რუსი ოლიგარქის ცუგცვანგი, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტია უკვე წააგო.

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-02-2017, 10:57 | პოლიტიკა | ნანახია - 24506

რუსი ოლიგარქის ცუგცვანგი, ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური პარტია უკვე წააგო.

დავით ნებიერიძე

 

ალბათ გადაჭარბებული არ იქნება თუ გუშინდელ "არჩევანს" რუბიკონის გადალახვას შევადარებთ. იმიტომ, რომ ამ გადაცემით მთლიანად აირია ბიძინა ივანიშვილის გეგმები და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, უკან დასახევი გზები მოეჭრა ორივე მხარეს – ბიძინა ივანიშვილსაც და ხალხსაც. ამიტომ, დღეის შემდეგ ან ხალხი მივაკითხავთ ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ბუნაგში. ან, საყოველთაო უბედურება მოგვაკითხავს თითოეულ მოქალაქეს საკუთარ სახლებში. არ არის საჭირო მე დამიჯეროთ. დაუჯერეთ ისტორიას: არ არსებობს მდიდარი ქვეყანა კლეპტოკრატიული ხელისუფლების, მექრთამე ხელისუფლების პირობებში. მითუმეტეს იმ ქვეყანაში სადაც ვერ მოესწრო საზოგადოებრივი დოულათის დაგროვება. ამიტომ, ქვეყანაში სადაც მოსაპარიც აღარაფერი დატოვეს ქოცებმა, მექრთამე სახელმწიფო მოხელე მკვლელია. ზუსტად აქედან გამომდინარე ვამბობდი ყოველთვის, რომ ეკონომიკური პრობლემების სათავე საქართველოში პოლიტიკურ სიბრტყეში დევს. შესაბამისად ეკონომიკაზე საუბარს და კამათს აზრი არა აქვს თუ არ მოგვარდება პოლიტიკური პრობლემები. მმართველობის ამგვარი მოდელი აპრიორი გამორიცხავს საყოველთაო მატერიალურ კეთილდღეობას და ეკონომიკურ ზრდას. შესაბამისად, რამდენი დღითაც გაუხანგრძლივებთ ჟამს ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, იმდენად გაღატაკდება მოსახლეობა და გავერანდება სახელმწიფო. კლეპტოკრატია და ავტორიტარული მმართველობა შეიძლება ხანგრძლივი იყოს მხოლოდ პეტროეკონომიკის მქონე სახელმწიფოებში. ისიც მაშინ, როდესაც მსოფლიო ფასები ენერგო რესურსებზე ისეთ მაღალ დონეზეა, რომ მმართველს აქვს საშუალება კვირაში ერთხელ თაფლკვერები მიუგდოს ყმებს. გაიაფდა თუ არა ნავთობი, მაშინვე დაინგრა უგო ჩავესისა და მადურას ნავთობით გადავსებული ვენესუელა და იგივე ბედს გაიზიარებს პუტინის რუსეთიც. სხვათაშორის, საბჭოთა კავშირის კრახიც დიდ წილად ნავთობის ფასების ვარდნამ განაპირობა.

 

მოდით ახლა შეძლებისდაგვარად ძალიან მოკლედ გავაანალიზოთ შექმნილი მოცემულობა და მოვლენების განვითარების ყველაზე პროგნოზირებადი ვარიანტები:

 

მემგონი აღარავისთვის არ იყო გასაოცარი "არჩევანში" გაჟღერებული და განხილული უპრეცენდენტო კორუფციული ფაქტები. რომლებითაც გადაჯაჭვულნი არიან ყველა. დაწყებული ბიძინა ივანიშვილიდან და დამთავრებული სასამართლო ხელისუფლების ყველა შტოს წარმომადგენლები. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში აბსოლუტურად ყველა სახელისუფლებო შტო და სახელმწიფო ინსტიტუტი კორუფციაშია ჩაფლული უკვე დეკლარირებული რეალობაა. ეს ფაქტი პირველ რიგში იმიტომ დადგა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ ხუთი წლის მანძილზე მოახდინა ხელისუფლების სრული უზურპაცია და ფაქტიური არაფორმალური მმართველობის დამყარება. რაც შეუძლებელი იქნებოდა თუ ის ინსტიტუციურ მმართველობას არ ჩაანაცვლებდა კორუფციით ძირგამომპალი და კომპრომატებით გადავსებული სახელმწიფო მმართველობით. რომელშიც ყველა მოქმედი პირი კომპრომატებით იმართება. იმიტომ, რომ კორუმპირებული სახელმწიფო მოხელე ყველაზე იოლად სამართავია. თუ დააკვირდებით სახელმწიფო მენეჯმენტში მიზანმიმართულად ხდებოდა ისეთი სელექცია, ისეთი პიროვნებების შერჩევა, რომელთაც საკმაოდ საეჭვო ფასეულობები და კიდევ უფრო საეჭვო წარსული ქონდათ. ხოლო, რაც უფრო "გაფუჭებული" იყო ადამიანი მით უფრო იაფი უჯდებოდა ის რუს ოლიგარქს. მაგრამ, ძალიან ძვირი დაგვიჯდნენ ისინი ხალხს.

 

თუმცა, ივანიშვილმა კორუფციულ ჭაობში ჩაფლო არა მარტო ხელისუფლება, არამედ ოპოზიციური სპექტრის უდიდესი ნაწილი. დაწყებული თავისუფალი დემოკრატებით და დამთავრებული კუბლაშვილის "გირჩით" (ნუ მიწყენენ ის ადამიანები, რომლებიც კუბლაშვილმა უბრალოდ იდეის დონეზე აცდუნა და ბინძურ ფულთან შეხება არა აქვთ). თუმცა, არსებობს "პატრიოტთა ალიანსის" მაგვარი პოლიტიკური ძალებიც, რომლებიც კრემლისა და ბიძინა ივანიშვილის სიმბიოზის პროდუქტია და მარტო ჭორვილელ "ლურჯ მელას" არ ექვემდებარებიან. შედეგად ამ მოსუფთავებულ პოლიტიკურ ველზე ხალხი მხოლოდ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმედად დარჩა. შეიძლება ბიძინა ივანიშვილმა იფიქრა, რომ წაუგებელ პარტიას თამაშობდა და თუ ვერ გაანადგურებდა ნაციონალურ მოძრაობას, მაშინ ოპოზიციურ ველზე მატო დარჩენილ ამ ერთად-ერთ ოპოზიციურ პარტიას ხალხი არ გაყვებაო და შესაბამისად საფრთხეც დიდი ხნის მანძილზე არ დამემუქრებაო. მემგონი ზუსტად ამ შეფასებებში დაუშვა ფატალური შეცდომა "ლურჯმა მელამ". პირველ რიგში იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა დახელოვნებულია მელიებზე ნადირობაში. 2003 წელს გაცილებით უფრო ჭკვიანი "თეთრი მელა" მოვიშორეთ. გარდა ამისა, ნაციონალურმა მოძრაობამ ისეთ ქარტეხილებს გაუძლო და ისეთ ცეცხლში გამოიბრძმედა, რომ არანაირი ბაცილა და ვირუსი აღარ შერჩა მის ორგანიზმს. შედეგად ის დღეს ისეთი ძლიერია როგორც არასდროს.

 

შესაბამისად, გარდაუვალია ძლიერი საპროტესტო აქციათა ტალღების აზვირთება. სადაც ნაციონალური მოძრაობის ლიდერობა უალტერნატოვოა. აქედან გამომდინარე ზუსტად ეს პარტია გადაიქცევა პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრად. მაგრამ, არა მგონია დიდი საზოგადოებრივი გაერთიანების გარეშე, მარტო პარტიული რესურსებით შესაძლებელი გახდეს ბოროტების დამარცხება. თუმცა, დრო სწორედ ამ პროცესებზე მუშაობს. ხოლო, გუშინდელ «არჩევანში» გაშიფრული კორუფციისა და როგორც ქოცებისთვის უკეთესად გასაგებ სლენგზე იტყვიან «ვირთხობის» უპრეცენდენტო ფაქტები აუცილებლად იმუშავებენ მძლავრ კატალიზატორად. მოცემულობა ხომ მარტივია – გაიშიფრა სახელმწიფო დონეზე აყვანილი კორუფციის უპრეცენდენტო ფაქტები. რომლებიც შეზავებულია სისხლის სამართლის დანაშაულების მთელი სპექტრით. ხოლო, თუ ვინმეს გამოგეპარათ იმასაც გეტყვით, რომ «ბიძინას ვირთხები» ამ კორუფციული სქემებით, თავად ბატონსაც «უტეხავდნენ» დიდ ფულს. ამგვარი ბინძური სქემებით და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებით ბიძინა ივანიშვილმა და სუს-მა ედუარდ შევარდნაძეს და მის «რკინის» კაცსაც გადაასწრეს. შედეგად, როგორც მაშინ, ახლაც ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს პასუხი ექნება გასაცემი ხალხისთვის. ზუსტად აი აქ დგება რუსი ოლიგარქი და მისი კორუმპირებული კლანი არჩევანის წინაშე:

 

1. საკუთარი არსებობის ცოტა ხნით გასაგრძელებლად რუსმა ოლიგარქმა ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით მსხვერმპალ უნდა გაიღოს, რომელიმე საკვანძო ფიგურის ან ფიგურების სახით, მისი კორუფციული წრიდან. რომელზეც პირდაპირი მხილებულებების ჯაჭვი გაწყდება. ამას კი მსხვერპლის ან მსხვერპლთა უბრალოდ თანამდებობიდან გადადგომა ან პატიმრობაში გამწესება არა მგონია ეყოს. ივანიშვილის ბეგრაუნდიდან და რუსული ოლიგარქიის ყოფითი წესებიდან გამომდინარე არ გამოვრიცხავ, რომ «გაწყდება იქ სადაც ყველაზე ვიწროა» – ეს მსხვერპლი, ან მსხვერპლთაგან ერთ-ერთი აუცილებლად «თავს მოიკლავს». ან, შემთხვევით ავტო ავარიაში დაიღუპება. ან, უბრალოდ დაიძინებს და ვეღარ გაიღვიძებს. ასეთია მაფიის ანატომია.

 

ივანიშვილთან რა მოსატანია რომის იმპერატორები, მაგრამ იყო წესი ძველ რომში: თუ რომელიმე «მოღალატე» სენატორი საღამო ჟამს ცხელ აბაზანაში ჩამჯდარი ვენებს გადაიჭრიდა და ჩუმად დატოვებდა ამ ცოდვილ სამყაროს, მაშინ იმპერატორი მის ოჯახს უნარჩუნებდა ყველა იმ პრეფერენციას და ქონებას, რომელსაც სენატორი სიკვდილამდე ფლობდა.

 

ამ პირველ ვარიანტს ერთი

დიდი მინუსი აქვს ივანიშვილისთვის. ის «სასახლის გადატრიალების» ალბათობას შეიცავს. ამის მაგალითები ბევრია ისტორიაში. მაგრამ, პირადად მე აღა მახმად ხანის ახსასრული მიღვიძებს განსაკუთრებულ გრძნობებს. მთავარია რუსი ოლიგარქი მსხვერპლის არჩევანში არ შეცდეს და ისეთი მსხვერპლი აარჩიოს, რომელიც ცხვარივით დადებს თავს ეშაფოთზე. უფრო სწორედ ისეთი ხარბი, მაგრამ ბრიყვი უნდა აარჩიოს რომელიც აღსასრულს მაშინაც არ დაიჯერებს როდესაც დანას გამოუსმევენ კისერში.

 

2. თავისი ბუნებიდან, გაუნათლებლობიდან და ილუზორული ყოვლისშემძლეობის ფაქტორიდან გამომდინარე დაიწყებენ ყველაფრის თავხედურად უარყოფას. ამ გადაწყვეტილებისკენ კი ბიძინა ივანიშვილს ყველაზე მეტად ის ქოცები წააქეზებენ, რომლებსაც ყველაზე მეტად ეშინიათ იმ მსხვერპლის როლის შესრულების. აი ასე: თავხედურად ყველაფრის უარყოფა, ყველა ფაქტის იგნორირება, ვირტუალური რეალობის შექმნის მცდელობა და უბრალოდ სირაქლემასავით ქვიშაში თავის ჩარგვა. მაგრამ, ამ არჩევანს განსაკუთრებული ფასი ექნება. საპროტესტო ტალღასთან მიმართებაში ეს იქნება ცეცხლზე ნავთის დასხმა და აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული ქმედება. რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს რუსი ოლიგარქისა და მისი კოლაბორაციონისტი და უღმერთოდ კორუმპირებული ხელისუფლების მმართველობის ვადას. მითუმეტეს, რომ ეს არნახული კორუფციული სკანდალი თვითმმართველობის არჩევნების წინ გასკდა და მთელ წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე არნახული ძალით წამოიწევა წინ. ხოლო, თუ ივანიშვილს ბოლომდე გაუწყრა ღმერთი და მართლა დააპირა თვითმმართველობის არჩევნებამდე რუსთავი2-ის წაღება, ხომ საერთოდ არჩევნებამდეც ვერ მიაღწევს. თუმცა, არაფორმალური მმართველი არჩევანის ამ მეორე ვარიანტზე თუ შეჩერდა, სავსებით ლოგიკური იქნება, რომ რუსთავი2-საც ბოლომდე იბრძოლებს. იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა მისთვის უკვე აღარ იარსებებს – ან ჩრდილოეთ კორეა. ან საკანი მატროსოვის ქუჩაზე.

 

ასეა, თუ ისე, ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. ან ღირსებისთვის ბოლომდე ბრძოლა. ან უღირსობა, უმწეობა და მომავალი თაობების ფურთხი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია