მეხუთე თაობა (ნაწილი მეორე)

მეხუთე თაობა  (ნაწილი მეორე) მამუკა გამყრელიძე

თანამედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ “ზეცისქვეშეთის” (поднебесная) - როგორც თავად ჩინელები უწოდებენ თავიანთ ქვეყანას - სახელმწიფოს ისტორია 5000 წელს მოიცავს. წერილობითი ისტორიული წყაროები, სულ მცირე, 3500-წლიან პერიოდს აღწერენ. ამ ხნის განმავლობაში ჩინეთში მრავალი საიმპერატორო დინასტია გამოიცვალა

17-06-2013, 20:25 | მსოფლიო | ნანახია - 1384

ემიგრანტის ბლოგი

ემიგრანტის ბლოგი მადი სერებრიაკოვა

თქვენ ვისი მრევლი ხართ, ბიჭებო? 

 

“შენ ვისი მრევლი ხარ?” – 17 მაისს გამართული აღლუმ-პოგრომის ამსახველ ერთ შემზარავ ვიდეოში დაჟინებით ეკითხება ერთი “კაი ბიჭი” მეორეს - ალბათ მისი “კაიბიჭობის” ხარისხის დასაზუსტებლად. ჩემთვის ძალზე სიმბოლური კადრი იყო. გამიჩნდა სურვილი ბევრისთვის დამესვა ერთი კოლექტიური შეკითხვა (ინდივიდუალურ შეკითხვებზე პასუხი, ეჭვი მაქვს, მაინც არავის ექნებოდა): “თქვენ ვისი მრევლიდან ხართ, ბიჭებო???”

12-06-2013, 17:19 | ბლოგები | ნანახია - 1841

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს კულტურის ყოფილ მინისტრ ნიკა რურუასთან

ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს კულტურის ყოფილ მინისტრ ნიკა რურუასთანექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს კულტურის ყოფილ მინისტრ ნიკა რურუასთან

12-06-2013, 04:08 | ვიდეო ბლოგები, არქივი | ნანახია - 1466

კვირის სპორტის სიახლები

კვირის სპორტის სიახლებიფეხბურთი

განსაკუთრებული, ერთადერთი, ბედნიერი

"ჩელსის” ძველმა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა ჟურნალისტებისთვის.

ეს შეხვედრა, პირველ რიგში, იმით იყო საინტერესო, რომ პორტუგალიელმა თავისთვის ახალი მეტსახელი მოიგონა. თუ ადრე ჟოზემ საკუთარ თავს "განსაკუთრებული” და "ერთადერთი” უწოდა, ახლა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად უხდება მეტსახელი – "ნიჭიერი”. პორტუგალიელის თქმით, ის უზომოდ ბედნიერია იმის გამო, რომ მეორედ მიეცა "ჩელსის” გაწვრთნის საშუალება.

11-06-2013, 16:17 | არქივი | ნანახია - 897

ეს ინტერნეტ-გაზეთ “ივერიის” პირველი გამოშვებაა

გამოცემა იარსებებს მათთვის, ვისთვისაც საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა, ტერიტორიუი მთლიანობა და ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში დაბრუნება ფუჭი სიტყვები არ არის;  მათთვისაც, ვისაც არ უჭირს თქმა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ხოლო ჩვენი სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია; და მათთვის, ვისაც მეხსიერება არ დაუკარგავს და კარგად ახსოვს, რამდენი სამხედრო აგრესია განახორციელა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ავადსახსენებელ 1921 წლიდან.

 

გვინდა, რომ გაზეთის ავტორები და მკითხველები გახდნენ ჩვენი საზოგადოების ის წევრები, ვისაც პოლიტიკური, იდეოლოგიური და რელიგიური დოგმები ციხესიმაგრედ არ აქვს შემორტყმული, ვინც მზად არის დაიცვას თავისი აზრი, მაგრამ აგრეთვე, მზად არის იბრძოლოს თანამოქალაქის უფლებისთვის, იქონიოს სრულიად განსხვავებული მწარმსი, და ვისაც ყველაზე გაცხოველებულ კამათშიც კი არ ავიწყდება, რომ ჩვენ ყველას ერთი სამშობლო გვაქვს და ერთ ერს ვეკუთვნით.

 

არასოდეს შევეხებით თემას, რომელსაც არ ვიცნობთ. დეტალურად ვილაპარაკებთ თემებზე, რომლებზეც პროფესიულად გვიმუშავია.

 

მუდამ გვემახსოვრება, რომ ფაქტი ხელშეუხებელია, კომენტარი - თავისუფალი.

 

გაზეთს არ აინტერესებს ავტორის ან მკითხველის პარტიული კუთვნილება. გვაინტერესებს პროფესიონალიზმი, გულწრფელობა და პატრიოტიზმი.

 

იმედია, დიდხანს ვიქნებით ერთად.

 

რედაქცია

10-06-2013, 10:57 | ... | ნანახია - 3660

(თავ)შეკავების დოქტრინა

(თავ)შეკავების დოქტრინამამუკა კუდავა

 

საქართველოში ნატოს კვირეული ჩატარდა, რომელსაც ყოველწლიურად ვმართავთ. მის გასახსნელად ჩამოვიდა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი და შეგვიმოწმებს, რამდენ ახალდაბადებულ გოგოს დავარქვით ნატო და თუ უფრო მეტს, ვიდრე შარშან, მაშინ პროგრესი გვაქვს და შეგვაქებს.

10-06-2013, 10:55 | პოლიტიკა | ნანახია - 2684

VIP-ნადირობა, სამთავრობო კრიზისი და მძიმე გზა ევროპისკენ

გრიგოლ ვაშაძე

2013 წლის იანვარში მოლდოვაში VIP-ნადირობისას ტრაგიკულად დაიღუპა ბიზნესმენი სორინ პაჩუ. ამ სამწუხარო ფაქტს დაემატა ის გარემოება, რომ ნადირობის მონაწილეთა შორის იმყოფებოდა ქვეყნის გენერალური პროკურორი ვალერიუ ზუბკო. ინციდენტის მიჩქმალვის მცდელობა სამთავრობო კრიზისით დასრულდა.

10-06-2013, 10:54 | მსოფლიო | ნანახია - 2313

კვირის სპორტის სიახლები

კვირის სპორტის სიახლებიფეხბურთი

რეალი ისევ პერესს ჩააბარეს


მადრიდის "რეალის” პრეზიდენტი კვლავ ფლორენტინო პერესი იქნება. "სამეფო კლუბის” პრეზიდენტის არჩევნები წელს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს პროცედურა არ შედგება, რადგან პერესს კონკურენტი არ გამოუჩნდა.

6-06-2013, 21:50 | არქივი | ნანახია - 985

“პოგრომის” დებიუტი საქართველოში

“პოგრომის” დებიუტი საქართველოშინიკა რურუა

17 მაისზე იმდენი ითქვა (ბევრად ნაკლები, ვიდრე დაიწერა, ყოველ შემთხვევაში, ჩვენს პრესაში), რომ მისი შეფასება ამაო საქმედ მეჩვენებოდა, რომ არა ერთი ნიუანსი.

3-06-2013, 22:24 | კომენტარები | ნანახია - 2221

Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია