ეს ინტერნეტ-გაზეთ “ივერიის” პირველი გამოშვებაა

გამოცემა იარსებებს მათთვის, ვისთვისაც საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ტერიტორიუი მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება ფუჭი სიტყვები არ არის;  მათთვისაც, ვისაც არ უჭირს თქმა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხოლო ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია; და მათთვის, ვისაც მეხსიერება არ დაუკარგავს და კარგად ახსოვს, რამდენი სამხედრო აგრესია განახორციელა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ავადსახსენებელ 1921 წლიდან.

 

გვინდა, რომ გაზეთის ავტორები და მკითხველები გახდნენ ჩვენი საზოგადოების ის წევრები, ვისაც პოლიტიკური, იდეოლოგიური და რელიგიური დოგმები ციხესიმაგრედ არ აქვს შემორტყმული, ვინც მზად არის დაიცვას თავისი აზრი, მაგრამ აგრეთვე, მზად არის იბრძოლოს თანამოქალაქის უფლებისთვის, იქონიოს სრულიად განსხვავებული მწარმსი, და ვისაც ყველაზე გაცხოველებულ კამათშიც კი არ ავიწყდება, რომ ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ერთ ერს ვეკუთვნით.

 

არასოდეს შევეხებით თემას, რომელსაც არ ვიცნობთ. დეტალურად ვილაპარაკებთ თემებზე, რომლებზეც პროფესიულად გვიმუშავია.

 

მუდამ გვემახსოვრება, რომ ფაქტი ხელშეუხებელია, კომენტარი - თავისუფალი.

 

გაზეთს არ აინტერესებს ავტორის ან მკითხველის პარტიული კუთვნილება. გვაინტერესებს პროფესიონალიზმი, გულწრფელობა და პატრიოტიზმი.

 

იმედია, დიდხანს ვიქნებით ერთად.

 

რედაქცია

10-06-2013, 10:57 | ... | ნანახია - 3701

(თავ)შეკავების დოქტრინა

(თავ)შეკავების დოქტრინამამუკა კუდავა

 

საქართველოში ნატოს კვირეული ჩატარდა, რომელსაც ყოველწლიურად ვმართავთ. მის გასახსნელად ჩამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და შეგვიმოწმებს, რამდენ ახალდაბადებულ გოგოს დავარქვით ნატო და თუ უფრო მეტს, ვიდრე შარშან, მაშინ პროგრესი გვაქვს და შეგვაქებს.

10-06-2013, 10:55 | პოლიტიკა | ნანახია - 2741

VIP-ნადირობა, სამთავრობო კრიზისი და მძიმე გზა ევროპისკენ

გრიგოლ ვაშაძე

2013 წლის იანვარში მოლდოვაში VIP-ნადირობისას ტრაგიკულად დაიღუპა ბიზნესმენი სორინ პაჩუ. ამ სამწუხარო ფაქტს დაემატა ის გარემოება, რომ ნადირობის მონაწილეთა შორის იმყოფებოდა ქვეყნის გენერალური პროკურორი ვალერიუ ზუბკო. ინციდენტის მიჩქმალვის მცდელობა სამთავრობო კრიზისით დასრულდა.

10-06-2013, 10:54 | მსოფლიო | ნანახია - 2353
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია