ფუტსალი ანუ მინი-ფეხბურთი 5X5

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
17-11-2016, 14:44 | სპორტი | ნანახია - 1382

ლევან გრიგოლია

თანამედროვე მოსწავლეს, რომელიც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს უშუალოდ სასკოლო გაკვეთილებზე და საშინაო დავალებების შესრულებაში, უწევს მაღალი გონებრივი დატვირთვის ატანა. ამას ახლავს ფიზიკური აქტიურობის მწვავე დეფიციტი. ევროპის, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ჯანმრთელობის და განათლების სამინისტროთა მონაცემებით სკოლაში მოხვედრისთანავე ბავშვის მოძრაობითი აქტივობა სანახევროდ მცირდება და მას გააჩნია შემდგომში შემცირების ტენდენცია დაბალი სასკოლო ასაკიდან მზარდისკენ (მსგავსი სახის გამოკვლევები არ ჩატარებულა, არ ტარდება საქართველოში და გამომდინარე იქიდან, რომ ფაქტობრივად არ არსებობს და აღარ ტარდება ფიზიკური კულტურის გაკვეთილები, ჩვენი შედეგები ბევრად უფრო სავალალო და საგანგაშოა). მოძრაობითი აქტიურობის მწვავე დეფიციტის შედეგად ირღვევა მოსწავლის ორგანიზმის დაცვითი ფუნქციები, იზრდება ჯანმრთელობაში ნეგატიური ძვრების შემთხვევათა რაოდენობა. დღესდღეობით საგანმანათლებლო დაწესებულებათა მოსწავლეების უმეტესობას აღენიშნება მხედველობის გაუარესება, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის პრობლემები, ნივთიერებათა ცვლის დარღვევვა, სხვადასხვა დაავადებათა მიმართ იმუნიტეტის დაქვეითება, არასრულფასოვნად ჩამოყალიბებული სამოძრაო აპარატი, ანატომიური აგებულების დეფექტები.

 

ჩატარებული გამოკვლევები მოწმობს,რომ მოსწავლეთა მხოლოდ 15% შეიძლება მიიჩნეს ჯანმრთელად, 50%-ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, ხოლო 35%-ს ქრონიკული დაავადებები აღენიშნება. ამ გარემოებათა შედეგად ფიზიკური კულტურის გაკვეთილებს დღეს მხოლოდ მოსწავლეთა 75% ესწრება, სპორტულ სექციებში კი ათიდან ერთი ვარჯიშობს. ამავე დროს იზრდება იმ მოზარდთა რიცხვი, რომლებიც ალკოჰოლს და ნიკოტინს ეტანება, ასევე მათი რიცხვი, ვინც ნარკოტიკულ დამოკიდებულებაშია ან ავლენს ასოციალურ მიდრეკილებებს.

 

ამგვარი პრობლემები მოზარდის ჩამოყალიბების ძირეულ ეტაპზე განაპირობებს შემდგომში მისი, როგორც საზოგადოების შემადგენელი ნაწილის, არასრულფასოვნებას. არ ხდება პიროვნების ჯანსაღი ინტეგრაცია ამა თუ იმ სფეროში. შედეგად ვიღებთ ძალადობისკენ მიდრეკილ ფიზიკურად არაჯანმრთელ ადამიანს.

 

ბუნებრივია, მაღალი სასწავლო დატვირთვისა და მოძრაობითი აქტივობის დეფიციტის დროს განსაკუთრებულ აქტუალურობას იძენს სკოლებში ფიზკულტურულ გამაჯანსაღებელი მუშაობის ეფექტური ორგანიზების აუცილებლობა, მით უფრო არასასკოლო საათებში. ასეთი მუშაობის ეფექტურ საშუალებებს რათქმაუნდა მიეკუთვნება ფუტსალი 5X5 (მინი-ფეხბურთი) - ბავშვთა და მოზარდთა შორის პოპულარული თამაში. თამაში,რომელიც გამოირჩევა სიმარტივით, მისაწვდომია და მაღალი ემოციურობით ხასიათდება. ერთი სიტყვით, ფუტსალი 5X5 (მინი-ფეხბურთი),რომლითაც დღეს გატაცებული არიან არა მხოლოდ ჭაბუკები და მამაკაცები, არამედ გოგონები და ქალები, საუკეთესოდაა ადაპტირებული იმისათვის რომ განვითარდეს სკოლებში და შესაბამისად საუკეთესოა მოზარდი თაობის მოძრაობითი აქტიურობის დეფიციტის და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების კარდინალურად გადაჭრისათვის.

 

რატომ ფუტსალი 5X5 (მინი-ფეხბურთი)?

 

გადავავლოთ თვალი ფუტსალის 5X5(მინი-ფეხბურთის) პოპულარიზაციის ზრდას მსოფლიოს მაღალგანვითარებულ ქვეყნებში. გამომდინარე სპორტის ამ სახეობის ხელმისაწვდომობიდან და პერსპექტიულობიდან (მოთამაშეთა მინიმალური რაოდენობა, მცირე სათამაშო დრო,ადგილი და ა.შ) ის ფიფასა და უეფას პრიორიტეტად იქცა. ფუტსალი 5X5 (მინი-ფეხბურთი) თავისებური ტრამპლინია დიდი ფეხბურთისაკენ მიმავალ გზაზე და ამავე დროს სპორტის ცალკე სახეობა, რომელიც პოპულარობით ტოლს არ უდებს სპორტის ისეთ სახეობებს, როგორიცაა კალათბურთი, ხელბურთი და სახელდობრ ფეხბურთი და სრულყოფილია ტურნირებისა და ჩემპიონატების სტრუქტურული მოწყობილობით.

 

დამეთანხნებით, როდესაც ჩვეულებრივ ადამიანს ფეხბურთის თამაშის სურვილი უჩნდება, დღევანდელი ურბანიზაციის პირობებში, მით უმეტეს, მეგაპოლისებში, ის ვერ ნახავს დიდი ფეხბურთისათვის საჭირო ზომის სათამაშო მოედანს, ვერც 22 ანუ 11X11-ზე თანამოაზრეს შეაგროვებს იოლად, ის უბრალოდ თავის მეგობრებთან ერთად ახლომდებარე სკვერსა თუ სხვა მცირე ზომის მოედანზე, დარბაზში ითამაშებს ფუტსალს 5X5 (მინი-ფეხბურთს). სწორედ ამით ხიბლავს სპორტის ეს სახეობა მასებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

 

რა არის ფუტსალი?

 

არსებობს აზრი, რომ ფუტსალი ფეხბურთის პატარა ძმაა, რაც შორსაა რეალობიდან. რასაკვირველია, ის ე.წ. შთამომავალია ფეხბურთის, მაგრამ უამრავ სხვა სპორტის სახეობასთან აქვს კავშირი. დიდი რაოდენობა ფაქტორების გამო ფუტსალის თამაშის ელემენტები და კავშირი სხვადსხვა სპორტთან:

* ხელბურთი - მოედანი, ზოგიერთ მოთამაშეთა პოზიციური განლაგება.

* ხოკეი ციგურებით - ბრუნვა, როტაცია.

* კალათბურთი - ბლოკირება, ზოგიერთი გაგებანი შეტევისა და დაცვის.

* ფეხბურთი - რა საკვირველია.

 

როდესაც სპორტის სხვადასხვა სახეობების ეს ელემენტები გაერთიანდა და დაფუძნდა, ჩამოყალიბდა სპორტის განსხვავებული სახეობა. აქ განცდა სრულიად განსხვავებული შეხედულებანი სიჩქარეზე, ეფექტურობაზე, ტექნიკურ უპირატესობაზე ბურთის ფლობის და ფიზიკური განვითარების მხრივ, საერთოდ ტექნიკაზე, ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე, სოციოლოგიურ და ფსიქოლოგიურ პირობებზე, რომელსაც განაპირობებს თამაშის თავისებურებანი.

 

ფუტსალი ისტორია და მისი დღევანდელი სახე

 

არის დავა, სად გაჩნდა ფუტსალი, ბრაზილიაში თუ ურუგვაიში. ეს არ არის სწორად დასმული შეკითხვა. სიმართლე კი ასეთია, ფუტსალი გამოიგონა ურუგვაელმა სპეციალისტმა ხუან კარლოს სერიანიმ, მონტერეიოში 1930 წელს.

 

თავდაპირველად მის შექმნას ბავშვთა და მოზარდთა ვარჯიშის დატვირთვა ჰქონდა, რაც ძალზედ ჰგავდა ჯეიმს ნეიმსმიტის მიერ შექმნილ სპორტს - კალათბურთს. ფუტსალს თამაშობდნენ კალათბურთის მსგავს (ზომით) მოედანზე, ბორტების გამოუყენებლად.

 

,,Futsal” - დასახელება ესპანურია, ”fútbol de sala”, ხოლო მისი განვითარება და პოპულარიზაცია, როგორც სპორტის ცალკე სახეობის, ბრაზილიელების უდიდესი დამსახურებაა. ფუტსალმა მთელს სამხრეთ ამერიკაში მოიპოვა პოპულარობა.

 

ბრაზილიელები, პორტუგალიელები და სხვა სამხრეთული ქვეყნის წარმომადგენლები ღია ცის ქვეშ იგივე ზომის, მაგრამ სპეციალური გლუვი საფარის (ტენისის კორტის მაგვარი და არა ჩვენში შეცდომით გავრცელებული ხელოვნური ბალახის მოედნებზე) თამაშობენ ფუტსალს.

ფუტსალი ანუ მინი-ფეხბურთი 5X5
ფუტსალი ანუ მინი-ფეხბურთი 5X5
ფუტსალი ანუ მინი-ფეხბურთი 5X5ფუტსალი ანუ მინი-ფეხბურთი 5X5 

პელე, ზიკო, სოკრატესი, ბებეტო, რონალდო, რონალდინიო, რობინიო და უამრავი სხვა, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელები თამაშობდნენ რა ფუტსალს, ხელს უწყობდნენ მის განვითარებას და წეს-ჩვეულებების ჩამოყალიბებას.

 

დღემდე ბრაზილია ფუტსალის ცენტრია, მას უკვე FIFA და UEFA-ს ეგიდით თამაშობენ მთელ მსოფლიოში. ევროპაში ის მოგვიანებით გაჩნდა როგორც ფეხბურთის ნამატი, პოპულარობა მოიპოვა პირველ რიგში იმ ქვეყნებში, სადაც კლიმატი მძიმეა (რუსეთი), ხოლო შემდეგ პოპულარული გახდა რიგ ფეხბურთის ქვეყნებშიც. საქართველოში ფუტსალი 1991 წლიდან არსებობს და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობს, თუმცა რეალობა მოითხოვს ითქვას, რომ სამუშაო საკმაოდ ბევრი გვაქვს.

 

ფუტსალის წესებმა თავისი არსებობის მანძილზე ვრცელი ევოლუცია განიცადა, სხვადასხვა ინტერპრეტაციებითა და ვარიანტებით, რაც განპირობებულია საუკეთესო სანახაობრივი რეზულტატის მიღწევით. რეგლამენტის დახვეწისათვის მუდამ ზრუნავს FIFA და UEFA.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია