დაწესებულებები და განსაკუთრებით საყოველთაო სავალდებულო სამხედრო სამსახური (დიახ საყოველთაო სავალდებულო) უნდა იქცეს ქართული იდეის, გამავრცელებელ მთავარ ინსტიტუციებად და მხოლლოდ ამის შემდგომ პიროვნებას უნდა ჰქონდეს, სახელმწიფო სამსახურში მოხვედრის პრივილეგია.

 

ერთმანეთის პატივისცემა, სიმამაცე, გამბედაობა, პროფესიონალიზმი, თანამებრძოლისადმი თავდადება და სამშობლოს სიყვარული, უნდა იყოს საქართველოს მოქალაქის სავიზიტო ბარათი, როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო სამსახურებში.

 

გავარკვიოთ რა არის ჩვენი ძლიერი მხარე და რაზე შეგვიძლია თავდაცვის დაფუძნება, ეს არის პიროვნება, მოქალაქე, ზუსტად პიროვნების „გულზე და ტვინზე“ გადის თანამედროვე ომში ფრონტის ხაზი.

 

სიმართლეა ჩინეთის დიქტატორის მაო ძე დუნის გამონათქვამი: „ომი იწყება მაშინ როდესაც ხალხი გადაწყვეტს წინააღმდეგობის გაწევას და არა მაშინ როდესაც მოწინააღმდეგე საზღვარს გადმოკვეთს“ ამის ნათელი მაგალითია ყირიმის ანქსია, უკრაინელები ისე იყვნენ „დამუშავებულები“, რომ ერთი გასროლაც კი არ მომხდარა ისე გადააბარეს რუსებს ყველაფერი.

 

ოკუპაციის პირობებში პიროვნება თავისი ღირსებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პერსონალურად იღებს გადაწყვეტილებას იყოს: სტატისტი, სასარგებლო იდიოტი, დაეხმაროს სხვა მებრძოლებს, თუ აიღოს ხელში იარაღი და პირადად ჩაებას საბრძოლო მოქმედებებში. ამ მიზნით სასარგებლო იქნება განვიხილოთ პიროვნების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, პიროვნების მიერ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ხდება: კულტურის, ინსტიტუციების და ინტერესების კონტექსტიდან გამომდინარე (იდეალურ შემთხვევაში გადაწყვეტილება ამ სამკუდხედის შუაში უნდა იყოს). მტერი ყოველთვის ცდილობს ისეთი ზეგავლენა მოახდინოს პიროვნებაზე, რომ ადამიანმა არ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ცდილობს შეუცვალოს რეალობის აღქმა, დაუმახინჯოს ისტორია, გაუღრმავოს სახელმწიფო ინსტიტუციებისადმი უნდობლობა, ამით ეწინააღმდეგება საზოგადოების კონსოლიდაციას, ასეთი ადამიანი უკეთეს შემთხვევაში, იქნება მარტო მებრძოლი, დროთა განმავლობაში, ასეთი პიროვნება ყველას თვალში აღიქმება მხოლოდ კრიმინალად. ჩვენს ისტორიაში ბევრია ცარისტულ და ბოლშევიკურ რეჟიმებთან მებრძოლი უკმაყოფილო ადამიანები, ისტორიას ისინი შემორჩნენ კრიმინალებად, ტყეში გავარდნილ ფირალებად და არა თავისუფლებისათვის მებრძოლ პატრიოტებად, ნაწილობრივ ეს სიმართლეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყოველი ასეთი პიროვნების საქციელს, საფუძველში უდევს, პიროვნების მჩაგვრელ არაადამიანურ, რეჟიმებთან კონფლიქტის რაიმე კონკრეტული შემთხვევა.

 

იმისდა მიუხედავად მტერი ვინ გვყავს, სამხედრო სპეციალისტების გათვლებით.

 

თუ შევძლებთ და პარტიზანული მოძრაობისათვის შევინარჩუნებთ რეგულარული შეიარაღებული ძალების 10%-ს, მოწინააღმდეგე, პარტიზანული მოქმედებების გასანეიტრალებლად, იძულებული იქნება ქვეყანაში განალაგოს საკმაოდ დიდი ძალები და საშუალებები, რომელთაც დასჭირდებათ განთავსება, ლოჯისტიკური მომარაგება, ტვირთების ტრანსპორტირება და მომსახურება, ეს ის ადგილებია სადაც დარტყმა ყველაზე ეფექტურია. თუკი მტერი სწრაფად განაიარაღებს ჩვენ შეიარაღებულ ძალებს, მტერი შედარებით მცირე ძალებით, ჩვენივე მე 5-ე კოლონის და ჩრდილოკავკასიელი ბანდიტების დახმარებით, შედარებით სწრაფად შეძლებს მთელი ერის და ქვეყნის დამონებას.

 

ხელისუფლების ოფიციალური კაპიტულაცია არ უნდა იყოს შეიარაღებული წინააღმდეგობის შეწყვეტის საბაბი. ამ მომენტიდან ქვეყნის ბედი დამოკიდებულია საზოგადოების ერთობაზე და იმ სამუშაოზე რასაც სახელმწიფო მშვიდობიანობის დროს აკეთებდა თავდაცვისათვის: სარეზერვო სისტემაზე, სამობილიზაციო მზაობაზე, რესურსებზე, ტექნიკაზე, მეგობარი ქვეყნების დახმარებაზე, სამხედრო ალიანსებზე. ზუსტად ამიტომ, მნიშვნელოვანია მშვიდობიანობის დროს, შეიარაღებული ძალების თავდაცვის ეფექტური სტრუქტურა, ლიდერების აღზრდა, პატრიოტული განათლება, კარგი შეიარაღება, სამხედრო მრეწველობის არსებობა და ა. შ.

 

მსოფლიოში ბევრია მცირე ქვეყნების წარმატებული თავდაცვის მაგალითები. ჩვენთან ყველაზე ახლოა და მისაღები: შვეიცარიის, ისრაელის , ფინეთის და ბალტიისპირეთის თავდაცვის გამოცდილების შესწავლა. რა თქმა უნდა აღნიშნული სტრატეგიები პირდაპირ გადმოსატანი არ არის, და მოსარგებია საქართველოს რეალობაზე, შევეცდები მოგცეთ ჩემი რეკომენდაციები აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

შვეიცარიას აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული და განხორციელებული საყოველთაო სარეზერვო სამსახურის სისტემა. ამ სისტემას ემატება მოქალაქის პატრიოტიზმი, საბრძოლოდ გაწვრთნილი მოსახლეობის მზაობა დაიცვან სამშობლო, ოჯახი ან თავისი უფლებები, კარგი ინფრასტრუქტურა, შესანიშნავი გზებით, მთებში ადვილად დასაცავი გვირაბებით, დღესაც მიწისქვეშა ავტოსადგომები შენდება დაბომბვის გამძლეობის ნორმების გათვალისწინებით. საკუთარი სახლის მშენებლობისას ითვალისწინებენ მიწისქვეშა თავშესაფრების მშენებლობის ნორმებს. ყველასათვის ცნობილია მთის სიღრმეში გამოჭრილი აეროდრომების, სამედიცინო დაწესებულებების შესანიშნავი ინფრასტრუქტურის არსებობა. დასაწყობებულია რესურსები, მთებში მტრისათვის ძნელად მისადგომ ადგილებში განლაგებული აქვთ საკვების, იარაღის, ამუნიციის, მედიკამენტების საწყობები.

 

ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები მტრისათვის შეუძლებელს ხდის ამ ერის დაპყრობას.

 

რა თქმა უნდა ასეთი სისტემის ჩამოყალიბებას დიდი დრო სჭირდება, ამ სისტემის მშენებლობა შვეიცარიამ 30-იანი წლების დასაწყისში დაიწყო, მაშინ როდესაც გერმანიაში ადოლფ ჰიტლერი მოვიდა ხელისუფლებაში. შედეგად, შვეიცარიელებმა შეინარჩუნეს და იხსნეს სამშობლო დაპყრობისაგან, ამით გადაურჩნენ მეორე მსფლიო ომის საშინელებებს, ეს არის ერისა და ხელისუფლების ურთიერთ თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი.

 

ისრაელის მაგალითზე, როგორც ჩვენ, მათაც დიდი ხნის განმავლობაში დაკარგული ჰქონდათ სახელმწიფოებრიობა, ხალხი გადაეჩვია თავისი დაცვისათვის ბრძოლას, მათ გადაიტანეს გენოციდი და გარშემორტყმული არიან, მტრულად განწყობილი ქვეყნებით, სახელმწიფოს ჩამოყალიბება ომის პირობებში მიმდინარეობდა. ჩვენ ასეთ სცენართან ახლოს ვართ.

 

ბალტიისპირეთის ქვეყნები და ფინეთი ჩვენსავით დიდი დროით დაპყრობილები იყვნენ რუსეთის იმპერიის მიერ და მნიშვნელოვანია მათი თავდაცის სისტემის შესწავლა. ეს ქვეყნები ყოველდღიურად ცვლიან და აახლებენ თავდაცვის კანონებს, უნეგავენ მოსახლეობას პატრიოტიზმს, მუდმივად ატარებენ რეზერვისტების წვრთნებს, როგორც თვითონ ასევე პარტნიორი ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად.

 

ეფექტური თავდაცვის მისაღწევად ძალისხმევის ძირითადი სფეროებია: პატრიოტული აღზდა, სამხედრო მრეწველობის განვითარება, საყოველთაო სამხედრო სამსახურის დროს სამხედრო სპეციალობების შესწავლა, რეალისტური წვრთნები, რესურსების შექმნა, თავდაცვის ინფრასტრუქტურა, მაღალტექნოლოგიური შეიარაღება, მოლაპარაკებები მეგობარ სახელმწიფოებთან: ლტოლვილების შეფარებაზე, იარაღის მოწოდებაზე, პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებაზე.

 

თანამედროვე შეიარაღებასთან ერთად, არმიის ეფექტურობა მის სარდლობაზეა დამოკიდებული. ადამიანებზე, რომლებმაც ზუსტად იციან, რა დროს რომელი ბრძანების გაცემაა საჭირო და ისიც ესმით, თუ რამდენ სირთულესთან იქნება დაკავშირებული ამ ბრძანების შესრულება.

 

ბრძოლებს, ბატალიებსა და ომებს არმიები იგებენ, მაგრამ ამ არმიების უკან სწორედ ის ერთეული სარდლები დგანან, რომელთა დაგეგმარებითა და სწორედ გათვლილი ნაბიჯებით აღწევენ გამარჯვებას. ზუსტად ამიტომ საზოგადოებისათვის საინტერესო უნდა იყოს: ვის აძლევენ სარდლობის თანამდებობას, ან გენერლის წოდებას, რა განათლება და დამსახურება ან რა პრაქტიკული კომპეტენცია გააჩნიათ.

 

განათლება და პატრიოტული აღზრდა არის ერის თადაცვის სისტემის საფუძველი, ამაზე დაყრდნობით დგება სტრატეგიული განვითარების კონცეფციები და გეგმები, თუ ერი თავდაცვის ფუნდამენტალურ საკითხებში არ არის კონსოლიდირებული, ვერცერთი სტრატეგია ვერ განხორციელდება, ზუსტად ამიტომაა, რომ თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის ცვლილებას სტრატეგიის ცვლილება მოჰყვება, ასეთ ვითარებაში ვერცერთი რეფორმა ვერ განხორციელდება.

 

რაც მალე დავიწყებთ ერის ჩამოყალიბებას მით უფრო უკეთესი მომავალი გვექნება. თუ მეთანხმებით, დავიწყოთ ძალიან მარტივი ჭეშმარიტების დაცვით და საყოველთაოდ გავრცელებით:

 

„საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო, ომი ახლაც მიმდინარეობს“, „საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთმა ეთნოწმენდა აფსუების, „სამხრეთ ოსების“, სომხების და ჩრდილოკავკასიელი ბარბაროსების ხელით ჩაატარა“, „რუსეთი ოკუპანტია“, „რუსეთი არ არის ქრისტიანობის დამცველი“ „სტალინი ჯალათია“და ასე შემდეგ. ასეთი ჭეშმარიტებების დანერგვას პარტიულობა ან ზევიდან მითითება არ სჭირდება, ეს საერთო პრობლემაა, ამიტომ ასე უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, ასეთი რიტორიკა უნდა გვესმოდეს მასმედიის საშუალებებიდან, ამაზე უნდა გვქონდეს საერთო ეროვნული თანხმობა, ასე უნდა ვასწავლიდეთ შვილებს, ამაზე არ უნდა ვკამათობდეთ.

 

აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, მხედველობაში მაქვს: ქართველი მოსახლეობის პასპორტების ჩამორთმევა, ან ცხინვალის რეგიონში ქართული სოფლების განადგურება, ჩვენს საზოგადოებაში, ქართველების გენოციდად რატომ არ არის შეფასებული და რატომ არ მიდის ამ ტერიტორიებზე ქართველების ეთნიკური წმენდის საერთაშორისოდ აღიარების პროცესი. თუ კარგად შევისწავლით ომის აქტიური ფაზის შემდგომ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ქართული ეროვნების სამოქალაქო პირების დახოცვის, ძალადობის და დაყაჩაღების შემთხვევებს ჩვენ აღმოვაჩენთ, ეროვნულობის ნიშნით ქართველების გენოციდის დამახასიათებელ მაგალითებს.

 

რა თქმა უნდა მე არ მოვუწოდებ შურისძიებისაკენ, მე ვფიქრობ, ქართველების გენოციდის ჩამდენი პირები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუსჯელად არ უნდა დათარეშობდნენ, ყოველი ასეთი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეები გამოვლენილი და დასჯილი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა და ეროვნული პასუხისმგებლობა, ჩვენი მომავალი თაობების წინაშე, რომ ისტორიაში ეს პერიოდი ქართველების სირცხვილად არ შევიდეს: „არცერთი ქართველი არ არის პასუხისმგებელი მომხდარ მოვლენებზე, არც სამხრეთ ოსის, არც აფსუას და მითუმეტეს არც რომელიმე რუსის წინაშე და ბოდიში მოსახდელი არავისთან არაფერი არა გვაქვს“

 

ჩვენ შეზღუდულები ვართ რესურსებით, ჩვენს გარშემო მიმდინარე ნეგატიურ მოვლენები საჭიროა ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, არ უნდა ვთქვათ უარი სამშვიდობო მისიებში მონაწილეობაზე, ამ ქმედებებით ჩვენ ვიძენთ მეგობრებს და ვწვრთნით ჯარს. მიზანშეწონილად მიმაჩნია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობისაგან საბრძოლო ქვედანაყოფების შექმნა, აუცილებელია პარტიზანული ჯგუფების შექმნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ინფორმაციის მოპოვების და ქართული მოსახლეობის დამაწიოკებელი კრიმინალების ლიკვიდაციის მიზნით. ჩვენ არ უნდა ვუკრძალავდეთ და უნდა ვეხმარებოდეთ დევნილ მოსახლეობას, შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევაში და ოკუპანტების განადგურებაში. ასეთი მოქმედებების საბოლოო მიზანია: პარტიზანული ბრძოლისათვის კარგად მომზადებული და მოტივირებული ჯარის გაწვრთნა. სანამ ვინმე დაიწყებს საქართველოს წინააღმდეგ რაიმე სახის საბრძოლო მოქმედებებს უნდა იცოდეს, რომ ოკუპაცია ძვირად დაუჯდება. ჭკვიანურად ჩატარებული კრიმინალების პატარა (ქირურგიული სიზუსტით) ლიკვიდაციის ოპერაციები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არასოდეს არ გადაიზრდება დიდ ომში, დევნილებს უფლება აქვთ იბრძოლონ ნაცისტური, მჩაგვრელი ოკუპანტის მიერ, თავს მოხვეული მარიონეტული რეჟიმების წინააღნდეგ, თავისი პიროვნული ღირსების და თავისი უფლებების დასაცავად.

 

ერის კონსოლიდაციის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს პარტიზანული მოქმედებები: ჩასაფრებები, საკვანძო სამხედრო მეთაურების, მარიონეტების, მოღალატეების, გამორჩეული მოძალადეების განადგურების ოპერაციები, წინააღმდეგობების გაწევის გეგმების, მეთოდების და ტაქტიკის დახვეწა, პირადი შემადგენლობის განსაკუთრებით დევნილი მოსახლეობისაგან შედგენილი პარტიზანული რაზმების ფორმირება და ა. შ. მე არ მესმის რატომ არ ვებრძვით ოკუპანტებს ოკუპირებელ ტერიტორიებზე და რატომ არ მიმდინარეობს ქართველების დახოცვაში მხილებული პირებზე „ნადირობა“, რატომ არ არიან ამ პროცესში ჩართული დევნილები. ალბათ დამეთანხმებით დევნილების მუდმივ საცხოვრებელ ადგილას დასაბრუნებლად, მხოლოდ ბინების და დახმარებების დარიგება, არ არის საკმარისი.

 

ყველა უნდა ვებრძოლოთ ასეთ გამოთქმას: „ამით რუსეთს ომს ვერ მოვუგებთ“ ამ გამოთქმას ძირითადად იყენებენ: არაპროფესიონალი, მლიქვნელი პოლიტიკოსი მედროვეები, მათ შორის მაღალი რანგის სამხედროები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში როდესაც, უნდათ თავისი უმოქმედობა ან აშკარა ღალატის შენიღბვა. ეს გამოთქმა მშიშარა, არაპროფესიონალი ინდივიდის თვითლუსტრაციაა, ასეთი არსებებიდან გამოდიან კოლაბორაციონისტები და თავისივე ხალხის ჯალათები, მათ არაფერი არ ესაქმებათ ხელისუფლებაში და საერთოდ პოლიტიკაში.

 

შემდეგი რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, არის ერის ჩამოყალიბების პროცესში ეროვნული უმცირესობების მონაწილეობის აუცილებელობა, ამით ჩვენ ვადასტუებთ ქართული სახელმწიფოში მათ სრულფასოვან წევრობას, ჩვენი წინაპრები ერთმანეთთან კარგად თანაარსებობდნენ. ჩვენი ერისათვის კუთხური, რელიგიური, ნაცისტურ-შოვინისტური რადიკალიზმი, რუსეთიდან შემოტანილი თავსმოხვეული თვისებაა. აუცილებელია ვიმუშაოთ ამ ჩვევების გასანეიტრალებლად, ჩვენ შევძლებთ! არა გვაქვს ფუფუნება ვიყოთ პესიმისტები და „ბაბაია“-ს ვეძახდეთ მტერს, ჩვენ ხომ არ გვინდა ლაჩრებად და უნიათოებათ შემოვრჩეთ ისტორიას. „ჰომოსოვეტიკუსი“თაობის ფობიები და მუდმივი დამნაშავის კომპლექსი: თითქოს რაკი ქართველი ვარ ამიტომ დიდ „ძმას“ მადლობას და მის მარიონეტებს მუდმივად ბოდიშებს უნდა ვუხდიდეთ უნდა ამოვძირკვოთ ერთხელ და სამუდამოდ.

 

მე მჯერა ახალგაზრდების, ისინი ჩვენზე უკეთესები, თავისუფლები იზრდებიან, მათია მომავალი, იქნებ მათ შევეკითხოთ როგორ საქართველოში უნდათ ცხოვრება და მივცეთ სახელმწიფოს მართვის სადავეები. ახლა კი როდესაც სიხარულით გვამცნობენ, რომ 2017 წლიდან უქმდება სავალდებულო სამხედრო სამსახური, ეს მხოლოდ მომავალი თაობისათვის თავდაცვის უფლების წართმევაა. პირიქით საჭიროა სავალდებულო სამსახურის რეფორმირება და ქვეყნის ინტერესებზე მორგება. ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს თავისი ადგილი და როლი მოსალოდნელი შეიარაღებული ინტერვენციის დროს, თავისი როლი ქვეყნის თავდაცვის საქმეში. ამისათვის საჭირო უნარჩვევებსა და ცოდნას კი სავალდებულო სამხედრო სამსახურში და სარეზერვო სამსახურში უნდა იძენდეს.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია