ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი ეკონომიკური დივერსია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
9-01-2017, 23:52 | ეკონომიკა | ნანახია - 16196

ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი ეკონომიკური დივერსია

დავით ნებიერიძე

 

ის რაც ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკაში ხდებოდა მთლიანად ემსახურებოდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმებას და მის სრულ ჩამოშლას. მიზეზები და მოტივები სხვა თემაა, რაზეც არაერთხელ გამიკეთებია ანალიტიკური სტატიები. შარშანვე ვწერდი და ვასაბუთებდი, რომ 2017 წელს ხელისუფლებას დაუდგებოდა მწვავე საბიუჯეტო კრიზისი. ეკონომიკური კრიზისის პირობებში კი ბიუჯეტს განსაკუთრებული სირთულეები შეექმნებოდა საგადასახადო შემოსავლების კუთხით.

 

ის ეკონომიკური პროგრამა რომელიც ხელისუფლებამ არჩევნების შემდეგ წარმოადგინა ცალსახად აცდენილია რეალობას და ზოგადად კონტრპროდუქტიულია. როგორც აღმოჩნდა, ამ დივერსანტებმა გაცილებით უფრო დიდი სურპრიზები მოულოდნელად და ფარულად შემოგვაპარეს. აქციზური გადასახადების გაზრდა ამ დამღუპველი სურპრიზების მხოლოდ ნაწილი აღმოჩნდა. ცნობილი გახდა, რომ ყოველგვარი განხილვების გარეშე ივანიშვილის ხელისუფლებამ გადაწყვიტა სული ამოხადოს ბიზნესს და აქამდე არნახული ცვლილება შეიტანა დღგ-თი დაბეგვრის წესებში, რომელსაც მოგების გადასახადის ესტონური მოდელის შემადგენელ ნაწილად შემოგვასაღებენ და ბიზნესზე ზრუნვის სარჩულში გაახვევენ. შედეგად კი ბიზნესის ისედაც უკიდურესად დამძიმებული ყოფა საერთოდ გაუსაძლისი გახდება. ამ ცვლილების მთავარი პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ბიზნესში კიდევ უფრო ნაკლები ფული დარჩება და გაიზრდება საგადასახადო წნეხი. შედეგად კი ეს ცვლილებები აისახება საბოლოო პროდუქტის კიდევ უფრო გაძვირებაზე. არა და ესტონური მოდელი შემოგვასაღეს როგორც ბიზნესის სტიმულირების ინსტრუმენტი და ბიზნესში მეტი ფულის დატოვების საშუალება.

 

ახლა კი მოკლედ განვიხილოთ ამ ცვლილების შინაარსი:

 

აქამდე ავანსად მიღებული თანხები არ ითვლებოდა შემოსავლად და არ იბეგრებოდა დღგ-თი. იმიტომ, რომ ფაქტიურად არ ხდებობა მიწოდების აღიარება ბუღალტრული სტანდარტებიდან გამომდინარე, დარიცხვის მეთოდით. გარდა ამისა ავანსად ჩარიცხული თანხა სულაც არ ნიშნავს, რომ კონტრაქტის პირობები შესრულდება და განხორციელდება მიწოდება. შესაძლებელია ავანსად ჩარიცხული თანხა მეწარმეს უკან დასაბრუნებელიც გაუხდეს. მაგრამ, ახალი წესების თანახმად, ზემოთ განხილულის მიუხედავად, ნებისმიერი ავანსად ჩარიცხული თანხა წინასწარვე დაიბეგრება დღგ-ს გადასახადით. ანუ, კონტრაქტის დასაწყისშივე მეწარმეს გაეზრდება საგადასახადო ტვირთი და შეუმცირდება განსაკარგი ფინანსური სახსრების მოცულობა. რამეთუ დღგ-ს საანგარიშო პერიოდი ერთი თვეა. ხოლო თუ კონტრაქტი ჩაიშალა და ავანსად გადახდილი თანხები მეწარმეს უკან დასაბრუნებელი გაუხდა, ამ თანხებზე დარიცხული დღგ უკვე გადახდილია და მხოლოდ ჩათვლას თუ განახორციელებს. ანუ, ყველა შემთხვევაში მეწარმეს წინასწარ აცლიან ფულს ჯიბიდან.

 

ივანიშვილის ხელისუფლება ხომ ძალიან პრიმიტიულად აზროვნებს. მისი მენტალობა 90-იანი წლების “რეკეტიორის” მენტალობისგან არაფრით განსხვავდება. ახლავე გეტყვით ძირითადად რა პრიმიტიული მოტივაციით იყო განპირობებული ასეთი გადაწყვეტილება: მოგეხსენებათ, რომ ყოველგვარ ადექვატურ მენეჯერულ უნარჩვევებს მოკლებული ხელისუფლება აბსოლუტურად მახინჯი ინსტრუმენტებით მართავს საქმეს. განსაკუთთრებით კი სახელმწიფო ტენდერების სეგმენტში. რომელიც საშინელი კორუფციის წყაროდ გადააქციეს. მემგონი მტკიცება არ ჭირდება, რომ ტენდერების შედეგად კონტრაქტორებს უზარმაზარ თანხებს ავანსად ურიცხავდნენ ბიუჯეტიდან. ხშირად საავანსო გადარიცხვები კონტრაქტის ღირებულების 100%-ით განისაზღვრებოდა. ეს არ ხდებოდა იმიტომ, რომ შემსრულებელს უკეთესი პირობები ქონოდა კონტრაქტის შესასრულებლად, არამედ, პირველ რიგში იმისთვის, რომ კორუფციული მარჟა ნაღებივით პირველივე ეტაპზე მოეხსნათ ჩინოვნიკებს. მათი გაუკუღმართებული აზროვნება კიდევ უფრო შორს წავიდა და ახლა, ამ ცვლილებებით მათ გადაწყვიტეს საგადასახადო სარგებელიც გაზარდონ ამ კორუფციული კონტრაქტებიდან და წინასწარ ამოიღონ ბიუჯეტში დღგ-ს გადასახადი. მერწმუნეთ, მათ საერთოდ არ უფიქრიათ ბიზნესსზე და მაკროეკონომიკურ შედეგებზე. სადაც დიდი ბრუნვები და დიდი ფული დაინახეს იქ დაეტაკნენ. მათი ტვინი ხომ ორსვლიან კომბინაციასაც ვერ ყოფნის... თან საბიუჯეტო სახსრებს ისინი საკუთარ ფულად განიხილავენ. ამიტომ, საბიუჯეტო კრიზისის პირობებში პირველ რიგში საკუთარ კეთილდღეობაზე იზრუნეს და არა ეკონომიკის განვითარებაზე და მის სტიმულირებაზე. ყველაფერი ძალიან მარტივი და ბანალურია. ამ ინსტრუმენტით ხელისუფლება პირველ რიგში ზრდის კორუფციულ ბრუნვას საბიუჯეტო სახსრების განკარგვის ნაწილში. გასცემენ 100%-იან ავანსებს, მაშინვე მოხსნიან კორუფციულ მარჟას (წილს); მაშინვე მოხსნიან დღგ-ს და წინასწარ ამოღებულ სახსრებს მორიგ ტენდერში 100%-იანი ავანსით კვლავ გადაიხდიან და კვლავ საწყის ეტაპზევე მოხსნიან კორუფციულ წილს. ანუ, რაც უფრო გაზრდიან ამ ბრუნვებს წინასწარ ამოღებული დღგ-ს ხარჯზე, მით მეტ ნაღებს მოხსნიან კორუფციული წილის სახით.

 

აი ზუსტად ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც ბიზნესის ტერორი სახელმწიფო პოლიტიკად გადააქცია. ეს ძალიან ძვირი დაგვიჯდება აბსოლუტურად ყველას, განურჩევლად პოლიტიკური კუთვნილებისა და სიმპათიებისა. ხელისუფლება ყიზილბაშებივით თარეშობს და რწყილივით ატყავებს ბიზნესს. ივანიშვილმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება განიხილა, როგორც კონტრიბუციისა და რეპარაციების დაკისრების საფუძველი. ანუ ხალხი და ბიზნესი დამარცხებულ მტრად აღიქვა. დიდი თურქობისა რა მოგახსენოთ, მაგრამ 2012 წლის შემდეგ საქართველოში დიდი ქოცობა დაიწყო და ქვეყანა გავერანების პირამდე მიიყვანა. ვინმეს კიდევ რჩება კითხვა, თუ საქართველოში ეკონომიკის ნაცვლად რატომ აგუგუნდნენ მხოლოდ “დვიჟოკები”?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია