რუსული მითების შხამიანი ხიბლი ”ჰომო-სოვეტიკუსებისთვის” - საქართველოს განადგურების აპრობირებული სტრატეგია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
18-08-2016, 23:19 | მსოფლიო | ნანახია - 3408

 

დავით ნებიერიძე

 

”ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ფეხები შეიწმინდა საკუთარ ”გმირზე” - ვლადიმერ ბედუკაძეზე და ნახმარი ნივთების სკივრში მოისროლა. იმ ლოგიკიდან გამომდინარე, რომ ”რა იცი კიდევ რაში დამჭირდებაო”. ხელისუფლების ლოგიკა პატარა ბავშვისთვისაც კი გასაგებია: ბედუკაძისა და ხაჩიშვილის დემონსტრაციული ჩაქოლვის ფონზე თავად წარმოჩენილიყო რუსულ გავლენებთან მებრძოლად და ევრო-ატლანტიკური მიმართულების მთავარ დამცველად. მაგრამ, არა მგონია ამ მარტივი კომბინაციით რაიმე დივიდენდი მიეღოს. ეს ყველაფერი ხომ შიდა ”ქოცური” მოხმარებისაა. იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ”შულავერის კომიტეტი” გვიზის და რეალობა გაცილებით უფრო მძიმეა:

 

- რუსეთის ფასიანი აგენტებით გადავსებული მმართველი პოლიტიკური ძალა.

 

- რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებით გადავსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურები.

 

- რუსეთის ინტერესებზე პირდაპირ მომუშავე მედია საშუალებებით გადავსებული საინფორმაციო სივრცე.

 

- მთლიანად დემოლარიზებული და მოტივაცია მომსპარი ძალოვანი სტრუქტურები. სადაც სამშობლოს სამსახური თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

 

- მცოცავი ოკუპაციის დაკანონება.

 

- მოსახლეობაში საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მოწინააღმდეგეთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა.

 

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი უტყუარად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო ფაქტიურად ჩამოშლილია. კრემლისთვის ასეთი შედეგის მიღების მთავარი მოტივი იყო მოეკლათ საქართველოს მოქალაქეებში ცივილიზირებული სამყაროსკენ სვლის სურვილი და დასავლეთისათვის უინტერესო გაეხადათ საქართველო, როგორც არშემდგარი სახელმწიფო. მოდით სიმართლეს გაvუსწოროთ თვალი და ვაღიაროთ, რომ მოსკოვმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია ამ გზაზე. ახლა კი გადადის მეორე ეტაპზე. სადაც იურიდიულად უნდა დააკანონოს ის მოცემულობა, რომელიც რუსეთს მთლიანად გაუხსნის ხელებს ჩვენი ქვეყნის ჩასაყლაპად. რუსები არ გამოირჩევიან ორიგინალურობით და იგივე კომბინაციას ათამაშებენ, რომლის განხორციელების შედეგადაც დაამხეს 1918 წლის პირველი რესპუბლიკა. როგორც მაშინ ისევე დღეს, რუსეთისგან მოდის ორი მთავარი მოთხოვნა:

 

1. რუსული სააგიტაციო მანქანისა და პრორუსული პოლიტიკური ძალების მოქმედების ლეგალიზაცია. რაც უკვე მიღწეულია და შედეგებსაც უკვე ვიმკით.

 

2. საქართველოს ნეიტრალიტეტი. გნებავთ უბლოკო სტატუსი. ტერმინებს ამ ეტაპზე გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ მოხერხდეს საქართველოს იზოლაცია. გამოირიცხოს საქართველოსადმი მხარდაჭერის სამხედრო კომპონენტი და ინსტიტუციურად ისედაც ჩამოშლილი სახელმწიფო აბსოლუტურად დაუცველი დარჩეს.

 

ფაქტიურად ამ მეორე პირობის მიღწევისთანავე, ხელისუფლება და მისი სატელიტი დანარჩენი პრორუსული პოლიტიკური პარტიები თასზე შემოდებული შემწვარი გოჭივით მიართმევენ საქართველოს პუტინს და პირში წითელი ბოლოკის ნაცვლად ისევ გეორგიევსკის ტრაქტატს ჩაგვთხრიან.

 

მოდით პრაგმატულად გავაანალიზოთ საქართველოში რუსული პოზიციების გაძლიერების მთავარი წყაროები. გარდა კოლაბორაციონისტული ხელისუფლებისა, მოქალაქეთა განწყობებზე მნიშვნელოვნად მოქმედებს რუსული პროპაგანდა, რომელიც ძირითადად ლუბიანკაზე შექმნილი მითებითა და ლეგენდებით ოპერირებს. ამ მითების შექმნის ტექნოლოგიაც ცნობილი და ძალიან მარტივია:

 

- მაქსიმალურად მარტივად ჩამოყალიბებული თემა, ფალსიფიცირებული ფაქტებით რომლის გადამოწმება მინიშვნელოვნადაა გართულებული.

 

- შექმნილი მითი უნდა ეყრდნობოდეს საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბებულ სტერეოტიპებს.

 

- შექმნილი მითი მთლიანად ორიენტირებული უნდა იყოს დაბალი განათლების დონის მქონე მოქალაქეებზე, რომლებსაც მყარად აქვთ შენარჩუნებული საბჭოთა მენტალობა და დღევანდელობისთვის არა ადექვატური უნარჩვევების გამო ვერ ახერხებენ საკუთარი პიროვნების თვითრეალიზაციას ახლად შექმნილ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობაში. ანუ, მითები ძირითადად ორიენტირებულია ”ლუზერებზე”.

 

ლუბიანკაზე ეს მითები იქმნება თემატიკისა და სოციალური სეგმენტების შესაბამისად. ყველაზე ნოყიერი ნიადაგი ამგვარი მითებისათვის არის:

 

- რელიგიური გრძნობები.

 

- თვითმყოფადობისა და ეროვნული იდენტიფიკაციის თემა.

 

- ეკონომიკური თემები.

 

- სოციალური თემები.

 

და ა.შ. აქტუალობის მიხედვით.

 

მოდით მივყვეთ თანმიმდევრულად და შეძლებისდაგვარად მოკლედ ვამხილოთ ეს მითები და ლეგენდები.

 

რელიგიური თემატიკა:

 

მითი N1 - ”ევროპა სატანისტების გაერთიანებაა. რუსეთი კი ერთმორწმუნე სახელმწიფოა”.

 

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ხელმძღვანელი კირილი რუსული სპეცსამსახურების ოფიციალური მაღალჩინოსანია. სათანადო წოდებებითა და რეგალიებით. მას ძირითადი სამუშაო კაბინეტი კრემლში აქვს. ხოლო, თავად საპატრიარქო და წმინდა სინოდი მთლიანად ინტეგრირებულია რუსული დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სპეციალურ სამსახურებში.

 

გარდა ამისა, რუსული ეკლესიის ასაკოვანი იერარქები, რომლებმაც გამოიარეს ბოლშევიკური ეპოქა მხოლოდ იმიტომ გადარჩნენ, რომ აქტიურად თანამშრომლობდნენ ხელისუფლების რეპრესიულ მანქანასთან და თავად შეეზარდნენ ამ სიკვდილის ქარხანას. იქცნენ მისი ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ინსტრუმენტად. უშუალოდ მათი პირადი დასმენისა და მეცადინეობის წყალობით განადგურებულ იქნა ჭეშმარიტ მორწმუნეთა და მღვდელმსახურთა ძირითადი ნაწილი. ვერ გადარჩა ვერცერთი მღვდელმსახური რომელმაც სისხლში არ გაისვარა ხელები.

 

მაგრამ, ეს ისტორიაა. გაცილებით უფრო შემაშფოთებელია ის ფაქტი თუ რა სახე მიიღეს რელიგიურმა ინსტიტუტებმა თანამედროვე რუსეთში და რა ფასეულობებზე დგანან ისინი? ამის ამსახველი უამრავი ვიდეომასალა დევს ინტერნეტში, რომელზეც არ გავჩერდები. მაგრამ, მინდა წარმოგიდგინოთ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლის, ვსევოლდ ანატოლიევიჩ ჩაპლინის (დაბადებული: 1968 წლის 31 მარტს, ქალაქ მოსკოვში) მოსაზრებები ღმერთზე და ადამიანზე; სიყვარულზე და ბოროტებაზე; სინათლეზე და სიბნელეზე; ანუ, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ფასეულობებზე. ზუსტად ჩაპლინის მოსაზრებები და ხედვები. იმიტომ, რომ ეს ადამიანი არის რუსული ეკლესიის პროტოერეი; 2009 წლიდან ის იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების ხელმძღვანელი და რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი პალატის წევრი; ქალაქ მოსკოვის, ნიკიტსკიზე არსებული ”უფლის ამაღლების” სახელობის ეკლესიის წინამძღოლი და მისი ხედვები, მისი ფასეულობები რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოფიციალურად დეკლარირებული ხედვები და ფასეულობებია. ის აჟღერებს მოსკოვის საპატრიარქოს პოზიციებს. აი ამ ბმულზე შეგიძლიათ მოისმინოთ ის შემაშფოთებელი მოსაზრებები და პოზიციები, რომლებიც რუსული ეკლესიის სახელით ამ მსახურმა გამოთქვა მიმდინარე წლის 15 აგვისტოს, რადიო სადგურ ”ექო მოსკვის” პირდაპირ ეთერში, გადაცემაში ”პერსონალურად თქვენი”: http://echo.msk.ru/sounds/1818964.html

 

მე კი გითარგმნით მხოლოდ რამოდენიმე აბზაცს ამ გადაცემიდან:

 

ვსევოლდ ჩაპლინის მთავარი პოსტულატი რომლის გარშემოც მან იმსჯელა ამ გადაცემაში:

 

”ჰუმანიზმი - ეს ანტიქრისტიანული მსოფმხედველობაა. ეს სატანისტური მსოფმხედველობაა.”

 

დისკუსია ძირითადად წარიმართა ივანე მრისხანესა და სტალინის ისტორიული ფიგურების ირგვლივ.

 

წამყვანი 1 - ასე მატივად ხომ სტალინის გამართლებაც შეიძლება.

 

წამყვანი 2 - მთავარია ეფექტური ხელმძღვანელი იყო?

 

ჩაპლინი - მან ძალიან ბევრი გააკეთა. მომისმინეთ, ბოლოს და ბოლოს რა არის ცუდი შინა მტრების რაღაცა ნაწილის განადგურებაში?

 

წამყვანი1 - ადამიანების ფიზიკურ განადგურებაში. ამაშია ცუდი...

 

ჩაპლინი - და რა არის ამაში ცუდი?

 

წამყვანი1 - მათი ფიზიკური განადგურება.

 

ჩაპლინი - რა თქმა უნდა ფიზიკური განადგურება.

 

წამყვანი1 - ადამიანების დახოცვა არ შეიძლება.

 

ჩაპლინი - რატომ არ შეიძლება? ზოგიერთების დახოცვა შეიძლება. საჭიროც კია.

 

წამყვანი2 - ერთი წამით მოიცადეთ. ფიზიკური განადგურება?

 

ჩაპლინი - ზუსტადაც! ზოგიერთის მოკვლა შეიძლება და საჭიროც კია.

 

წამყვანი1 - ვინ ზოგიერთის?

 

ჩაპლინი - დამნაშავეებს ტყუილად ხომ არ ანადგურებენ!?

 

წამყვანი2 - შეგახსენებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია.

 

ჩაპლინი - სულაც არ არის ფაქტი, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. აი ნახეთ, ღმერთიც კი, თუ ძველ აღთქმას წავიკითხავთ, თუ აპოკალიფსისს ვკითხულობთ, ანუ ახალ აღთქმას, ღმერთი პირდაპირ იძლეოდა და იძლევა სანქციას შემდგომშიც უამრავი რაოდენობის ადამიანების განადგურებაზე, რათა სხვებმა ჭკუა ისწავლონ. არა როგორც სასჯელი, არა როგორც შურისძიება, არამედ როგორც ჭკუის სასწავლებელი. საზოგადოებებისთვის ჭკუის სასწავლებლად ხანდახან საჭიროა იმ ადამიანების გარკვეული რაოდენობის დახოცვა, რომლებიც ამას იმსახურებენ.

 

წამყვანი1 - და ამას ვინ წყვიტავს?

 

წამყვანი2 - დიახ. თუ ვინაა სიკვდილის ღირსი და ვინ არა?

 

ჩაპლინი - თუ გნებავთ უფლის ნება და ხალხის ნება, რომელიც ხელისუფლების ნებას უნდა ემთხვეოდეს (ამ მომენტს მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო: ანუ, უფლისა და ხალხის ნება ხელისუფლებასთან უნდა იყოს შეთანხმებულიო). აი თქვენ ძალიან გიყვართ ბატონი პუტინი. ოღონდ ადრეული პუტინი მაინც ტექნიკური მენეჯერი იყო. მან პროდასავლური პროგრამა მიიღო, რომელიც აქ ხალხის ნების უგულველყოფით შემოგვატენეს და ის ძალიან მოსწონდათ მათ რომლებიც ამ პროგრამას ახორციელებდნენ, აყალიბებდნენ. აი მერე კი, ალბათ 3-5, შეიძლება ცოტა მეტი წლის შემდეგაც პუტინმა დაიწყო ხალხზე ყურის მიგდება და იმიტომაც გახდა პუტინი და არა გრეფი 2-ი, ან ჩუბაისი 2-ი.

 

წამყვანი1 - თუ ხალხმა დაიწყო მისთვის ყურის დაგდება? იმიტომ, რომ როგორც ცნობილია ხალხი ადვილად სამართავი სუბსტანციაა და მას რასაც გინდა იმას აუხსნი.

 

ჩაპლინი - არა. არა.

 

წამყვანი2 - იმის ახსნაც შეიძლება, რომ ამის მოკვლა შეიძლება, იმისი კი დასჯა...

 

ჩაპლინი - ხალხის მუხლზე გადამტვრევა ძალიან რთულია. ზოგიერთმა სცადა კიდეც: პეტრე პირველმა, გორბაჩოვმა, ლენინმა, ბოლოს და ბოლოს სტალინმაც კი, ახალგაზრდობაში. სტალინმაც როგორც ტიპიურმა მეამბოხემ და რევოლუციონერმა ისე დაიწყო. პრაქტიკულად ტერორისტი იყო. ყაჩაღობდა და ფულს იტაცებდა. შემდეგ კი ყური მიუგდო ხალხის ხმას, შეეწყო ხალხს. აი რუსეთში ხელისუფლებას არ გააჩნია მომავალი თუ ის ხალხის ინტუიციას სრულებით არ ემთხვევა.

 

წამყვანი1 - მიპასუხეთ თუ შეიძლება, პიროვნულ შეკითხვას დაგისვამთ: თქვენი რწმენა როგორ შეესაბამება მკვლელობებს, ფაქტიურად ადამიანების ხოცვას?

 

ჩაპლინი - როგორ და პირდაპირ. ღმერთი თავად ანადგურებდა მთელ ხალხებს. ეს ხომ ძველი აღთქმიდანაც კარგად ვიცით. ის სიკვდილით სჯის ადამიანთა უზარმაზარ მასებს. მათ შორის ქალებსაც, ბავშვებსაც, ინვალიდებსაც და ა.შ. ამის შესახებ აპოკალიფსიდანაც ვიცით.

 

წამყვანი1 - თქვენ ახლა ალბათ ბუნებრივ კატაკლიზმებს, კატასტროფებს გულისხმობთ, ალბათ, ხომ?!

 

ჩაპლინი - არა. ეს პირდაპირ ღმერთის ნებაა.

 

წამყვანი2 - არა, მე ვგულისხმობ, რომ არა ადამიანის ხელით.

 

ჩაპლინი - ეს სიკვდილის ანგელოზების გამოშვებაა... შეიძლება ადამიანთა ხელითაც კი. ომები ძალიან ხშირად ადამიანების დასასჯელად და ჭკუის სასწავლებლად იგზავნება ღმერთისგან. სხვისთვის ჭკუის სასწავლებლად. აი ეს ჰიპერტროფირებული შიში, რომ - ღმერთის სურვილით, ან უკიდურეს შემთხვევაში ღმერთის დაშვებით ნადგურდება ან უნდა განადგურდეს ადამიანთა უზარმაზარი რაოდენობა, ან თუნდაც გარკვეული რაოდენობა. ეს შიში ჰუმანისტების მოგონილია - ”რაც გინდა ის, ოღონდ ომი ნუ იქნება”; ”რაც გინდა ის, ოღონდ ნუ განადგურდება ხალხის გარკვეული რაოდენობა”. აი ზუსტად ეს არის აბსოლუტურად უტოპიური და საზოგადოების მომდუნებელი იდეოლოგია. რომელიც სინამდვილეში სულ რაღაც რამოდენიმე ათწლეულის წინ შემოგვიგდეს. აი იმ თქვენთვის საყვარელმა ამერიკელებმა და დასავლეთ ევროპელებმა შემოგვიგდეს. რომლებმაც ათწლეულების წინ ძალიან კარგად გაანადგურეს ერთმანეთი და ძალიანაც გამართლებულად თვლიდნენ ამას (ამ წინადადებაში აშკარად იზიარებს და ეთანხმება ფაშიზმის იდეოლოგიას). მაშ ასე, აი ამ პაციფიზმის შირმის უკან სინამდვილეში მათი ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი იმალება. იმათი რომლებსაც არ შეუძლიათ და არ არიან მიჩვეულნი ღია ბრძოლაში გამარჯვებას და ცდილობენ ეშმაკობით, მოქრთამვით, ზეწოლით ან პოლიტიკური მანიპულაციებით გაიმარჯვონ.

 

ეს მცირე მონაკვეთი ”ექო მოსკვის” გადაცემიდან ინტერესის გასაღვივებლად მოგიყვანეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ზემოთ მოცემულ ბმულზე აუცილებლად გადახვალთ და გულმოდგინედ, სრულად მოუსმენთ ამ გადაცემას. რუსული ეკლესიის, მოსკოვის პატრიარქატის, რუსეთის ერთმორწმუნეობის ლუსტრირებისა და მხილების უკეთეს საშუალებას ვერც მოვძებნით. რუსული ეკლესია ჯოჯოხეთის ცოფიანი ძაღლია, რომელიც პუტინმა და მისმა წინამორბედებმა მოუსიეს საქართველოს და ყველა იმ სახელმწიფოებს რომელთა ოკუპაციისა და გადაყლაპვის სურვილიც გაუჩნდათ. რუსეთის ერთმორწმუნეობა და ”საერთო რელიგიური ფასეულობები” ის გამაყუჩებელია, ის ნარკოტიკია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განადგურებისგან მიყენებული ტკივილი უნდა გაგვიყუჩოს. საქართველოს ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე ეს საშინელი იარაღი ყველაზე ეფექტურად სწორედ რუსეთმა გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ. არავის ისე პირობითად უმტკივნეულოდ და ხანგრძლივი პერიოდით არ მოუხდენია ჩვენი სახელმწიფოს ანექსია და ფაქტიურად ასიმილირება, როგორც ეს რუსეთმა მოახერხა. ამისი განხორციელების მთავარი იარაღი კი ზუსტად ფსევდო ერთმორწმუნეობა იყო. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: რუსეთის ეკლესია და მოსკოვის საპატრიარქო ჯოჯოხეთის ცოფიანი ძაღლია!

 

ასეთივე მითი და რუსეთის მხრიდან სახიფათო მცდელობაა ევრო-ატლანტიკური სივრცის დემონიზირება:

 

- გეი-ევროპა.

 

- ამერიკა გვაპიდარასტებს.

 

- ევროპაში ინცესტი დაკანონდა.

 

- ამერიკა ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას გვაიძულებს.

 

- ევროკავშირი დალპა და იშლება.

 

- ამერიკას სატანა მართავს.

 

- ამერიკელები ძალით უკეთებენ მორფს ჩვენს ახალგაზრდებს.

 

და მრავალი სხვა ასეთი სისულელე.

 

21-ე საუკუნეში ძალიან მარტივია ინფორმაციასთან წვდომა. ამიტომ, ლუბიანკაზე შექმნილი ეს ლეგენდები მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც არასათანადო განათლების დონისა და არაადექვატური უნარჩვევების გამო, ასევე მატერიალური სიდუხჭირის გამოც შეზღუდული აქვთ ინფორმაციასთან წვდომა და შემოიფარგლებიან რუსული საინფორმაციო საშუალებებით. სამაგიეროდ, მოსკოვიდან ინტენსიურად მოძღვრავენ ჩვენს მოქალაქეებს იმ მითებით, რომ ”რუსეთი სისპეტაკე და უფლის საყდარია”; ”რუსეთი ახალი ბიზანტიაა”; ”რუსეთი მესამე რომია”; ”რუსეთი დაამარცხებს მხეცს”.

 

მოდით უბრალოდ ჩავიხედოთ სტატისტიკაში:

 

სატატისტიკური მონაცემები და რეიტინგები აღებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, ”როსპოტრებნადზორის”, სახელმწიფო სათათბიროს, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს, მსოფლიო ბანკის და მრავალი სხვა მსოფლიო მასშტაბის ორგანიზაციების მონაცემთა ბაზებიდან.

 

- ნარკომანია:

 

რუსეთი იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოში ჰეროინის მოხმარების მოცულობით. მის წილად მოდის ჰეროინის მსოფლიო მოხმარების 21%-ი. ხოლო, ოპიუმის შემცველი ნარკოტიკების მსოფლიო მოცულობის 5 %-ი.

 

ნარკოტიკების მოხმარების რეიტინგში რუსეთი მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ევროკავშირის შემდეგ. მაგრამ, ეს მონაცემები ეხება ნარკოტიკების სრულ სპექტრს. ევროკავშირში მოხმარებული ნარკოტიკების ძირითდი ნაწილი განეკუთნება მსუბუქი ნარკოტიკების კატეგორიას. მოკლედ რომ ვთქვათ, ევროპა ძირიტადად ”პლანზე ზის”. აი რუსეთი კი ლიდერობს მძიმე ნარკოტიკების მოხმარების რეიტინგში. სტატისტიკური მონაცემები იმდენად კატასტროფულია, განსაკუთრებით ხელოვნური, სინთეთიკური მძიმე ნარკოტიკების ნაწილში, რომ რუსეთის დემოგრაფიულ მომავალზე საუბარი და კამათი უბრალოდ აზრს მოკლებულია.

 

- მკვლელობები:

 

რუსეთის ფედერაცია იკავებს პირველ ადგილს მსოფლიოში მოზარდთა/ახალგაზრდების შორის მკვლელობების რაოდენობით. რაც შეეხება ევროპას: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ევროპაში ძლადობის შედეგად ყოველდღიურად დაახლოებით 40 ახალგაზრდა იღუპება, რომელთა ასაკი მერყეობს 10-დან 29 წლამდე. ანუ დააxლოებით 15 ათასი ახალგაზრდა წელიწადში. ასეთი ტიპის სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირებულია რუსეთის ფედერაციაში: 15,85 ახალგაზრდა 100 ათას მოსახლეზე. ამ მონაცემებით მეორე ადგილზე იყო ალბანეთი - 11,2 ყოველ 100 ათას მაცხოვრებელზე.

 

სხვადასხვა წლებში რუსეთს მყარად ეკავა და უკავია პირველი ადგილი ყველა ასაკის მოქალაქეებს შორის სუიციდის შემთხვევების სტატისტიკაშიც. ყოველწლიურად საშუალოდ 19-20 მოქლაქე ყოველი 1000-დან სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. რაც სამჯერ აღემატება მსოფლიო მაჩვენებელს. აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ყოველ ერთ დაფიქსირებულ თვითმკვლელობის შემთხვევაზე საშუალოდ 200-მდე განუხორციელებელი თვითმკვლელობის მცდელობა მოდის. ალბათ ხვდებით რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე!?

 

- დემოგრაფია:

 

რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს მოსახლეობის რაოდენობრივი შემცირების აბსოლუტური სიდიდით. რუსეთის მოსახლეობა ყოველწლიურად საშუალოდ 800 ათასი ადამიანით მცირდება და ეს აღმავალი ტრენდია. მაგალიტად 2014 წლის მონაცემებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შეადგენდა 13,8 ადამიანი ყოველ 1000 მაცხოვრებელზე. ამგვარი მონაცემებით რუსეთის ფედერაცია ისეთი ქვეყნების გვერდით დგას როგორებიცაა სომალი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ჩადი, ლესოტო, სვაზილენდი და ა.შ.

 

რუსეთი მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს განქორწინებებისა და ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვების რაოდენობის მიხედვით. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით რუსეთში განქორწინებების 80%-იანი მაჩვენებელია. ამავდროულად, პირველად შექმნილი ოჯახების დანგრევის 60-70%-იანი მაჩვენებელი ფიქსირდება. ხოლო მეორედ შექმნილ ოჯახებში მაჩვენებელი 60%-ის ფარგლებშია.

 

რუსეთის ფედერაცია მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს უპატრონო, მიტოვებული და მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვების რაოდენობის მიხედვითაც. ყოველწლიური მონაცემების მიხედვით ასეთი ბავშვების რაოდენობა რუსეთის ფედერაციაში მერყეობს 630 ათასიდან 720 ათას ბავშვამდე. ყოველწლიურად 40-50 ათასამდე მშობელს სახელმწიფოს მიერ ერთმევა მშობლის უფლებები. ხოლო მათი შვილები ხვდებიან უპატრონო ბავშვთა სახლებში. ამ მოვლენის მთავარი მიზეზიც ალკოჰოლიზმია.

 

აბორტები:

 

მაგალითად 2012 წლის მონაცემებით რუსეთის ფედერაცია ლიდერობდა აბორტების რაოდენობით მსოფლიოში. განსაკუთრებით კი უკანონო აბორტების რაოდენობით. არაოფიციალური მონაცემებით რუსეთში ყოველწლიურად 3-დან 6,5 მილიონ აბორტამდე კეთდება. რაც დაახლოებით შვეიცარიის მოსახლეობის რაოდენობას უტოლდებ და ეს იმ გარემოებაში, როდესაც რუსეთში სტატისტიკურად 7 მილიონამდე წყვილი უნაყოფოა. ანუ, დღეში საშუალოდ 13 ათასი აბორტი. გაერთიანებილი ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით რუსეთში ყოველ 1000 ფერტილური ასაკის მქონე ქალზე 87 აბორტამდე მოდის. ეს კი 17-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე ჰოლანდიაში და 9-ჯერ უფრო მაღალია ვიდრე გერმანიაში. აქვე უნდა გაუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ მაგალითად ჰოლანდიაში ამ სტატისტიკურ მონაცემებში 80%-ს შეადგენს არაჰოლანდიელი ქალების რაოდენობა. რუსეთის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ორსული ქალების 64%-ი აბორტს იკეთებს.

 

- პროსტიტუცია:

 

მაგალითად: რუსეთის ჩრდილო დედაქალაქში - სანქტ პეტერბურგში, რომლის მოსახლოება დაახლოებით 4,5 მილიონ მაცხოვრებელს შეადგენს, პროსტიტუციით დაკავებულია 60-65 ათას ქალბატონამდე. ეს მოსახლეობის 1,4%-ია. შედარებისთვის: ქალაქ ამსტერდამში, რომელიც ”პროსტიტუციის დედაქალაქად” არის აღიარებული და რომლის მოსახლეობაც 800 ათასს შეადგენს, პროსტიტუციით დაკავებულია მხოლოდ 6 ათასამდე ქალბატონი. რაც მოსახლეობის 0,8%-ს შეადგენს.

 

ბოლო პერიოდის სტატისტიკური მონაცემებით რუსეთის ფედერაცია მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების მიხედვით.

 

ავიაკატასტროფები:

 

2011 წელს რუსეთის ფედერაცია მსოფლიოში პირველ ადგილზე გავიდა ავიაკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით. იგივე პოზიცია შეინარჩუნა რუსეთმა 2012 წელშიც (შემდეგი წლების შედარებითი სტატისტიკა ვერ მოვიპოვე.)

 

ნუ გაგეცინებათ, მაგრამ რუსეთის ფედერაცია მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს ფსიქიკური დაავადების მქონე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვითაც. სტატისტიკური მონაცემებით თუ მსოფლიოში ფსიქიატრიული დახმარება ესაჭიროება მოსახლეობის 15%-ს, რუსეთში ეს მაჩვენებელი 25%-ს შეადგენს.

 

თუ რუსეთი მოინდომებს რელიგიურობის მაჩვენებლით შეედაროს ევროპას, მაშინ მინდა გითხრათ, რომ სტატისტიკურად ყოველკვირეულ ღვთის მსახურებას, მაგალითად იგივე ჰოლანდიაში, ესწრება მოსახლეობის 35%-ი. ხოლო, რუსეთში მხოლოდ - 2%-ი (გათვალისწინებულია ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი).

 

და ბოლოს, ციკლიდან ”ტაქსისტების მონაყოლი”:

 

- პუტინი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია.

 

ის რისი დამტკიცებაც შეუძლებელია ან რელიგიაა ან ლეგენდაა. რუსეთის ეკონომიკა და მითუმეტეს პუტინის მატერიალური მდგომარეობა იმდენად დახურული და გასაიდუმლოებული სფეროა, რომ მასზე კამათი აზრს კარგავს. ალბათ რუსეთში პუტინი მართლაც ყველაზე მდიდარი ადამიანია. იმიტომ რომ მის ხელშია არა მარტო სხვისი ფინანსები, ბიზნესი და მატერიალური კეთილდღეობა, არამედ ნებისმიერი რუსი მილიარდერის სიცოცხლეც კი. მის სიმდიდრეზე შეგვიძლია მხოლოდ მისი სასახლეებით და იახტებით ვიმსჯელოთ. მაგრამ მაინც და მაინც ფანტაზიებში ნუ წახვალთ. რუსეთის მთელი სიმდიდრეც რომ ეკუთვნოდეს პუტინს ის მაინც ვერ იქნება მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი. პასუხი მარტივია და გადამოწმებაც შეიძლება. რომ გავაერთიანოთ რუსული კომპანიების, მათ შორის ”გაზპრომის”, ”როსნეფტის”, სხვა ნებისმიერი ზომისა და წონის მეწარმე სუბიექტების კაპიტალიზაციის მაჩვენებელი, ანუ მათი ღირებულება, ის გაცილებით უფრო ნაკლებია ვიდრე ერთი ამერიკული კომპანია ”გუგლის” კაპიტალიზაცია, ანუ ღირებულება - 497,3 მილიარდი დოლარი. შედარებისთვის: ”გაზპრომის” ღირებულება არ აღემატება 41 მილიარდ დოლარს. ხოლო ”როსნეფტის” კაპიტალიზაცია - 50 მილიარდ ამერიკულ დოლარს. ეს ორი კომპანია რუსეთის ყველაზე მსხვილი კომპანიებია.

 

P.S. ბოლო ათწლეულების მანძილზე ნებისმიერი ქვეყნის ლიდერმა, რომელიც მის ქვეყანაში ყველაზე მდიდარი ადამიანი იყო, ბუნებრივი სიკვდილით ვერ დაასრულა თავისი ცხოვრება. თუ ვინმე გადაურჩა ძალადობრივ აღსასრულს, მხოლოდ იმიტომ, რომ ზუსტად ცივილიზებულმა სამყარომ ძალაუფლება დაკარგული ეს ლიდერი სიკვდილს ხელიდან გამოგლიჯა.

 

 

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია