ერთმოქმედებიანი ტრაგი - კომედია

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
11-02-2017, 11:04 | პოლიტიკა | ნანახია - 2712

ერთმოქმედებიანი ტრაგი - კომედია
ჯემალ ჯანიკაშვილი


(ერთხელ სადღაც)

მოქმედი გმირები - ცოლ-ქმარი შარო და პაკი. ქალაქის თავი - იგივე უსტაბაში ვახტანგი, შემდეგი ქალაქის თავი ნოშრევან, მისი მოადგილეები, მესაფლავე და უკბილო კომბლე, პაკის მეგობრები - დონდლო, სისქე და დასტოინა. ქალაქის მაცხოვრებლები, ირლანდიელი დათიკო, ჰამქარი - კალატოზები.

მოკლედ ერთ ცნობილ ქალაქში დიღმის კარიბჭესთან პატარა ოჯახი ცხოვრობდა, მანამდე ქვრივები იყვნენ ორივე და დიდად არ უფიქრიათ, გადაწყვიტეს ერთად ეწიათ ჭაპანი. შეუღლდნენ, შარო მკერავ - მქსოველი ქალი იყო ათადანბაბადან და ქალაქის განაპირა მაცხოვრებლებს კაბა-შარვალს უკერავდა, ბრაზიანი და განაწამები იყო, ამიტომაც ხალხს მაინცადამაინც არ უყვარდა, ცუდათ თქმა იცოდა და ზედ ქოქოლასაც მიაყრიდა. მისი ქმარი პაკი, უსტაბაშის თანაშემწე იყო და ვითამ რაღაცეებს წერდა ხოლმე - დოკუმენტებს, საბუთებს და ასე შემდეგ, თუმცა წერა არ უყვარდა და ხშირად უსატაბში, რომელიც ასევე ქალაქის თავის მოვალეობასაც ასრულებდა ნაწერს უწუნებდა და ხშირად თავიდან გადაწერა უხდებოდა.

პაკის წერა არა, მაგრამ ლაპარაკზე კი აბოდებდა, ოღონდ საკამათო რამე ყოფილიყო, მუდამჟამ მზად იყო ენა მოეფხანა და ღდინი ედინა მოსაუბრისთვის, ხშირად არ გამოსდიოდა, რადგან, მოგეხსენებათ ხელოსანი ხალხი დიდად არ დაგიდევს, ამიტომ ჟანგიანი მუშტიც ხშირად ხვდებოდა.

მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო შარომ ცოტა ფულები დააგროვა, ფრანციცულიც ისწავლა და როგორც ხდება ხოლმე ამ ჩვენს საცოდავ პაკის შეუჩნდა, მალე უსტაბაშს აირჩევს კალატოზთა ამქარი, შენი მასწავლებელი უკვე მაგ საქმისთვის აღარ ვარგა და შენ უნდა გახდე უსტაბაშიო, თანაც ქალაქის თავიც გამოიცვალა და მასთან კარგი ურთიერთობა გმართებსო. მოკლედ პაკის თავიდან არ უნდოდა, მაგრამ ვეღარ გაუძლო ცოლის ჩხუბსა და თაკარას, თანაც შარო ქალურ ამბებსაც იყენებდა, საღამოობით და გატყდა პაკი .... კარგიო, შაროს დაპირდა ვახტანგ უსტაბაშს გადავაგდებ და მე გავხდებიო.

ეს იყო და პაკიმ დიდი ყამაც გაირჭო ქამარში, ვაგლახ ვინმემ მუშტის დაჭედება გაბედოს იქნებ შეეშინდესო, დამრტყმელიც არ იყო ყამისა, ისე უბრალოდ იქნებ ვინმე მაინც შეშინდეოს, მეგობრებიც აიყოლია ზოგ-ზოგიერთები - დონდლო, სისქე და დასტოინა, ამ ხალხსაც დიდი გასავალი არ ქონდა ამქარში, მაგრამ სულ არაფერს ჯობიაო პაკიმ და დაიწყო .... მაგრამ დაწყებაც ვერ მოახერხა ჯიგრიანად. კალატოზთა ამქარი მძიმე ხალხია, მათ სიტყვის ფასიც იციან და კაცის შესაბამისი პატივისცემა და შეხვედრაც.

ამქართან შეხვედრა ვერ წავიდა კარგად, ირლანდიელა დათიკომ რომ მოსცხო ამ შენს პაკის, ზღართანი მოადენინა, საწყალ პაკის სახე ჩაულურჯდა, მოტრიალდა და სულ კუდამოძუებულმა გაცოცხა. მისმა მეგობრებმაც ვერ გაბედეს და სულ ბოდიშ-ბოდიშ გაეცალნენ იქაურობას. თანაც დაუბარეს, უსტაბაშს არ შეეხოთ თორემ თავ-პირ ნგრევა მერე ნახეთო. საცოდავ პაკის აღარსად დაედგომებოდა, სიტყვა გატეხილი კაცის სახელი დაედო, ქალაქში დაეხეტებოდა და გამუდმებით იმეორებდა ,,ეს რა მომივივიდაო“.

ამ ნიადაგზე შაროც ვახსენოთ, შარომ ეს ამბები რომ გაიგო სულ აილეწა, ამის მერე დიდუბელ ზაურას დაეტაკა და თვალის ამოფხოჭნა დაუპირა, მაგრამ ზაურამ აჯობა და გააკავა, თანაც დიღმელ პაჟარნიკებს დააძახებინა და ეს ჩევნი შარო გლდანის სულიერად დაავადებულთა ბალნიცაში მიაბრძანეს. ესე ამბობდენენ მერე, რომა იქ შორი - ახლოს ვინც გაივლიდა შაროს ხმა ისმოდა მუდამჟამ ,,არ გაპატიებ არაო“ ვის ექაჩებოდა, ვის ემართლებოდა კაცმა არ იცის.

პაკიც უბედურ დღეში იყო, ხან ვინ სცემდა და ხან ვინა. მერე ერთი დრო თავისნაირი მოწყვეტილი იპოვა ტუზიკა ფაფარიძე. ტუზიკა უცნაური ვინმე იყო, კინტო იყო მანამდე, მერე ამბობდნენ წამლებისგან ღვინოს აკეთებს და მერე სვაამსო, ერთი ხანობა ქალაქში რაღაც თანამდებობაზეც გაიქაჩა, მაგრამ ფული არ ეყო და შეეშვა.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქალაქის თავ - ვახტანგის მერე ახალი კაცი მოვიდა ნოშრევან ალიყულაშვილი, ეს კაცი უცნაურობებით დაამახსოვრდა ქალაქს, ამბობდნენ წესიერი კაცია, მდიდარი და ფულის გამცემიო, სპარსეთსა და პალესტინაში უშოვნია დიდი ქონება, როგორ და რანაირად ათასი ჭორი დადიოდა და აბა რას გაუგებ.

ქალაქის თავი, რომ გახდა, ესეთი წესი დაამკვიდრა, მთელი უფლებები თავის მოადგილეებს - მესაფლავეს და უკბილო კომბლეს გადააბარა, თვითონ კი ყოველ დილით დროგში ჩაჯდებოდა, ჯორებს შეაბმევინებდა (ამბობდა, რომ ჯორი ამტანიაო) და ქალაქში დაჭახუნობდა, ბევრს შეუმჩნევია, როგორ ითვლიდა მოქალაქეებს - ეს იყო მისი გართობა, ესე ამბობენ ერთხელ 3456- ი მოქალაქეც კი გადათვალა, მაგრამ მერე გადაიღალა და სახლისკენ აუხვიაო.

ერთიც უნდა ვთქვათ, ქალაქის შემოსავლებიდან - ნოშრევანი ,,ზაკაზებს“ ნათესავ - მეგობრებს აძლევდა, თანაც ისეთ საქმეებს ჩადიოდნენ მისი ახლობლები, რომ ქალაქი რამდენჯერმე მაგრადაც დაიძაგრა. აი მაგალითისთვის, ქალაქის სათათბიროს ძვირფასი ქვისგან ნაშენი შენობა დაანგრევინა და ბიძაშვილს ხის ფიცრებისგან ორსართულიანი რუსული ,,იზბა“ ააშენებინა, იმ ქვიდან კიდევ რაც მორჩა სახლში გააქანა და დიდი გალავანი სტკიცა.

მოკლედ ცოტა დრო გავიდა თუ ბევრი ეს ჩვენი შარო და პაკი სულ გაქრნენ ქალაქიდან, ამბობდნენ ჩინელი სინემატოგრაფისტები ჩამოვიდნენ და ტიპაჟებათ მოეწონათ ორივეო. შარო მაგ დროს იმავე სულიერ ავადმყოფთა სახლში ლექციებს კითხულობდა ჭრა-კერვაზე, ამბობენ ცუდად არაო, პაკი კი დალილავებული მიდი-მოდიოდა ქალაქის გარეუბნებში.

გამოხდა ხანი და დიდი წვიმა დაატყდა ქალაქს ეს შენი ნოშრევანი თავისი მესაფლავით და უკბილო კომბლეთი, წყალმა წაიღო ... ამის მერე აღარც უნახია არავის.

პ.ს. თავს ვერ დავდებ ამ ამბის სინამდვილეზე, ისე კი გეტყვით, რომ ეს ყველაფერი პაკის მეგობარმა სისქემ მომიყვა სახინლკეში, სადაც სისქე ხშირად დაიარება, სკამიც ააქვს რომ ჩამოდებს უკანალს სკამიც იკარგება .... ისე სისქე კარგი ადამიანი ჩანს. თუ ვინმეს დახმარება გთხოვოთ უარს ნუ ეტყვით. ნანობს ჩადენილს და არ იცის როგორ გამოასწოროს.

 

კომენტარები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია