ქურდეე- ე- ები, სიმონ!

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
22-06-2016, 22:22 | კომენტარები | ნანახია - 4076

ქურდეე- ე- ები, სიმონ!

 

ზურა ოდილავაძე

 

რამდენიმე დღის წინ ტელევიზორი ჩავრთე და… გავოგნდი – ეს რას მოვესწარი?! აეროპორტის გამოსასვლელი დერეფნიდან ,,კანონიერი ქურდი“ უტიფრად მიცქერდა!.. ათ წელზე მეტი იქნება, მსგავსი რამ აღარც წარმომედგინა!

 

ამჟამინდელი ხელისუფლების ვიცეპრემიერისა და, შეთავსებით, აღფრთოვანებული მონის შეძახილი გამახსენდა: ,,ჩავედი ქვემოთ და ქურდეე-ები, სიმონ! რვა სული ქურდი, სიმონ, ჩამეხუტნენ, გადამეხვივნენ და აბა, თქვენ იცითო!“.

 

,,კაი ბიჭებმაც“ ,,კაცური სიტყვა“ არ გატეხეს და ,,განაბებს“ იმედი არ გაუწბილეს...

 

აქვე დავძენ, რომ მსგავსი მენტალობის მმართველის პირობებში, ამ ქვეყანაში აღარაფერია გასაკვირი, მაგრამ მე ჯერ გაოცების უნარი მაინც არ დამიკარგავს და თან ბუნებით მკვლევარი ვარ – ,,უფსკრულოლოგიური ფაკულტეტი“ მაქვს დამთავრებული.

 

...და ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა!..

 

გაიხსენეთ, კრიმინალის ექსტრადირების პროცედურა... წარმოიდგინეთ, სამართალდამცავების რამხელა ჯაჭვი იგებს, რომ უმაღლესი ხელისუფალის ბრძანებით, ქურდი უნდა გაატარონ, მეტიც, მის უსაფრთხო გადაადგილებაზეც უნდა იზრუნონ!.. და შემდეგ გვსურს, რომ ეს პოლიციელი ,,ტყვიაზე წავიდეს“?.. ან, საერთოდ, ოდნავ რისკი გაწიოს?! ცხადია, როგორც ადრე, ის კრიმინალს ,,გაგებით მოეკიდება“ და ქურდებს შესაბამის პატივსაც მიაგებს.

 

ეს ფანტასმაგორიული უმსგავსობა – ქართველების ყოველდღიური ყოფის ნაწილი გახდა, ხოლო ჩვენ ამას გულგრილად ვუყურებთ... ამაზე უკვე მთელი ცივილიზებული სამყარო ალაპარაკდა – ,,შოთას, ილიასა და ვაჟას ერს“ კრიმინალებს გვიწოდებენ!

 

ცოტას წავიხუმრებ მაინც, თორემ მეც საშინელ ხასიათზე დავდექი და თქვენაც, ალბათ, დაგანაღვლიანეთ...

 

მოკლედ, ვიზალიბერალიზაციის მაგივრად, ,,პახან ბორიას“, ,,ვეფხვოვკებიან კეტასებში“ გამოპრანჭულ ,,კალ-Ь-ასა“ და მათ ,,პადდელნიკებს“ ევროპელებისგან კატეგორიულად მოუთხოვიათ: ,,ევროპაში არ გვიშვებთ, კრიმინალები ხართო, კაი, თქვე ლიბერასტებო, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩვენი სასიქადულო ქურდები მაინც დაგვიბრუნეთ! ჩვენ ქურდული სამყაროს წევრობაზე კანონს გავაუქმებთ და აქეთ ,,გაგაოცებთ დემოკრატიით“ – დაგასწრებთ და ,,განაბო-ვიზალიბერალიზაციას მშობლიურ მამულში შემოვიღებთ!“.

 

ისე, მართლა მაგარია – თან ,,არჩევნებზე ეთიკური ქცევის კოდექსის“ მიღება, რამე... და თან: ,,დუდუკა“, ,,მახოხია“, ,,ტლიკვა“... ,,კაროჩე, ბრატცი“, ჩავიცუცქოთ და თითო ჭიქა წავუქციოთ წასულებს და ,,ატას, რაზბეჟალის პა ხატამ“ – არჩევნებია, ბრატ, არჩევნები, რაა გაუგებარი, ვახ!

 

ბოლოსკენ ერთ არაქურდულ რამესაც დავამატებ: ,,მე ვიყო ბოზი, იმ ხელისუფლების საქმე წასულია, ქურდების დახმარება რომ დაჭირდება!“...

 

P.S.

 

კახაია, სამტრედიულად გეტყვი: ,,ვის შერჩენია, რაცხაო, შენ ,,დეიღუპე საცხაო“! ველოსიპედი ჩაქოქე და აბა, დროზე...!

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია