ლარის კურსი, კორუმპირებული ხელისუფლება და მოქალაქეთა სიღატაკე

ამოსაბეჭდი ვერსია შრიფტის დაპატარავება | შრიფტი | შრიფტის მომატება ?
28-01-2018, 21:48 | ეკონომიკა | ნანახია - 517

ლარის კურსი, კორუმპირებული ხელისუფლება და მოქალაქეთა სიღატაკე
დავით ნებიერიძე

 

ლარის კურსს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა საბირჟო საქონლის ფასს განსაზღვრავს ბაზარზე არსებული მოთხოვნა მიწოდების ბალანსი, რომელიც თავის თავში ყოველთვის მოიცავს სპეკულიატიურ ინტერესებსაც. მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა მოახდინოს ამ სპეკულატიური ინტერესების ნიველირება იმ ინსტრუმენტების მეშვეობით, როლებიც არსებობენ მათ ხელში. ასე იყო ყოველთვის და ასე იქნება მუდამ. სპეკულატიური ინტერესები ვაჭრობის განუყოფელი ნაწილია და განაპირობებს მოგების მოცულობას ბიზნესში. ეს ბიზნესის ბუნებრივი სახეა და ამის გულისთვის ბიზნესის დადანაშაულება აბსურდულია. ბიზნესს გააჩნია უნივერსალური თვისება, მიიღოს მოგება ყველაზე მარტივი და მოკლე გზით. ხოლო, წარმატებული მთავრობა ვალდებულია დაახვედროს ბიზნესს ჯანსაღი და გამჭვირვალე კონკურენტული გარემო, რომელიც თავის თავად ახდენს სპეკულატიური ინტერესების მაქსიმალურ განეიტრალებას. როდესაც ხელისუფლება თავად წარმოადგენს ოლიგარქიულ ბიზნესს და დარღვეულია გამჭვირვალობის პრინციპი და კონკურენტული გარემოს პირუთვნელობა, ბიზნესი იწყებს პარაზიტირებას. შესაბამისად, პასუხისმგებლობა ყოველთვის ხელისუფლებაზეა. ამიტომ მისი მხრიდან სპეკულატიურ ინტერესებზე აპელირება ყოვლად გაუმართლებელი და ამაზრზენია. რამეთუ, კორუმპირებული ხელისუფლება თავად არის სპეკულატიური ინტერესების მთავარი გამტარებელიც და მომხმარებელიც.

 

რაც შეეხება ხელისუფლების მხრიდან გაჟღერებულ არგუმენტს, რომ ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა დამოკიდებულია კონიუნქტურულად შექმნილ მოლოდინებთანო, ეს არგუმენტიც ბრიყვულია, იმიტომ, რომ ამგვარი მოლოდინები ყოველთვის ატარებს მოკლე ვადიან ხასიათს. თუ, მოლოდინები სუბიექტური და არასწორია, მაშინ მოკლე ვადაში უნდა ხდებოდეს კურსის ჯერ დასტაბილურება და შემდეგ ძველ ნიშნულზე დაბრუნება. რაც ლარის კურსის ნახტომისებურად ზრდის არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის მანძილზე. რაც ცალსახად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ საქმე გვაქვს ლარის კურსის ფუნდამენტური ფაქტორების გაუარესებასთან და მთავრობის არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკასთან და არა მოლოდინებთან ან სპეკულატიურ ინტერესებთან.

 

საქართველოში ქვეყნის უახლესი ისტორიის მანძილზე ლარის კურზე ყველაზე დიდ ზეგავლენას ახდენს ოთხი ფუნდამენტური ფაქტორი:

 

1. საგარეო ვაჭრობის სალდო.

2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა.

3. უცხოეთიდან ვალუტის გადმორიცხვების მოცულობა.

4. ტურიზმიდან შემოსული ვალუტის მოცულობა.

 

სანამ თითოეული ამ ფუნდამენტური ფაქტორის დინამიკას ერთ საერთო სურათად ჩამოვაყალიბებთ, ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის, რომ მოცემულ ეტაპზე მთავარ ფაქტორად მაინც რჩება ქვეყნის სუსტი და პატარა ეკონომიკა, დამძიმებული ოლიგარქიული მმართველობით, რომლის განუყრელი მეგზურები არიან კორუფცია და კლანური მმართველობა, რომლებიც ქმნიან ისეთ ნეგატიურ გარემოს, სადაც წარმატებას ვერ აღწევს ობიექტურად ძლიერი, განათლებული, საუკეთესო და ჯანსაღი მოქალაქე ან ბიზნესი. ამ გარემოში, „წარმატებულია“ მხოლოდ მმართველი კლანის წარმომადგენელი ან მისი კუთვნილი ბიზნესი, რომელიც პარაზიტირებს ამ მოცემულობით და ოლიგარქიული კლანი სულ უფრო აფართოებს თავისი კომფორტის ზონას რიგითი მოქალაქეების კომფორტის ზონის, მათი სოციალური უზრუნველყოფის ხარისხის ხარჯზე. რაც ცალსახად და შეუქცევლად აღატაკებს მოქალაქეებს და მთლიანად უსპობს, როგორც პირად მომავალს, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და სწრაფი ზრდის პერსპექტივებს.

 

მოქალაქეთა კეთილდღეობის განუხრელი ვარდნა ძირითადად განპირობებულია მათი ხარჯების განუხრელი ზრდით, იმ ფონზე, რომ შემოსავლები ან არ იზრდება, ან უცვლელი რჩება. ზუსტად ეს მოცემულობა აღარიბებს მოქალაქეებს და აყენებს მათ ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე.

 

ქვეყნის ეკონომიკის ზრდის დინამიკა აისახება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის დინამიკაში - მშპ-ს ზრდაში. რა სურათი გვაქვს ამ მხრივ საქართველოში? წარმოგიდგენთ ამ პარამეტრების ამსახველ ცხრილს:

ლარის კურსი, კორუმპირებული ხელისუფლება და მოქალაქეთა სიღატაკე

აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილია სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ. უაღრესად ცუდია, რომ ეს სახელმწიფო ორგანო ძალიან აგვიანებს მონაცემების წარმოდგენას. წლის ბოლომდე დარჩენილია ერთი თვე და ოფიციალურად წარმოდგენილია მიმდინარე წლის მხოლოდ ორი კვარტლის მონაცემები. რაც ბადებს ლეგიტიმურ ეჭვს, რომ ხელისუფლება სტატისტიკის დეპარტამენტის გამოყენებით ცდილობს სტატისტიკური მონაცემებით მანიპულირებას, სხვა და სხვა ინსტრუმენტების გამოყენებით, რასაც ჩვენ განვიხილავთ ქვემოთ, როდესაც შევეხებით ინფლაციის მაჩვენებლებს და სამომხმარებლო ფასების ინდექსს.

 

წარმოდგენილი ცხრილიდან გამომდინარე ჩანს, რომ 2016 წელს დაფიქსირდა მშპ-ს ზრდის უპრეცენდენტოდ დაბალი მაჩვენებელი - 2,8%-ი. რაც საქართველოს ტიპის ეკონომიკისთვის კატასტროფული მაჩვენებელია. ამ ნეგატიურ განწყობებს კიდევ უფრო ამტკიცებს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის დინამიკა, გამოხატული აშშ დოლარებში. 2016 წელს მშპ-მ შეადგინა 14377,90 აშშ დოლარი. თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ 2012 წლის მაჩვენებელს დავინახავთ, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში საქართველოს ეკონომიკა შემცირდა მილიარდ ოთხას სამოცდა ცხრა მილიონი დოლარით. ანუ, 2012 წელთან შედარებით ჩვენ გავღარიბდით თითქმის მილიარდ ნახევარი დოლარით.

 

მოდით კვლავ დაუბრუნდეთ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელს გამოხატულს ლარებში. როგორც უკვე ავღნიშნეთ 2016 წელს ამ ზრდამ შეადგინა 2,8%-ი. იმის გათვალისწინებით, რომ მშპ დეფლატორი, შეადგენდა 4,2%-ს. ანუ, ეს არის ინფლაციის ზემოქმედების ფაქტორი მშპ-ს ზრდაზე. მარტივად და ყველასთვის გასაგებად, რომ ვთქვათ დეფლატორი ასახავს ინფლაციის წვლილს მშპ-ს ზრდაში. ანუ, ხელისუფლება გვეუბნება, რომ ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის ხარჯზე მშპ-ს ზრდა 2016 წელს შეადგენდა 7%-ს, მაგრამ დეფლატორის გათვალისწინებით მშპ-ს რეალურმა შეადგინა 2,8%-ი. ანუ, ხელისუფლება აბსოლუტურად მავნებლურად ცდილობს მაღალი ინფლაციის ხარჯზე მიაღწიოს მცირედ ეკონომიკურ ზრდას. რაც, ძირს უთხრის მოქალაქეთა სოციალურ კეთილდღეობას და განუხრელად გვაღარიბებს. სტატისტიკიდანაც ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლებას 2016 წელს დასჭირდა ინფლაციის 4,2% მდე აქაჩვა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს მიეღწია გასაცოდავებული 2,8%-ი. შესაბამისად დასკვნები ძალიან მარტივია: ამ კატასტროფულად მცირე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება სწირავს მოქალაქეთა კეთილდღეობას და მიზანმიმართულად აღარიბებს მოსახლეობას.

 

აქვე უნდა გავითვალისწინოთ ბიძინა ივანიშვილის გამდიდრების ფაქტორიც, ანუ, „ბიძინა ივანიშვილის“ ეფექტი. „ფორბსის“ ოფიციალური მონაცემებით არაფორმალური მმართველი ბოლო ერთი წლის მანძილზე გამდიდრდა თითქმის 400 მილიონი დოლარით. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მშპ პრაქტიკულად არ იზრდება და მთლიანი ეროვნული შემოსავალიც წლიდან წლამდე პრაქტიკულად უცვლელი რჩება (იხილეთ ქვემოთ წარმოდგენილი ცხრილი N2) გამოდის, რომ თუ შემოსავლების ჯამი, საერთო ეროვნული სალდო არ შეიცვალა, მაგრამ თუნდაც მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი გამდიდრდა პირობითად 400 მილიონი დოლარით, ე.ი. ყველა ჩვენ გავღარიბებულვართ ზუსტად ამდენივე მოცულობით. ახლა, გაითვალისწინეთ ივანიშვილის უზარმაზარი კორუმპირებული გარემოცვის გამდიდრების მოცულობაც და მიხვდებით, რომ დანარჩენი მოსახლეობა ფაქტიურად კატასტროფის წინაშე ვდგავართ. რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ლარის კურსის კატასტროფული ვარდნა. რამე თუ, საქართველოში მოქალაქეთა დიდი ნაწილს ვალდებულებები აღებული გვაქვს აშშ დოლარებში, შემოსავლებს კი ვღებულობთ ეროვნულ ვალუტაში. შესაბამისად ლარის კურსის განუხრელი ვარდნა ეგზისტენციალური საფრთხეების ქვეშ აყენებს თითოეული ჩვენთაგანის არსებობას და მთლიანად ანგრევს მომავალთან დაკავშირებულ ყველა იმედებს.

 ლარის კურსი, კორუმპირებული ხელისუფლება და მოქალაქეთა სიღატაკე

იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან სახიფათო და მოკლევადიანი ეფექტის მატარებელი ინსტრუმენტების გამოყენებით მთავრობა მიმდინარე წელსაც ცდილობს ინფლაციის ზრდის ხარჯზე ეკონომიკის სტიმულირებას, ჩვენი მომავალი კიდევ უფრო კატასტროფულ სახეს იღებს. მიმდინარე წელს ინფლაციის გეგმური მაჩვენებელი იყო 4,00 %-ი, ხოლო რეალურმა მაჩვენებელმა წარმოდგენილი მონაცემებით უკვე შეადგინა 6,4%-ი. ეროვნული ბანკი კი ერთად-ერთ ეფექტურ ინსტრუმენტს - რეფინანსირების განაკვეთს მიმდინარე წლის 2 მაისის შემდეგ კვლავ უცვლელს ტოვებს, რომელიც დღესაც კი შეადგენს 7,00 %-ს. მთავრობას უბრალოდ ეშინია, რომ ინფლაციის შემცირების მიზნით რეფინანსირების განაკვეთის გაზრდით შეანელებენ მშპ-ს ზრდას და ამ მიზანს მსხვერპლად შესწირეს მოქალაქეთა სათუო კეთილდღეობა, ისევ ითამაშეს ინფლაციის ზრდაზე. რაც იმას ნიშნავს, რომ რიგითი მოქალაქეების ცხოვრება კიდევ უფრო აუტანელი გახდება. ეს კი მხოლოდ იმ თვითმიზანის მისაღწევად, რომ ივანიშვილს უპატაკონ ეკონომიკის პირობითად გაზრდის შესახებ და სტატისტიკაზე აპელირებით ნაცარი შეგვაყარონ თვალებში. ინფლაციის ზრდა კი ყველაზე მარტივადაა შესაძლებელი ლარის კურსის ვარდნის ხარჯზე, მითუმეტეს იმ მოცემულობაში, როდესაც იმპორტის წილი უაღრესად მაღალია. ქვემოთ წარმოდგენილი ლარის კურსის ამსახველი დიაგრამა N1 ნათლად მეტყველებს თუ რაოდენ ცუდი ვითარებაა შექმნილი.

ლარის კურსი, კორუმპირებული ხელისუფლება და მოქალაქეთა სიღატაკე

ამ დიაგრამასთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიურია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის სტატისტიკა: 2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით გაცემული იპოთეკური სესხების საერთო მოცულობა გაიზარდა და შეადგინა: ლარებში გაცემულმა სესხებმა - 3 მილიარდზე ოდნავ მეტი; ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა სესხებმა შეადგინა - 8 მილიარდ 591 ათას აშშ დოლარზე ოდნავ მეტი. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში იპოთეკით დატვირთული საკრედიტო ვალდებულებები მთლიანი შიდა პროდუქტის ნახევარზე მეტს შეადგენს. ხოლო, ერთ სულ მოსახლეზე მოდის საშუალოდ 2600 აშშ დოლარის მოცულობის იპოთეკური სესხი(არაფერს ვამბობ სამომხმარებლო და სხვა ტიპის საკრედიტო ვალდებულებებზე). გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ იპოთეკური სესხების დაახლოებით 90%-ი გაცემულია უცხოურ ვალუტაში, ლარის კურსის უპრეცენდენტო ვარდნა კატასტროფული შედეგების მომტანია. იმიტომ, რომ უპრეცენდენტოდ იზრდება ამ კრედიტების მომსახურების ხარჯები, რაც უმოკლესი გზაა მოქალაქეთა გაკოტრებისკენ და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების ეროვნულ ტრაგედიად გადაქცევისკენ. გარდა ფიზიკური პირების საკრედიტო უღელის დამძიმებისა ლარის კურსის კატასტროფული ვარდნით ეგზისტენციალური საფრთხეები ექმნება ქვეყანას საგარეო ვალის მომსახურეობის კუთხით და სახელმწიფოს კუთვნილი ბიზნეს სუბიექტების კორპორატიული საგარეო ვალების მომსახურეობის კუთხითაც. რამე თუ ამ კომპანიების გარანტს სახელმწიფო წარმოადგენს. ანუ, თითოეული მოქალაქე და არა ბიძინა ივანიშვილი, ან მისი კორუმპირებული გარემოცვა.

დაუბრუნდეთ ლარის კურსზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებს და სათითაოდ განვიხილოთ მათი დინამიკა:

ლარის კურსზე მოქმედი უმთავრესი ფაქტორია საგარეო ვაჭრობის სალდო. რომელიც 2016 წლის მონაცემებით 5 მილიარდ 181 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ლარის კურსი, კორუმპირებული ხელისუფლება და მოქალაქეთა სიღატაკე

ანუ, ამ მონაცემებიდან გამომდინარე 2016 წელს საქართველოს ეკონომიკური სივრცეში მხოლოდ საგარეო ვაჭრობის შედეგებით უცხოური ვალუტის მასა შემცირდა ხუთ მილიარდ აშშ დოლარზე მეტით. ხოლო, 2017 წლის იანვარ-ოქტომბრის დროის მონაკვეთში საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდო უკვე შეადგენს ოთხი მილიარდ ას სამოც მილიონ აშშ დოლარს. სავალუტო სტაბილურობისთვის პირველ რიგში მისაღწევი იყო ამ გადინების შევსება სხვა და სხვა სავალუტო შემოდინებებით.

საგარეო ვაჭრობის უარყოფითი სალდოს შემცირების ერთ-ერთი მთავარი გზაა ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა. ძალიან საყურადღებოა ის საქონელი, რომლიც ძირითადად განსაზღვრავს ექსპორტით შემოსული ვალუტის მოცულობას. ამიტომ, წარმოგიდგენთ ამ საქონლის ჩამონათვალს მათი მოცულობის მიხედვით, რომელიც მოიცავს რეექსპორტისაც:
ლარის კურსი, კორუმპირებული ხელისუფლება და მოქალაქეთა სიღატაკე
ლარის კურსი, კორუმპირებული ხელისუფლება და მოქალაქეთა სიღატაკე

ამ მონაცემებიდან ძალიან კარგად ჩანს, რომ ექსპორტში ამინდს ქმნის მსხვილი ბიზნესი, რომელიც ფაქტიურად მონოპოლიზირებული და მთლიანად კრიმინალურ ოლიგარქატზე მუშაობს.

ვალუტის შემოდინებების კიდევ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია