პრემიერის პრესკონფერენცია – ოცნება და რეალობა

პრემიერის პრესკონფერენცია – ოცნება  და რეალობაუნდა მოგახსენოთ, რომ  ბატონ ბიძინა ივანიშვილის ყოველ პრესკონფერენციას დიდი ინტერესით ვადევნებთ თვალყურს. პირველი, რაც თვალშისაცემია, გახლავთ ის, რომ ადამიანი, რომელიც თავისი ჩაკეტილობით იყო ცნობილი და პრესასთან არ ურთიერთობდა, ნელ-ნელა შეეგუა პოპულარობას და სულ უფრო თამამი და გახსნილი ხდება, რაც სასიამოვნოა როგორც ჟურნალისტებისთვის, ისე ჩვენი საზოგადოებისთვის. ამაზე მეტყველებს ქართული საზოგადოების მიერ მისი „ფრთიანი“ გამოთქმების როგორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში ხშირი მოხმარებაც, თუმცა, მოგეხსენებათ, პოპულარობა პოპულარობაა და მას კბილი არ გაესინჯება. პრემიერის უკანასკნელი შეხვედრა ჟურნალისტებთან ფრიად საინტერესო და რიგ საკითხებში ძალიან კონკრეტული გამოდგა.

7-07-2013, 21:36 | პოლიტიკა | ნანახია - 2278
Developed by: Giorgi Mshvenieradze
© 2013-2014 IVERIA.BIZ საავტორო უფლებები დაცულია