პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ბერმუდის სამკუთხედი

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
19-04-2017, 23:51 | პოლიტიკა | ნანახია - 3158

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები  და ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ბერმუდის სამკუთხედი
დავით ნებიერიძე


როდესაც საქართველოს ეკონომიკური საკითხების განხილვას ვიწყებთ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ვართ პოსტკოლონიალური ქვეყანა გლობალიზირებულ სამყაროში და სანამ ეკონომიკური პანაცეის ძებნაზე გადავალთ ფრიად სასარგებლო იქნება, თუ გადავავლებთ თვალს იმ ქვეყნების უახლოეს ისტორიას, რომლებიც იგივე სასტარტო პირობებით იწყებდნენ. აქვე უნდა ავღნიშნო ის უდაო ფაქტი, რომ ბედის უკუღმართობისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამო არ გაგვიმართლა და მაინც და მაინც რუსეთის კოლონია ვიყავით. რის გამოც დღემდეა შემორჩენილი რუდიმენტული, ფეოდალური ეპოქის აზროვნება და რიგი ფასეულობები. შესაბამისად, ქართული კულტურულ ეკონომიკური აღმავლობა და ვარდნა მთლიანად იყო დამოკიდებული იმაზე, თუ რა დოზით იხსნებოდა ან იკეტებოდა რუსეთის იმპერია დასავლეთისთვის. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს დეკოლონიზაციის პროცესებს. იმას თუ როგორ დააღწიეს თავი კოლონიებმა იმპერიულ ორბიტებს და რა მემკვიდრეობით. მემკვიდრეობაში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ ფასეულობებს, რომელიც ზუსტად მემკვიდრეობის სახით დატოვეს მეტროპოლიებმა ყოფილ კოლონიებში. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმ შედეგებში რაც კონკრეტულად საქართველოს უდგას ამჟამად.

 

ყოველი ანალიტიკური სტატიის წერისას ვცდილობ წინ წამოვწიო ფასეულობების როლი, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გარემოს ჩამოყალიბებაში. იმიტომ, რომ ზუსტად გარემო განაპირობებს ყველაფერს, მითუმეტეს ეკონომიკაში. იმიტომ, რომ თავად ეკონომიკა არის ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სეგმენტის ერთობლივი პროდუქტი. საბოლოო ჯამში ყველა სეგმენტის, ყველა შემადგენელი ნაწილის გამართულობა და სიჯანსაღე აისახება ეკონომიკაში - დაწყებული სასამართლო სისტემიდან და დამთავრებული განათლებით. ყოველივე ამის ნათელი მაგალითია შეერთებული შტატების ისტორია. მაშინ როდესაც შეერთებული შტატების დემოკრატიის მამები მუშაობდნენ ამ სახელმწიფოს საფუძვლების შექმნაზე, მთავარი მათი ღვაწლი იყო ის ჯანსაღი ფასეულობები, რომელზეც დღემდე დგას შეერთებული შტატები. რომელთაგან ძალიან ძნელია რაიმეს განსაკუთრებით გამოყოფა და გადამეტებული მნიშვნელობის მინიჭება, სხვასთან შედარებით. იმიტომ, რომ ყოველივე ამ ფასეულობათაგანი საერთო სისტემის ისეთი შემადგენელი მექანიზმებია, რომ ერთის ამოგდებითაც კი ეს სისტემა აღარ მუშაობს და უარესდება გარემო.

 

მიუხედავად იმისა, რომ შტატების არსებობისა და წარმატების ისტორია სამას წელსაც ძლივს ითვლის, ზუსტად ამ ფასეულობების პირუთვნელი და უკომპრომისო დაცვის ხარჯზე ეს ქვეყანა გადაიქცა მსოფლიოს ზესახელმწიფოდ. მე-18 საუკუნის დასაწყისში მისი ეკონომიკური პოტენციალი ქუთაისის გუბერნიის ეკონომიკურ მასშტაბებსაც კი ჩამორჩებოდა. დღეს კი აშშ-ს კეონომიკა, მისი მთლიანი შიდა პროდუქტი მსოფლიო ეკონომიის დაახლოებით 26%-ს შეადგენს. შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ ინგლისის ამ ყოფილი კოლონიისგან განსხვავებით რუსეთის ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის 2%-საც არ შეადგენს. არა და სამი საუკუნის წინ რუსეთი უკვე ყალიბდებოდა როგორც იმპერია. რომელიც სულ რაღაც 26 წლის წინ დაიშალა. ხოლო, შეერთებული შტატები დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი შორეული კოლონია იყო. შეერთებული შტატების საშუალო დონის შტატის ბიუჯეტი გაცილებით უფრო მეტია ვიდრე დღევანდელი რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი. წარმატებული ამერიკული უნივერსიტეტების, თითოეულის ცალკე აღებული წლიური ბიუჯეტი უფრო მეტია, ვიდრე რუსეთი ხარჯავს მთელ განათლებისა და მეცნიერების სფეროზე ერთ წელიწადში. ამერიკის შეერთებული შტატების წლიური სამხედრო ბიუჯეტი გაცილებით მეტია იმ ხარჯებთან შედარებით, რომელიც რუსეთმა დახარჯა და დახარჯავს 2008 წლიდან 2020 წლამდე, საკუთარ სამხედრო ძალების შენახვა მოდერნიზაციაზე. ანუ, ეს სახელმწიფო არის სწორი და სიცოცხლისუნარიანი ფუნდამენტური ფასეულობების შედეგად მიღწეული წარმატების საუკეთესო მაგალითი.

 

პოსტკოლონიალური ქვეყნები ძალიან იოლად შეგვიძლია დავყოთ ორ ნაწილად: წარმატებულები და წარუმატებლები. განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ნიშნით. წარმატებული პოსტკოლონიალური ქვეყნების საიდუმლო კი მდგომარეობს ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორში: წარუმატებლებისგან განსხვავებით ეს სახელმწიფოები არიან პოსტკოლონიალური ქვეყნები, რომლებიც მაქსიმალურად გაიხსნენ ცივილიზებული სამყაროსთვის და ეს ცივილიზებული სამყარო შევიდა ამ ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ყველა სეგმენტში. ანუ, გლობალიზაცია აღმოჩნდა ზუსტად ის პანაცეა, რომელმაც აიტაცა ეს ქვეყნები სახელმწიფოებრივი წარმატების ზენიტში. ხოლო, ის პოსტკოლონიალური ქვეყნები, რომლებიც „ქართველობას გვართმევენ“ საბაბით, იზოლაციონისტური იდეოლოგიის გამო ჩაიკეტნენ და არ გაიხსნენ ცივილიზებული სამყაროსთვის დღესაც ყოფნა არ ყოფნის პრობლემის წინაშე დგანან. თუმცა, აქვე უნდა ავღნიშნოთ ის მთავარი პირობა, თუ რა არის საჭირო გახსნილობისათვის და ქვეყანაში ცივილიზირებული სამყაროს შემოსვლისთვის:

 

ნურავის ეგონება, რომ ცივილიზაცია პოსტკოლონიალურ ქვეყანაში შემოდის დაუყოვნებლივ, როდესაც ხდება ამ ქვეყნის დეკოლონიზაცია და ამ ქვეყანაში მიიღწევა საჭირო საზოგადოებრივი შეთანხმება, ანუ კონსესუსი გლობალიზაციის და გახსნილობის შედეგების მიღებაზე. ამაზე მნიშვნელოვანია შეიქმნას ის გარემო, რომელიც ადაპტირებული იქნება ცივილიზებული სამყაროს ფასეულობებთან. NATO-ს ენაზე, რომ ვთქვათ, გასავლელია ის გზა რომლის შედეგადაც მივიღებთ ცივილიზაციურ „MAP-ს“. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკური და შესაბამისად სახელმწიფოებრივი განვითარება პრაქტიკულად გამორიცხულია. ამის ნათელი მაგალითია როგორც აფრიკის ყოფილი კოლონიალური ქვეყნები, ასევე პოსტსაბჭოთა სივრცე, რიგი გამონაკლისებით. რომლებიც დეკოლონიზაციის მიუხედავად სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ჩიხში აღმოჩნდნენ. ზუსტად იმიტომ, რომ არ მოახდინეს ფასეულობათა ტრანსფორმაცია და პრაქტიკულად საზოგადოების ფეოდალური მოწყობის სისტემისკენ დაბრუნდნენ.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით მინდა ვთქვა, რომ ცივილიზაციის შემოსვლის უპირველესი სიმპტომია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასიური შემოსვლის პროცესის დაწყება. ფინანსური კაპიტალი ყველაზე სწრაფად და ყველაზე კარგად აღიქვავს სასიკეთო, მომხიბვლელ გარემოს და იკავებს ამ ნიშას. თუმცა, როგორც ყველაფერს, ამასაც აქვს სხვა და სხვა ხასიათის წინა პირობა. ნებისმიერი მსხვილი ინვესტორი განხილვების დაწყებამდე, პირველ რიგში ნახულობს ქვეყნის სუვერენული რეიტინგის მონაცემებს. რომელსაც, მაღალი ნდობის მქონე სხვა და სხვა სარეიტინგო კომპანიები აქვეყნებენ. საკმარისია ამ რეიტინგებში მოვძებნოთ საქართველო და ვნახოთ მისი მონაცემები, რომ არცერთ მსხვილ ინვესტორს არ გაუჩნდება სურვილი განათავსოს საქართველოში საკუთარი ფინანსური კაპიტალი. რადგან ისეთ შეფასებებს როგორიც სხვა წარუმატებელ ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც გააჩნია ამ ეტაპზე, ფინანსისტები „ნაგვის დონეს“ უწოდებენ. სასტარტო მოცემულობას ემატება ის ნეგატიური ზეგავლენა რომელიც პირადად ბიძინა ივანიშვილმა მოახდინა მსოფლიო ფინანსურ ინსტიტუტებზე, როდესაც თავისი პირველი აქტიობების ფარგლებში, პრემიერმინისტრობის დროს, ჩაბრძანდა დავოსში და მთელი მსოფლიოს გასაგონად დაასამარა საქართველოს საინვესტიციო მომხიბვლელობა. კერძოდ, მან განაცხადა, რომ ყველაფერი ის რასაც საქართველომ აქამდე მიაღწია და რის გამოც საქართველოში შემოდიოდა მანამდე არნახული მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, არის ფასრი და ბლეფიო. ანუ, მარტივად რომ გადავთარგმნოთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მთელ მსოფლიოს განუცხადა, რომ საქართველო არის სრული ლუზერი და წარუმატებელი სახელმწიფო. რომელიც ტყუილებისა და ფალსიფიკაციის გზით აბრიყვებს საერთაშორისო ინვესტორებს და საქართველოში ფულის ჩადება აბსოლუტური მარაზმიაო. შესაბამისად შედეგებმაც არ დააყოვნეს და ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის საწყის ეტაპზევე საერთაშორისო ინვესტიების შემოსვლა შეფერხდა. საერთაშორისო კაპიტალის მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესის მნიშვნელოვნად დაკარგვის გამო უპრეცენდენტოდ შემცირდა ქვეყნის ეკონომიკის ზრდა. რომელიც ინარჩუნებდა კლების ტრენდს და 2016 წლისთვის მშპ მხოლო 2,6% გაიზარდა. რაც 2003 წლის შემდეგ უპრეცენდენტოდ დაბალი მაჩვენებელია. როდესაც ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დააპაუზა საქართველოო, პირველ რიგში იგულისხმება ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების დაპაუზება. ყველაფერი ძალიან კონკრეტულ კანონებს ექვემდებარება და თუ ეკონომიკურად არ ვითარდები, მაშინ აუცილებლად იწყება უკუ პროცესები, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების აბსოლუტურად ყველა სეგმენტში. ეს არის აქსიომა. ამიტომ, დღევანდელი ხელისუფლების ნებისმიერი პიარკამპანიის შედეგებს „ჯოკერივით“ ჭრის სულ ერთი მაკროეკონომიკური პარამეტრის - მშპ-ს ზრდის მაჩვენებელი(2,6%).

 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების და კონკრეტულად მისი ლიდერის - პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებულობა და პოლიტიკური სიძლიერე მათშორის, სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში გამოიხატებოდა. მაშინდელი ოპოზიცია დღემდე ვერ ხვდება, თუ რატომ იყო ასეთი გიპერაქტიური სააკაშვილის საგარეო პოლიტიკა და რატომ ცხოვრობდა ეს ადამიანი თვითმფრინავში. ზუსტად იმიტომ, რომ მიუხედავად კატასტროფული სასტარტო პირობებისა, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო შევარდნაძის ეპოქისგან, სააკაშვილის ადმინისტრაციამ მოახერხა ნამდვილი გარღვევის მოხდენა ამ მიმართულებით და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ორნიშნა მაჩვენებლებით იზრდებოდა. რაც პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ დონის მკვეთრ ზრდაში აისახა. თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები მაინც მოესწრონ აყვავებულ ქართულ ეკონომიკას და ღირსეულად იგრძნონ თავი საკუთარ სამშობლოში, მაშინ მსოფლიო ბიზნესი უნდა შემოვიდეს ქართულ ეკონომიკაში. ზუსტად ისევე, როგორც სამოთხედ გცეულ სხვა პოსტკოლონიალურ სახელმწიფოებში. დღევანდელი ხელისუფლება კი მთლიანად ანგრევს ღია კარის კონცეფციას. ზუსტად იმიტომ, რომ პირველ რიგში სპობს იმ ფასეულობათა სისტემას, რომლის მიმართაც ადაპტირებულია საერთაშორისო ფინანსური კაპიტალი. თუმცა, სივრცე არასოდეს რჩება ცარიელი და თუ არ შემოდის ცივილიზებული სამყარო, აუცილებლად შემოვა მისი ანტიპოდი - „რუსული სამყარო“. ამ ტენდენციის უტყუარი ნიშნები უკვე სახეზეა. არასოდეს გაგჩენიათ კითხვა: რაშია საქმე, რომ „ნაციონალების“ დროს ყოველწლიურად უფრო ნაკლები პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოდიოდა, ვიდრე ეს 2016 წლის შედეგებით აჩვენა სტატისტიკის დეპარტამენტმა და ეროვნულმა ბანკმა, მაგრამ მაშინ მშპ ორნიშნა მაჩვენებლით იზრდებოდა და ქალაქები ახლიდან შენდებოდა. ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში კი ქვეყნის ეკონომიკა ფაქტიურად კრახის წინაშე დადგა. რაც საბოლოო ჯამში მოსახლეობის უკიდურეს გაღარიბებას იწვევს. ხოლო, რაც აშენებული იყო, უკვე ისიც კი ინგრევა? ამ მოცემულობას ორი ახსნა შეიძლება ქონდეს:

 

1. ან ყალბდება სტატისტიკური მონაცემები

 

2. აბსოლუტურად სხვანაირია ამჟამად შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხი.

 

პრინციპში დასაშვებია, რომ ეს ორივე გარემოება ერთდროულად მოქმედებდეს.

 

მაკროეკონომიკური სტატისტიკური მონაცემების გაყალბები ძირითადად სხვა და სხვა მანიპულაციებითა და შედგენის მეთოდოლოგიის არამართებული და არა ადექვატური ცვლით ხდება. თუმცა, არ არის გამორიცხული პირდაპირი ფალსიფიკაციაც. მინდა შეგახსენოთ, რომ ამგვარი თაღლითობის გამო არაერთი ფინანსთა მინისტრი მიცემულა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, განვითარებად ქვეყნებში და არა მარტო. მაგალითად: საბერძნეთის რამოდენიმე მაღალჩინოსანი მიეცა პასუხისგებაში, მსოფლიო ბანკის მხრიდან წარმოებულ გამოძიების საფუძველზე. იყო შემთხვევები როდესაც გარკვეული ფინანსური დახმარების, ტრანჟის მისაღებად ბენეფიციარი ქვეყნის ჩინოვნიკები მიზანმიმართულად აყალბებდნენ მაკროეკონომიკურ პარამეტრებს. მერწმუნეთ, ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ მისი მთავრობის ბევრი ჩინოვნიკი იქნება მხილებული ამგვარ დანაშაულში. თუმცა, ახლა მინდა მიუბრუნდე საქართველოში ამჟამად შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხარისხს და გავცეთ პასუხი კითხვას: თუ რატომ არ აისახება დადებითად საქართველოს ეკონომიკის ზრდაზე ამ ფინანსური შემოდინებების მოცულობა?

 

იმიტომ ბატონებო, რომ დღეს საქართველოში ძირითადად ისეთი ფინანსური კაპიტალი, რომელიც ადაპტირებულია ოლიგარქიულ და კორუფციულ გარემოსთან. ამიტომ, ის მხოლოდ ამ გარემოსთვის დამახასიათებელ ვიწრო ინტერესებს ემსახურება და არ ქმნის საყოველთაო კეთილდღეობას. ძირითადად კი ეს ბიძინა ივანიშვილის ფინანსებია. აბა გაიხსენეთ რომელიმე მსხვილი ურბანული პროექტი, რომელის უკანაც არ იდგნენ ივანიშვილის შვილობილი კომპანიები? ამგვარ პროექტებს საქართველოს არაფორმალური მმართველი ძირითადად ბინძური ფულის გასათეთრებლად იყენებს. იმიტომაცაა, რომ ასეთი პროექტების ღირებულება არანორმალურად აღემატება ანალოგიური პროექტების ღირებულებას ნებისმიერ სხვა ცივილიზირებულ ქვეყანაში. ბიძინა ივანიშვილი საყოველთაოდ ცნობილია როგორც „შავი ფულის გათეთრების“ საუკეთესო სპეციალისტი და ქართული ეკონომიკა მთლიანად მის სამსახურში ჩადგა. შესაბამისად საქართველოში ინვესტიციების საფარქვეშ შემოდის მნიშვნელოვანი მოცულობის ბინძური ფული; ხდება მისი გათეთრება და ამის შემდეგ ქართული ეკონომიკური სივრციდან მისი გასვლა. ამიტომ, ამგვარი ბინძური და ოლიგარქიული ფული არ და ვერ ღებულობს მონაწილეობას ეკონომიკის გაჯანსაღებაში. ამის ნათელი მაგალითია ფეხბურთელი კახი კალაძის ენერგეტიკის სამინისტროც. აბა დაუკვირდეთ: ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე საქართველოს ექსპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი ელექტრო ენერგიას ეკავა. ანუ, საქართველო იყო ელექტრო ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. კალაძის უწყებაში მოსვლიდან ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა ამ სეგმენტში იმპორტდამოკიდებული გახდა. ანუ, საქართველო იძულებული გახდა ექსპორტის ნაცვლად დაეწყო ელექტრო ენერგიის შესყიდვა. არა და ეს იმის ფონზე, რომ ხელისუფლება სისტემატიურად გვამცნობს ენერგეტიკის სფეროში სულ ახალი და ახალი უცხოური ინვესტიციების შემოსვლის შესახებ და სულ ახალი პროექტების დაწყებას გვამცნობს. ღმერთმანი, მეტისმეტად დამაბნეველი მოცემულობა შეიქმნა - რაც უფრო მეტი ინვესტიციები შემოდის საქართველოს ენერგეტიკულ სეგმენტში, მით უფრო მეტად დამოკიდებული ხდება საქართველო ენერგორესურსების იმპორტზე. ეს რა „ფინტებს“ გვიტარებთ ბატონო კახა? საქმე უკვე იქამდე მივიდა, რომ გაზის შესყიდვაც კი „გაზპრომისგან“ დავიწყეთ.

 

პოლიტიკაში და სახელმწიფოს სამსახურში იდეალისტები უნდა მოდიოდნენ და არა „მოჩალიჩე“ საქმოსნები. სახელმწიფო სამსახურში ფულის გამო მოსვლა მხოლოდ არშემდგარ, წარუმატებელ ქვეყნებში ხდება. წარმატებულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხელისუფლებაში მხოლოდ სახელისა და პატივისცემის მოპოვება შეიძლება. სახელმწიფო სამსახური უმძიმესი ტვირთია და არა გამდიდრების წყარო. თუ ვინმეს ფულის შოვნა უნდა, გადაბარგდით ბატონებო ბიზნესში და ადგილი დაუთმეთ იდეალისტებს. რომელთაც თქვენგან განსხვავებისთ სულ სხვა ფასეულობათა სისტემა აქვთ და შესაბამისად სულ სხვა უნარჩვევების მატარებლები არიან. წინააღმდეგ შემთხვევაში თავსაც დაღუპავთ და ქვეყანასაც.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია